• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახლა უნდა ველოდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქალაქის მერსაც “აუწევს ყურს” – სოსო ცინცაძე

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
„ახლა უნდა ველოდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქალაქის მერსაც “აუწევს ყურს” – სოსო ცინცაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დედამიწა ბრუნავს და არ ჩერდება, მასთან ერთად ბრუნავს პოლიტიკაც და ადამიანებს თავბრუს ახვევს. ძნელია გაერკვიო იმ ქაოსში, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში სუფევს. თავში ალბთ, ყველას უამრავი კითხვა უტრიალებს: რატომ? როდის? საიდან? როგორ? ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ არამგონია თავად პოლიტიკოსთა უმრავლესობას ამ ყველაფერზე პასუხი ქონდეს. ჩვენი- ჟურნალისტების საქმიანობა კი არის ის, რომ კითხვები დავსვათ და მასზე პასუხები მოვითხოვით. „თბილისი თაიმსი“ შეეცადე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვები დაესვა და კომპეტენტური ადამიანისაგან მიეღო მათზე პასუხები.  საქართველოში მიმდინარე პოლტიკურ პროცესებზე პოლიტოლოგი – სოსო ცინცაძე გვესაუბრა.

cincadze_polit__“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლისთავზე თავისი საქმიანობა შეაჯამა. პრემიერის, მთავრობის სხვა წევრებისა და სხვა შემფასებელთა მიერ უამრავი შეფასება გაკეთდა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებისა და თავად ხელისუფლების შეფასებები? 

საერთოდ ეს უკვე მსოფლიო პრაქტიკაა, რომ იშვიათად ემთხვევა ხელისუფლების შეფასება და ფართო საზოგადოების შეფასება. ეს, იქიდან არის განპირობებული, რომ ხელისუფლება და საზოგადოება სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს მოვლენებს.  საზოგადოება ამას უფრო ყოფითი პირობებით აფასებს. ავიღოთ მაგალითად 5%-იანი ეკონომიკის ზრდა. ხელისუფლება ამით ალბათ სამართლიანად ამაყობს. თუმცა ქუჩაში, რომ გახვიდეთ და ჩვეულებრივ მოქალაქეს უთხრათ ამის შესახებ, ის ამას ვერ გაიგებს.  ქვეყანაში ყოველდღე ყველაფერი ძვირდება, უმუშევრობა ისევ იმ დონეზეა, 300 000 ბავშვი შიმშილობს საქართველოში. ასე, რომ საქართველოს მოსახლეობას სულ არ აინტერესებ ეს პროცენტები. მათ აინტერესებთ ცხოვრების დონე.  ფასების ზრდა ობიექტური მიზეზით ხდება თუ სუბიეტური მიზეზით, ეს მომხმარებელს არ აინტერესებს. მას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, ფასები გაიზარდა და ის ვეღარ ყიდულობს იმდენს რამდენსაც ყიდულობდა 100 ლარით 4-5 წლის წინ. ამ შემთხევავაში ყველა შეცდომას უკვე მთავრობას კიდებენ კისერზე.  არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც სწავლობენ თუ რა მიზეზებით გაიზარდა ფასი ამა თუ იმ პროდუქციაზე, ეს ასევე დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე. თუმცა ხშირად ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება.  ჩვენთან, ბენზინის ფასი გაიზარდა მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში დაიკლო. ასე, რომ არსებობს პლუსები, არსებობს მინუსები და რომელი გადაწონის ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

რა გახსენდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ქართულმა ოცნებამ ამ 2 წლის განმავლობაში გააკეთა?

2 წლის შემდეგ, ჩვენს ხელისუფლებას რამე თუ აქვს სათქმელი არის ის, რომ აღარ არის კერძო საკუთრების რეკეტი. აღარავის ეშინია, რომ წამოწყებულ მშენებლობას დაუნგრევენ, მეტი კანონიერებაა. კანონის უზენაესობა მთლიანად არ არის მიღწეული, მაგრამ  წინ გადადგმული ნაბიჯია. სასამართლო გაცილებით დამოუკიდებელია, ბოლომდე  დამოუკიდებელი სასამართლო კი  მხოლოდ ინგლისშია. თუმცა ახლა მოსახლეობის უმრავლესობას, გლეხებს სულ არ აინტერესებთ ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში  ბიზნესი არ იყო თავისუფალი, სასამრთლოზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ა.შ.  საქართველოში 50 000 კაციდან შეიძლება 1-მა მიმართოს სასამართლოს. 9 წლის განმავლობაში, მიხეილ  სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოსახლეობის უმრავლესობას არ ქონია შეხება მსგავს ფაქტებთან. მათ იცოდნენ მხოლოდ ის, რომ აღარ იყო ბინის, მანქანის ქურდობა, ქუჩაში უფრო მეტი წესრიგი იყო.  ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა რთულია, როდესაც ავიღებთ მხოლოდ ქვეყნის ცხოვრების დონეს და სასურსათო კალათის ფასს, რასაკვირველია ეს 2 წელი გაუარესებაა. საერთოდ ისეთ ღარიბ, ღატაკ, მშიერ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მოსახლეობის აფსოლუტურ უმრავლესობას  აინტერესებს ის, რომ ყოველდღე საჭმელი ქონდეს სახლში და არა ის თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გაფლანგვის ბრალდებით დაკავება ირაკლი ალსანიასბ თანამდებობიდან გადაყენება, სხვადასხვა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა, თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ატეხილი აჟიოტაჟი? რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი? როგორც ამაზე ექსპერტები ხშირად საუბრობენ,რა შეიძლება იყოს ამის რეალურიმიზეზი?

ირაკლი ალასანიას გადაყენების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იგი არ აღმოჩნდა გუნდური მოთამაშე.  მთელ მსოფლიოშიო თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები არის ყველაზე უკეთესი გზა ფულის კეთებისა. წარმოიდგინეთ ყოველდღე სამინისტრო ყიდულობს 40 000 კაცის საჭმელს. მაგალითად ავიღოთ კარტოფილი, რომელიც ყველაზე მეტია მენიუში, თითო კილო კართოფილზე ერთი თეთრი, რომ  მოიტყუო, ეს მილიონებს მოგცემს. ამ ყველაფრის შემოწმება კი შეუიძლებელი ხდება. ის, რომ შესყიდვებში დარღვევბი იქნებოდა, ეს გასაკვირი არაა, რადგან მთელ მსოფლიოში ასე  ხდება. ასე რომ დანაშაული სახეზეა.  ირაკლი ალასანია, რომ ამბობს ეს პოლიტიკური შურისძიებაა, თავად, რომ დაბრუნდა ხელისუფლებაში და 1200 ადამიანი გაყარა ეს არ იყო პოლიტიკური შურისძიება? დღეს არავის არ სჯერა, რომ ირაკლი ალასანია  არის ნამდვილი დემოკრატი. ის წყენას დიდი ხანი ინახავს გულში და არავის არ პატიობს, როგორც ბიძინა ივანიშვილი. მე ირაკლი ალასანაის დემოკრატობისა და ლიბერალობის დიდად არ მჯერა. მან ღიად დაიწყო დამოუკიდებლი თამაში უცხოეთთან, დაიწყო ქულების დაგროვება, რაც რასაკვირველია არც ერთ მთავრობას არ მოეწონებოდა. რაც შეეხება მინისტრების გადადგომას ისინი ერთი პარტიის წევრები არიან და სოლიდარობა გამოუცახდეს. არც მთავრობა არის ჩემი აღფრთოვანების ობიექტი, რადგან რა პრინციპით დაინიშნა თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა  მინისტრად ეს ჩემთვის გაუგებარია. როდესაც მთავბრობის მეთაური აცხადებს, რომ მთელი სამინისტრო ეს ორი წელი ევროპაში ნაციონალური მოძრაობის პიარით იყო დაკავებული, მაშინ თამარ ბერუჩაშვილი მინისტრი მოადგილე იყო. მას ამის შესახებ პროტესტი არასოდეს არ გამოუთქვამს. არასწორი საკადრო სელექცია, რომელიც თავიდანვე მოგვსდევს, ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც. ქვეყანას, რომ  ჰყავდეს ისეთი დიპლომატი, როგორიც არის დავით ჩიკვაიძე, ყავდეს თედო ჯაფაფარიძე, ზურაბ აბაშიძე, ყავდეს პოლიტიკურად ისეთი მომგებიანი ფიგურა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, რომელიც გააფართოვებდა არასაპარლამენტო ოპოზიიციის  სპექტრს მთავრობაში, ეს იქნებოდა დემოკრატიის მიმართულებით გადადგუმლი გრანდიოზული ნაბიჯი. ნინო ბურჯანაძეს მიესველება რუსეთთან და დასავლეთთან. ამ დროს კი შენ ნიშნავ ადამიანს, რომელიც 24 საათში იცვლის თავის სიმპათია ანტიპათიას. რა გარანტია აქვა ამ მთავრობას, რომ გავა 1-2 წელი და თამარ ბერუჩაშვილს არ აეხილება თვალები და არ განაცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება, ეს ჩემთვის გაუგებარია.

ხომ არ ნიშნავს არსებული სიტუაცია ხელოვნული ოპოზიციის შექმნას? ხომ არ მოხდება ნაციონალური მოძრაობის უფრო ძლიერი ოპოზიციური ძალით ჩანაცვლება?

არამგონია, თუ თქვენ გულისხმობთ ირაკლი ალასანიას. დღეს ძლიერი ოპოზიციური პარტიის შექმნას ჭირდება დიდი ფული. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ პოლიტიკა გააძვირა. მე არამგოინია ირაკლი  ალასანიას ამხელა რესურსი ქონდეს, თუმცა მას ინტელექტუალური რესურსი გააჩნია. არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წელს ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტია ერთად იყვნენ. „ქართული ოცნება“ ძალზედ ღარიბია სახეებით. ვერ წამომიდგენია ვინ არის „ქართული ოცნების“ წამყვანი წევრი, რომელსაც შეუძლია მივიდეს და პარტიას მიუტანოს ხმები. 2016 წელს „ქართული ოცნება“ არ ვიცი რა აქტივით წარსდგება არჩევნებზე. ბიძინა  ივანიშვილი, როგორც გვპირდებოდა 2015 წელი უნდა იყოს გარდატეხის წელი და ცხოვრების დონე უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ ჩანს. ახლა აქციზებს აძვირებენ სიგარეტსა და ლუდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ფასი მოიმატებს. 2 წელი გავიდა და „ქართული ოცნება“ ერთ მთლიან პარტიად ვერ ჩამოყალიბდა.

რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება „დაიშალოს? რა ელის საქართველოს მთავრობას?

ვფიქრობ, რომ  „ქართული ოცნების“ დაშლას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს. „ქართულ ოცნებას“ერთი ქარიზმატული ლიდერი არ ყავს, ეს უცნაური რამაა ქართულ პოლიტიკაში. დაშლით არ  დაიშლება, მაგრამ ერთადერთი ხსნა „ქართული ოცნებოისა“ იქნება დარჩენილ 2 წელიწადში ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალურად ვინ მართავს სიტუაციას? რას ნიშნავს პრეზიდენტ–გიორგი მარგველაშვილიც განცხადება რომელმც აღნიშნა, რომ ქვეყანა კულვარებიდან იმართება?

გიორგი მარგველაშვილმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა პოლიტიკოსისათვის ძალზედ საეჭვო თვისება. იტყვის რაიმეს შემდეგ, კი უკან იხევს, ასე მოხდა რამდენჯერმე. გიორგი მარგველაშვილი, არ არის პოლიტიკოსი, ბევრი რამ არ მოსწონს მას, როგორც წესიერ ადამიანს. მოდით ასე ვთქვათ – გიორგი მარგველაშვილი არის პატიოსანი ინტელიგენტი. იგი გაბრაზებულ გულზე უცებ  იტყვის რაიმეს, შემდეგ დაფიქრდება და გადათქვამს საკუთარ ნათქვამს.  რაც შეხება სიტუაციის მართვას, ყველასთვის ცნობილია და არც არის დასამალი, რომ სიტუაციას მართავს ბიძინა ივანიშვილი. თქვენ როგორ ფიქრობთ მან ამდენი ფული, ქონება, კეთილდღეობა სასწორზე დადო, მოვიდა და ნახა, რომ გარშემო ისეთი ხალხი ვერ შემოიკრიბა როგორიც სურდა. უკვე რამდენ ადამიანზე შეცდა ახლა უნდა ველოდოთ, რომ ქალაქის მერსაც აუწევს ყურს, რადგან ჯერჯერობით რაც მან გააკეთა არის ის, რომ გაყარა მერიის თანამშრომლები. ბიძინა ივანიშვილი, არ მიატოვებს ამ ყველაფერს და მე არ მიკვირს, რომ მას ამხელა როლი აქვს დღეს ქართულ პოლიტიკაში. თუმცა დეტალები არავინ არ ვიცით, ის აძლევს თუ არა მითითებეს პრემიერ-მინისტრს, ამის მომსწრე არავინაა. ის,  რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველი გავლენიანი ადამიანია ეს ფაქტი და ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ საფრანგეთი ან ამერიკა არ ვართ, ამიტომ ეს ყველაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ჩვენ ვართ კლასიკური აღმოსავლეთის ქვეყანა, ყველა აღმოსავლური დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

19.11.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In