• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

…ახლა თქვენ იცითო….

11 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mamuliმე ვარ ზნეობა. სამწუხაროდ, დატყვევებული და უფლებააყრილი, ცხრაკლიტულში გამომწყვდეული. ნაცემ–ნაგვემი, ნაწამები, ბევრჯერ გაშოლტილი და ლაფში ამოთხვრილი, დასისხლიანებული და ხელ–ფეხ შეკრული ახლა ციხის ცივ იატაკზე ვარ გართხმული და სულს ვღაფავ. მინდა უკანასკნელი ძალები მოვიკრიბო და ყველას გასაგონად ვიყვირო: ,,მიშველეთ, ადამიანებო დამეხმარეთ! თქვენი ზნეობა საფრთხეშია. ისინი ღირსებას მილახავენ, ისინი ჩემს დასაჭურისებას ლამობენ…“ მაგრამ ღონემიხდილს ხმა აღარ  მემორჩილება. ისინი კი  თითქოს ახალი სისხლი გადაუსხესო, კიდევ უფრო გაძლიერდნენ, გამრავლდნენ. და შემომესია მუმლი ურიცხვი – მუმლი: უზნეოთა, ცილისმწამებელთა, მოღალატეთა, მედროვეთა,მიტმასნილთა, ცრუ ფილოსოფოსთა, ორგულთა, ნიღბოსანთა და ფარისეველთა. ისინი, დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულნი, ცივილიზაციის სახელით ჩემს ღირსებას შეურაცხყოფას აყენებენ, დასცინიან და ამცირებენ. ჩემი საბრალო ღირსება კი სისხლისმწოველი მკბენარისებრთაგან დაკბენილი და სისხლგამოცლილი, მათთვის ესოდენ ღირებული დისკრიმინაციის კლანჭებშია მომწყვდეული. ისინი ღირსებას  Super–ზეაღმატებული ცოდვით ემუქრებიან. აკი დააკანონეს კიდეც ცოდვათა შორის გამორჩეული სოდომ–გომორის ცოდვა.

თავიდან შეპარვით, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, საკმაოდ მორცხვად დაიწყეს ღირსების დისკრედიტაცია. მოგვიანებით გათამამდნენ და ჩემი სახელის შებღალვით დაკავდნენ.  შემდეგი ნაბიჯით კი პირდაპირ, შეუნიღბავად გადმოვიდნენ შეტევაზე და ახლა  ერთდროულად ორივეს განადგურება განუზრახავთ. ისინი ანუ ,,მიტმასნილნი’’ ე.წ. NGO-შნიკები – არასამთავრობო ორგანიზაციები წარმატებით აგრძელებენ თავიანთ მზაკვრულ საქმიანობას და დღენიადაგ უქადაგებენ, უჩიჩინებენ საზოგადოებას, რომ თურმე ვინც ჰომოსექსუალურ ცოდვაზე შემჯდართ, ანუ სიძვის მორევში ჩავარდნილთ თვალს აუხელს, სიკეთისკენ მოაბრუნებს და სწორ გზაზე მიუთითებს, ე.ი. ქრისტიანულ მორალს შეახსენებს, იგი სიძულვილის ენაზე საუბრობს. ხოლო თავად ისინი –ჩაგრულთ დამცველთა მანტიით შემოსილნი – არასამთავრობოები  თავჩაუხრელად და ერთგულად რომ იცავენ ლეგებიტების (LGBT–ების) უფლებებს, აი ისინი თურმე, სწორედაც რომ სიყვარულის ენაზე საუბრობენ.

მაგრამ რა ხდება სინამდვილეში? რეალურად კი  ისინი  ანუ  ზოგიერთი უფლებადამცველი ისედაც გზააბნეულ ადამიანთა ჯგუფებს კიდევ უფრო უმრუდებენ გზას  უზნეო ცხოვრების წესის მხარდაჭერითა და გამართლებით. ბოლოჟამს  კი ,,პროგრესულთა“ მცდელობამ პიკს მიაღწია. მათ მოახერხეს და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ– აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია 11–ის თხოვნის გვერდის ავლით და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე (ვგულისხმობთ–რეფერენდუმებს, დისკუსიებს, შეხვედრებს საზოგადოებასთან) პარლამენტს  დაჩქარებულ რეჟიმში ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცებინეს.

რა შეიძლება ვუწოდოთ ამგვარ ნაჩქარევ ქმედებას? პრობლემის დემოკრატიული გზებით გადაწყვეტა, თუ ეკლესიისა და საზოგადოების აზრის უგულებელყოფა. ერთი რამ კი ნათელია – საქართველო კიდევ ერთხელ გაიყიდა. ნეტავ ამჯერად რამდენ ვერცხლად? ასეა თუ ისე უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და  საბრალო ლეგებიტებს ცოდვაში თავისუფლად ცხოვრების უფლებები დაუკანონეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა (მრუშობა) თავისუფლად, განურჩევლად ყველასთან – ქალმა ქალთან, კაცმა კაცთან …  უკიდეგანო ფანტაზიის მქონეთათვის ეს წრე შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს…და თუ  მაგალითად, ვინმე ჰომოსექსუალი პროპაგანდას გაუწევს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობის ცხოვრების წესს, ხოლო ამ საქციელით შეურაცხყოფილი ვინმე ჰეტეროსექსუალი ხმას სულ პატარა კრეშენდოზე აიმაღლებს მის წინააღმდეგ, მაშინ ჰეტეროსექსუალი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, ჰომოსექსუალი კი თავისუფლად გააგრძელებს ცოდვაში ცხოვრებას გარეთ. ამრიგად, ჰეტეროსექსუალ პატიმართა სახით მივიღებთ ახალ უმრავლესობას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გარეთ დარჩენილი  სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობები და მათი მფარველი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ დაამუხრუჭებენ. ისინი სულ უფრო ხშირად და ხშირად ჩაატარებენ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აღლუმებს სლოგანით –,,ძირს მოძალადე ეკლესია და გაუნათლებელი მრევლი! არა ეროვნულ ტრადიციებს და ზნეჩვეულებებს! გაუმარჯოს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ერთსქესიანთა ქორწინებას!“

ჩემო პროდასავლურნო, ძვირფასო უფლებადამცველნო, მინდა გამოგიტყდეთ, რომ მეც პროგრესულად და პროდასავლურად მოაზროვნე ქართული ზნეობა გახლავართ, თუმცაღა თქვენგან განსხვავებით ცოდვაზე დაფუძნებულ შეხედულებებს ან თავსმოხვეულ ღირებულებებს კატეგორიულად ვერ გავიზიარებ.  რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ამგვარი თავსმოხვეული კანონები საზოგადოებრივ მორალს ეწინააღმდეგება. ჩემს მიერ ამგვარ შეხედულებათა აღიარება კი ქაოსს გამოიწვევს და აირ–დაირევა ირგვლივ ყველაფერი. თეთრი შავს შეერევა, სიწმინდე ბილწს, კარგი ცუდს, სიკეთე ბოროტებას…. მე კი წინ ერთი პატარა ასო ‘’უ“ ან ‘’ა“ დამემატება და ზნეობისაგან მივიღებთ უ–ზნეობას, მორალისაგან კი

ა–მორალიზმს. და მაშინ, მრავალსაუკუნოვან სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას, ხელშეუხებელ ეროვნულ სიწმინდეებს და თვითმყოფად ტრადიციებს წალეკვა დაემუქრება. არადა ეს ხომ ის ,,უძვირფასესი მარგალიტებია“ – რომელთა საფუზველზე – ერი ერობს და ბერი ბერობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ისედაც მცირერიცხვოვანი, წითელ წიგნში შესატანი, პირველი ევროპელის სტატუსისა და სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე, ტოლერანტობით და სტუმარმოყვარეობით გამორჩეული, უკვე მერამდენედ ღირსებაწართმეული ქართველი ერი გადაგვარდება, გამრავლება გაუჭირდება და საბოლოოდ, მომაკვდინებელი ცოდვის მორევში ჩაძირული შეიძლება სოდომ–გომორის მოდგმის მსგავსად დაისაჯოს კიდეც.  სოდომური სენის შედეგად დატრიალებული ტრაგედია, დამაჯერებელი სიზუსტით ასახა ფრანგმა მხატვარმა გუსტავ დორემ ბიბლიურ ილუსტრაციებში – ,,სოდომის დაღუპვა“ და ,,ლოტის გაქცევა“. აპოკალიფსური სიუჟეტის მქონე ნახატები თითქოს გვაფრთხილებენ, წინასწარმეტყველებენ იმის შესახებ რომ – ცოდვას სასჯელი მოყვება, და რომ სასჯელი – დამანგრეველი, გამანადგურებელი იქნება.

,,აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი. (დაბ. 19, 24-25)

და საერთოდ, რა საჭიროა ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფების უფლებების დაცვის მიზნით ახალი ველოსიპედების გამოგონება, როცა უკვე 2000 წელია, რაც მცნებათა შორის უდიდესი მცნება -,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ არსებობს. ეს მცნება საყოველთაო სიყვარულის  მომცველია,  ყველა ჯურის ადამიანის სიყვარულს გვასწავლის, განსაკუთრებით კი დაჩაგრულთა, უმწეოთა და შეურაცხყოფილთა დაცვა – დახმარებისაკენ მოგვიწოდებს. აი, რა უდევს საფუძვლად ჩემს ღირსებას, აი, რას გვასწავლის ქართული მართმადიდებლური ზნეობა. ჩემი ღირსებისათვის მომაკვდინებელი ცოდვა მიუღებელია, პირიქით, უნდა განვიწმინდოთ, და ვიმოქმედოთ პრინციპით ,,მოყვარეს პირში უძრახე“. ამიტომაც ძვირფასო გზასაცდენილო მოყვასნო, მოგმართავთ რა ქართული ზნეობის სახელით, მინდა მოკრძალებით გთხოვოთ, გირჩიოთ, რომ პირველ რიგში მოინანიოთ ცოდვები, რათა შესაძლებელი გახდეს სწორი დიაგნოზის დასმა და უკვე შემდეგ მკურნალობის სწორად წარმართვა. გემუდარებით, გულით მიიღეთ ეს რჩევა, ყოველგვარი სკეპსისისა და ცინიზმის გარეშე, და სულ მალე თქვენ უმცირესობის იარლიყს ვეღარ მოგაწებებენ.

მიენდეთ უფალს და თქვენ უსამართლო, უზნეო კანონებით დაცვა არ დაგჭირდებათ.  უფალი მოწყალეა. მან მრავალ მონანულ გზასაცდენილს შეუნდო შეცოდებანი, მათ შორის მეძავსაც, ხოლო მონანული ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში ჯვარზე გაკრულ მაცხოვართან ერთად. ამიტომაც  გაბედულად გააკეთეთ არჩევანი ზნეობასა და უზნეობას შორის, ნათელსა და ბნელს შორის, რადგანაც –,, ბნელში მოარულმან, არ იცის საით მიდის“. (იოანე, XII 35) და კიდევ ,,მე ნათლად მოვედი წუთისოფელში, რადგან არც ერთი, რომელსაც ჩემი სწამს ბნელში არ დარჩეს“(იოანე, XII 46).

ახლა კი ძვირფასო არასამთავრობოებო, ჩემი სურვილი მინდა გაგიმხილოთ. უმორჩილესად გთხოვთ, როგორც მომაკვდავ პატიმარს, უკანასკნელი სურვილი შემისრულოთ და დაკვირვებით დახედოთ ასი ათასი მოწამის ხატს (ვფიქრობ, მისი მოძიება არ გაგიჭირდებათ). მოდით, გავავლოთ პარალელი თქვენსა და მათ მიზნებს შორის. რას ემსახურებდნენ ისინი და რას ემსახურებით თქვენ? ჩახედეთ თვალებში სიკვდილის მომლოდნელთა რიგში მდგარ ჩვენს წინაპრებს – მამებს, დედებს, შვილებს, ჩვილებს – ქრისტეს სჯულის ერთგულნი რომ დარჩნენ ბოლომდე. და თუ ოდნავ ძლიერად აგიძგერდათ გული, ან ცოტათი მაინც აგბურძგლათ  და სინდისის ქენჯნამ შეგაწუხათ, მაშინ მე ჯერ სიკვდილი არ მიწერია. მრავალჯერ მომკვდარი კვლავ გავცოცხლდები, როგორც იმ განკითხვის დღეს მეტეხის ხიდზე, ასი ათასჯერ რომ მომკვეთეს თავი, მაგრამ ასი ათასჯერვე  აღვდექი. ასი ათასი მოწამის გასაოცარი მაგალითით მკვდრეთით აღმდგარი და გაძლიერებული დღემდე მოვედი. ისინი კი თავდადებულნი ვარსკვლავებად იქცნენ და ზეციდან დაგვნათიან გაბრწყინებულნი. თუმცაღა საუბედუროდ, რვა საუკუნის წინათაც არსებობდა სულმოკლეთა უმცირესობა. მათ ვერ გაუძლეს გამოცდას და აღასრულეს დაუნდობელი ჯალალ ად–დინის ბრძანება – ფეხით გადათელეს სიონიდან გამობრძანებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. მოყვასნო, თქვენც ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები ხართ, ერთი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი. არ მინდა, რომ სულმოკლეთა უმცირესობას დაემსგავსოთ, ნუ გადათელავთ ჩვენს სიწმინდეებს, ნუ გაიყიდებით, ნუ იქნებით ,,ვითომ“ უფლებების დამცველები. გააცნობიერეთ, რომ თქვენი ცოდვა უმძიმესია, რადგანაც თქვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის კონკრეტული პუნქტების აქტიური მხარდაჭერით – უზნეობის, ამორალიზმის უფლებათა დამცველებად მოგვევლინეთ.  დიახ, უმძიმესი შეცდომა სახეზეა. მაგრამ ბავშმაც კი იცის, რომ შეცდომების გასწორება შეიძლება. სწორედ ამიტომ არ ვკარგავ იმედს – იქნება მოხდეს სასწაული  და მოხერხდეს უზნეობის დამაკანონებელი პუნქტების გაუქმება (ამოღება ანტიდისკრიმინაციული კანონიდან). ვფიქრობ, რომ ამ სასწაულის შექმნაში სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. SOS!  არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან–გადავირჩინოთ ჩვენი სულები!

ამიტომ მოდით, ყველამ ერთად ჩემს სახელს მოვაშოროთ ზემოხსენებული პატარა ასო ,,უ“ და მასთან ერთად მუმლი უზნეოთა. ვემსახუროთ იმას, რამაც აქამდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა.

,,ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც ,,ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველსა სხვა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარც თავი შენი…“

,,ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაქრება, მინამ არ გაქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ენაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც–კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მინიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, ხუთმეტი საუკუნე გულ–გაუდრეკლად ატარა თავპირდასისხლიანებულმა, ჩვენ – შვილებს გადმოგვცა, ახლა თქვენ იცითო“.  რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ წინაპართა შვილებმა XXI საუკუნეშიც ერთგულად უნდა დაიცვან უძვირფასესი ,,ჩაწნულ-ჩაქსოვილი სამება“-მამული, ენა, სარწმუნოება, რადგანაც სწორედ ,,ეს სამება წაიმძღვარა წინ, ათას ხუთასი წელიწადი ომითა და სისხლის ღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნარჩუნა და ქართველობაცა“ (წმ. ილია მართალი“)

და ბოლოს, ორიოდ სიტყვით გვინდა შევეხოთ კიდევ ერთი დისკრიმინირებულის უფლებებს. ეს გახლავთ ცისარტყელა. უფლებადამცველნო, ნუთუ ვერ ამჩნევთ, როგორ ილახება მისი უფლებები. ცისარტყელა ნიშანია ღვთის წყალობისა და წარღვნის დასასრულისა. მას ხიდის ფუნქციასაც ანიჭებენ, რადგანაც ხშირად სწორედ ამ შვიდფერა რკალის საშუალებით მყარდება კავშირი ზეცასა და მიწას შორის.  იგი გვევლინება სიმბოლოდ იმედისა, სიცოცხლის გაგრძელებისა, კაცობრიობის გამრავლება–აღორძინებისა და არა სიმბოლოდ  უზნეობისა, უნაყოფობისა და უიმედობისა. ამიტომ გთხოვთ დაუბრუნოთ მას ფუნქცია. მანამდე კი ნება მიბოძეთ, სულ ცოტა ხნით აკაკისა და ილიას ცისარტყელებით გასხივოსნებულ პოეზიასთან ერთად მარტო დაგტოვოთ  – უ-კ-ო-მ-ე-ნ-ტ-ა-რ-ო-დ.

            ,,მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა შვიდფეროვანი სარტყელი ცისა

             და გადეფინა ჩემს ქვეყანასა მახარობელად ტკბილ იმედისა.

             ამენთო გრძნობა მადლისა ცეცხლებრ, ერთს ფიქრს მიეცა გულის თქმა ყველა

             და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა“.

                                                                                                               ( ილია )

            ,,ნაშთი ძველის დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა.

           დღესაც მისი შარავანდით ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა.

           შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი

           და გვამღერებს ,,არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი”.

                                                                                ( აკაკი )

  17.11.14

ახალმოსახლენი

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი იმუშავებს

I-VI  კლასის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

8 years ago
ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

10 years ago
რომელ ქვეყანაში რომელ დესერტს ანიჭებენ უპირატესობას

რომელ ქვეყანაში რომელ დესერტს ანიჭებენ უპირატესობას

5 years ago
“სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება”

“სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება”

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by