• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პატრიკ დე რუზიე იმყოფება. ევროკავშირის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალური შტაბის ეზოში გაიმართა. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ  ევროკავშირისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

ოფიციალური მიღების შემდეგ, სამხედრო მაღალჩინოსნებმა გენერალური შტაბის საკონფერენციო დარბაზში  გამართეს შეხვედრა. მხარეებმა საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებითა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებით დაიწყეს. ყურადღება  ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ევროკავშირის სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებიც გააცნო. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას იღებენ და წვლილი შეაქვთ გლობალურ უსაფრთხოებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერლებმა საუბრის შედეგები შეაჯამეს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მომიწვია. თქვენს ქვეყანაში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის – მადამ მოგერინის სამხედრო მრჩევლის სტატუსით ვიმყოფები. ორი კვირის წინ ევროპის 28 ქვეყნის თავდაცვის ხელმძღვანელებს შევხვდი და ვაცნობე, რომ საქართველოში ვაპირებდი ვიზიტს. ყველა მათგანის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ასრულებენ მისიას. მადამ მოგერინის სახელით, მსურს დავადასტურო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შევხვდები, რაც საშუალებას მოგვცემს არსებული გამოწვევების შესახებ ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიაროთ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. მოხარულები ვართ, რომ ქართული კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში მონაწილეობს და მზად არის საერთაშორისო ოპერაციაში გააგრძელოს კონტრიბუცია. ბანგიში ყოფნისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შევხვდი. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პოლიტიკოსები, გაეროს  წარმომადგენლები ქართველი სამხედროების წვლილს აფასებენ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდებას უზრუნველყოფენ.  ეს ძალიან ეხმარება ცენტარლური აფრიკის რესპუბლიკას სიტუაციის დასტაბილურებაში. მსურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათი კონტრიბუციისთვის მადლობა გადავუხადო“ – აღნიშნა გენერალმა პატრიკ დე რუზიემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები  მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ახორციელებს. დღეს შეუძლებელია ვილაპარაკოთ რომელიმე რეგიონალურ პრობლემაზე, ვინაიდან ყველა რეგიონალური პრობლემა ხდება გლობალური. ამდენად, ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობებს სამხედრო მიმართულებითაც“ – აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

28.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ფინანსთა მინისტრობიდან  პრემიერ-მინისტრობამდე –  მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია

“თითოეული ქართველისთვის მისი დიდგორი გრძელდება – ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისა და გაერთიანებისთვის”

8 years ago
ალექსი პეტრიაშვილი: “დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი”

ალექსი პეტრიაშვილი: “დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი”

12 years ago
ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

9 years ago

აზერბაიჯანელი მილიარდერი: ,,დახურეთ რესტორანი. მოხუცს კი ყველაზე ძვირადღირებული სადილი მიართვით!”

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by