• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: სასტიკი მკვლელობა თუ რასიზმის ახალი ტალღა აშშ-ში – მითითებები ბარაკ ობამას

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
BBC: სასტიკი მკვლელობა თუ რასიზმის ახალი ტალღა აშშ-ში – მითითებები ბარაკ ობამას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს ყურადღება ამჯერად, ბოლოდროინდელი რასობრივი შემთხვევისა და არეულობების გამო მიიპყრო.  რასობრივი საკითხი ქვეყნაში საზოგადოების  გარკვეულ ნაწილში დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ევროპაში, რამდენჯერმე გაკეთდა მწვავე განცხადებები აშშ-ს მიმართ, ქვეყანას სთხოვდნენ პრობლემაზე ეფექტურ რეაგირებას. დასავლურ გამოცემებში იბეჭდებოდა სტატიები,სადაც ფსიქოლოები და სოციოლოგები წერდნენ, რომ შესაძლოა აშშ-ში აგორებული საპროტესტო აქციების ტალღა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც დაწყებულიყო.

რასობრივი დისკრინიმაცია მსოფლიოსთვის ახალ პრობლემას არ წარმოადგენს. 1988 წელს დაარსებული ორგანიზაცია „Anti Racism Action (ARA)“ ყოველი წლის ბოლოს წარადგენს ანგარიშს, რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ რამდენი ადამიანი გახდა რასობრივი დისკრინიმაციის მსხვერპლი მსოფლიოში. კვლევის თანახმად რასობრივი დისკრინიმაციის მსხვერპლთა რიცხვის 60% არიან შავკანიანები, სიის პირველ სამეულში ადგილს იკავებს რუსეთიც, სადაც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კავკასიელი წარმოშობის ხალხები დღემდე ხვდებიან დისკრინიმაციის მსხვერპლი და ეს შემთხვევები უმეტესად მათი სიკვდილით მთავრდება.

აშშ-ში მომხდარ შემთხვევაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რამდენჯერმე განცხადება გააკეთა, სადაც ის გამოეხმაურა მეგობარ ქვეყნებს და მიუთითა, რომ რასიზმი დღეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს და იმას ყოველდღიურად ვაწყდებით:

10866864_892961857401758_1191513894_nბარაკ ობამა მაიკლ ბრაუნის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს თეთრ სახლში, 2014 წლის 14 აგვისტო

„რასიზმი მსოფლიოს ყველა კუთხეში იჩენს თავს, იგი ისტოირული წარსულიდან გამომდინარე მხოლოდ აშშ-ში ჩანს მტკინვეული და მსოფლიოც ასე აღიქვავს, მე ვთხოვ ყველა ქვეყანას მას ადგილობრივ დონეზე ებრძოლონ, რათა შევძლოთ  ნაკლები მსხვერპლისა და არეულობის გამოწვევა, თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს შემთხვევა რასიზმს უკავშირდება.“

                                              10876937_892961867401757_605716575_oმაიკლ ბრაუნის გამოსამშვიდობელი პანაშვიდი

აშშ-ში საპროტესტო აქციების მიზეზი 10 აგვისტოს მისურის შტატის, ქალაქ ფერგიუსონში მომხდარი ინციდენტია. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით 18 წლის ფერადკანიანი მაიკლ ბრაუნი მოკლა. bbc–ის ცნობით, გაკვეთისას მოზარდის სხეულიდან 6 ტყვია ამოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, შეუიარაღებელმა მოზარდმა, დაკავებისას პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ სცადა, რაც მაიკლ ბრაუნმა მაღაზიიდან სიგარების კოლოფი, ფულის გადახდის გარეშე გამოიტანა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია ქალაქსა და მთელ ქვეყანაში რამდენიმე დღეში გავრცელდა. იმ ფაქტმა, რომ ბრაუნი სიგარეტის კოლოფის მოპარვის გამო მოკლეს ფერგიუსონში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საპროტესტო აქციებში ფერადკანიანებთან ერთად თეთრკანიანი მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას. „მე ყოველგვარი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ფერადკანიანებთან ერთად თეთრკანიანების დანახვა ამ აქციებზე მათი ერთსულოვნებისკენ მიუთითებს, რაც რასიზმის ნაკლები გამოვლინებაა. დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს.“ – ეს განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ აგვისტოს ბოლოს, როდესაც ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტმა მას საპროტესტო აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

                                                          10882894_892961860735091_1891469528_o „არ ისროლოთ“ – ფოტო საპროტესტო აქციიდან

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა,  ხალხის შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაძაბული ვითარების გამო, შტატის გუბერნატორმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და კომენდანტის საათიც გამოაცხადა. 18 აგვისტოს მისურის შტატის ხელმძღვანელობამ, ვითარების გასაკონტროლებლად, ქალაქში ეროვნული გვარდიის დანაყოფების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აქციის დასაშოშმინებლად 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა.

უმცირესობების, რასობრივი, ეთნიკური თუ სქესობრივი ჯგუფების ინტეგრაცია, ანტიდისკრიმინაციული მიდგომების შემუშავება დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი დროის ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის” –  ასე მოიხსენიებენ ე.წ. პოზიტიურ დისკრიმინაციას. იგი ხშირად გამხდარა სასამართლო განხილვების საგანი. აშშ-ში, როგორც კვლევები ჩვენებს 1990-იანი წლების ბოლოს რასობრივი ნიშნით უპირატესობის მინიჭების მაჩვენებელმა იკლო – ფედერალურმა სასამართლომ პოზიტიური დისკრიმინაცია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. იმ  პერიოდში ფიქრობდნენ და ჰქონდათ იმის  მოლოდინი, რომ პოზიტიურ დისკრიმინაციას უზენაესი სასამართლო ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებდა. ის შეუსაბამოა კონსტიტუციის მე-14 შესწორებასთან, რომელიც თანასწორობასა და კანონის მიერ ყველას თანაბრად დაცვას გულისხმობს.პოზიტიურ დისკრიმინაციას რასიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ. კითხვა იმაზე, თუ რა კავშირშია პოზიტიური დისკრინიმაცია აღნიშნულ შემთხვევასთან მიუთითებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ თეთრკანიანი პოლიციელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური დისკრინიმაციის სახე მიიღო.

10876974_892961870735090_159213240_o

“ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ვალდებულებაა, დაზუსტებული ფაქტები დაადგინოს. ყველა მტკიცებულების სრული და მიუკერძოებელი ანალიზის შედეგად გადაწყდა, რომ მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას, დარენ უილსონს რაიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინოს”, – განაცხადა სენტ-ლუისის ოლქის პროკურორმა რობერტ მაკკალოჰმა.

მეოცე საუკუნის პოლიტოლოგები აშშ-ს პოლიტიკურ კულტურაზე საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა სახელმწიფო ინსიტუტების ნდობა, კერძოდ ეს ყველაზე მეტად და ცხადად, გამოიხატებოდა სასამართლოსთან მიმართებაში. BBC – ისთან მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არ მოელოდა საზოგადოებისგან ასეთ მწვავე რეაქციას:

„მე ჩემი ქვეყნის ისტორიული წარსულიდან გამომდინარე პატივს ვცემ  ჩემი ხალხის  აზრს, თუმცა  მე მწამდა, რომ სასამართლოს დადგენილება პირიქით, საპროტესტო აქციების შეაჩერებდა, დადგენილებამ კი საწინააღმდეგო შედეგი გვიჩვენა, მიზეზი ნათელია, ხალხი არ ენდობა სასამართლოს“.

ვერდიქტის გამოცხადებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ისმოდა სროლის ხმაც. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის მონაწილეებმა რამდენიმე შენობა დაწვეს, ასევე დალეწეს პოლიციის მანქანები. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა. არეულობის გამო დროებით დაიხურა სენტ-ლუისის აეროპორტი. 

                    10876665_892961887401755_1011302360_oსენტ-ლუისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

“იმედი გვქონდა, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ვერდიქტი გამოცხადდა, პოლიციას ქვები დაუშინეს. იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც ხდება. ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც აგვისტოში ხდებოდა” – თქვა სენტ-ლუისის ოლქის პოლიციის უფროსმა ჯინ ბელმარმა.

 საინტერესოა ამ ყველაფრის ფონზე, 2014 წლის 20 დეკემბრისთვის გაჟღერებული კვლევის შედეგებიც. პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა  უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს,რომ  შავკანაიანი ამერიკელების მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქვეყანაში ბევრად უფრო გაუმჯობესდა. ამ სასიკეთო მაჩვენებელს  თან ბარაკ ობამას პრეზიდენტად გახდომას ასახელებენ. თუმცა შავკანიანთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის ჯულიან ბონდის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობა დროის ხანგრძლივი ჯაჭვის მხოლოდ ერთერთი რგოლია.

BBC- იმ ერთი წლის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმ კვლევის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რასისტული და ტოლერანტული ქვეტნების გამოვლენას ისახავდა მიზნად.  კვლევის შედეგების მიხედვით, რასობრივად ყველაზე ტოლერანტული ქვეყნები აშშ, კანადა და ავსტრალიაა. ყველაზე ნაკლებად ტოლერანტული ქვეყნების სათავეში კი ბანგლადეში, იორდანია და ინდოეთი მოექცნენ. ობამა ერთ-ერთ ინტერვიუში ამ კვლევას ეხმიანება და განვითარებული მოვლენების პარალელურად ამბობს, რომ:

„მე ვფიქრობ, რომ ისეთი მტკინვეული თემის წამოჭრა როგორიც რასიზმია ამ შემთხვევაში არ არის სწორი, აქ გვაქვს ძალადობის ფაქტზე საუბარი, რომელიც ამ საპროტესტო აქციებით კიდევ უფრო დიდ ძალადობაში იზრდება“.

ბოლო ინფორმაციით, პოლიციის ოფიცერი, რომელმაც ფერგიუსონში შავკანიანი თინეიჯერი მაიკლ ბრაუნი მოკლა, გადადგა. დარენ უილსონმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა პოლიციელი კოლეგების სიცოცხლის რისკის წინაშე დაყენება. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება იყო ყველაზე რთული ნაბიჯი, რაც მას ოდესმე გადაუდგამს. დარიელ უილსონის მხარდასაჭერად პარალელურად მიმდინარეობდა მცირემასშტაბიანი აქცია.

10856077_892961877401756_1553466952_o„მხარს ვუჭერთ დარიენ უილსონს“ – ფოტო აქციიდან

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი მოქმედების, პოლიციას კი თავშეკავებისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქციების აშშ–ის სხვა ქალაქებში, მათ შორის – ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესშიც იმართებოდა.

                                                      10863615_892961864068424_1534803562_n ბარაკ ობამა ინტერვიუზე ამერიკულ გამოცემებთან

“როდესაც მომხდარით იმედგაცრუება გამოვთქვი, მხოლოდ ერთ ინციდენტს არ ვგულისხმობდი. პრობლემას ღრმა ფესვები აქვს და ამ საკითხის მიმართ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება ძალზე მგრძნობიარეა, რადგან ჩვენი კანონი ყოველთვის თანაბრად და სამართლიანად არ სრულდება. მაგრამ არსებობს რეაგირების სწორი და დესტრუქციული გზები. შენობების, მანქანების დაწვა, ქონების განადგურება, საფრთხის შექმნა ადამიანებისთვის – ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულებია და ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. მე არ თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ფერგიუსონში მომხდარი შემთხვევა შეიძლება ძალადობის გამართლებად იქცეს,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ფსიქოლოგების აზრით, სავარაუდოდ, ამგვარი დაპირისპირებების რეალური მიზეზი ამერიკულ საზოგადოებაში უფრო ღრმად იმალება. თეთრ და შავკანიანთა შორის რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. საზოგადოებაში დაგროვილი მუტხი  დაცლას საჭიროებს. ამისთვის კი მხოლოდ ხელსაყრელი მომენტია საჭირო.

წყარო:  BBC

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

გაიცანით 29 წლის გოგო, რომელიც საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია

გაიცანით 29 წლის გოგო, რომელიც საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია

5 years ago
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

8 years ago

საფრანგეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს

10 years ago
ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე დარგული ყვავილები დედას ამოთხრილი და მოპარული დახვდა – დამნაშავე ვიდეოთვალმა დააფიქსირა

ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე დარგული ყვავილები დედას ამოთხრილი და მოპარული დახვდა – დამნაშავე ვიდეოთვალმა დააფიქსირა

10 months ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by