• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„რაც უფრო დიდხანს იქნება მონსტრის ფუნქციით შსს, უფრო ვდისტანცირდებით სამართლიანობის პერსპექტივისაგან” – სოსო ცისკარიშვილი

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცოტა ხნის წინ პემიერ –მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსი“ დამოუკიდებლ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

cis1-1024x679

როგორ შეაფასებდით პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის –უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს?

– ვიდრე რაიმე სამუშაო ჯგუფს შევქმნიდეთ იქნებ მოვიძიოთ და შეფასება მივცეთ ბატონ ლევან იზორიას, დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, 4–5 წლის წინ შექმნილ ძალიან საინტერესო და აღიარებულ ნაშრომს –„დაცული მოქალაქე, დაცული პოლიციელი. “2011 წელს იყო ამ დოკუმეტის პრეზენტაცია, ეს წიგნი შექმნილია ბატონი ლევანისა და მისი გერმანელი კოლეგების თანამონაწილეობით. ვიდრე ველოსიპედის გამოგონებით შევიწუხებთ თავს, იქნებ ბატონმა პრემიერ–მინისტრმა ეს ნაშრომი კიდევ  ერთხელ აქციოს განხილვის საგნად. მაშინ,  პრეზენტაციაზე დამსწრე ექსპერტთა სრული შემადგენლობა კმაყოფილი იყო ამ შემოთავაზებით, იქნებ  დღეს თუ კრიტიკული დამოკიდებულება  არსებობს იგი გააჟღერონ. ყოველშემთხვევაში ჩვენ წყალში უნდა გადავყაროთ, ის სერიოზული შრომა, რაც უკვე გაწეულია. უკვე არსებობს სრულიად კონკრეტული გაწერილი თემები, როგორ უნდა გაიყოს სახელმწიფო უშიშროებით თემა, საქართველოში წესრიგის დაცვის თემისაგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის განცხადება, იყო იდენტფიცირებული როგორც დეპატამენტის, დაცვის პილიიციის, სამაშველო დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, როგორც  ამ სუბიექტების გადმონაქმნი. ეს არ ყოფილა რაიმე ნაჩქარევად შექმნილი დოკუმენტი, მასზე ძალიან დიდი დრო იქნა დახარჯული. ყოველ თავს საკუთარი განმარტება და არგუმენტაცია გააჩნია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცვლილება არ უნდა მოხდეს დ               ღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ იდეა და მისი განხორციელბის საკმაოდ მიმზიდველი გზა უკვე აღწერილია. იქნებ ჯერ ბატონმა პრემიერ–მინისტრმა საკუთარი ხედვა გაგცაცნოს ამ დოკუმენტის მიმართ,  თავად პოლიციის დეპოლოტიზაციის აუცილებლობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმაზე, რაზეც საუბარია ამ დოკუმნეტში. ის, რომ აუცილებელია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელზეც დღეს ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს უკანასკნელი 5 წლის გამავლობაში არაერთხელ განხილულა. 2009 წლის გაზაფულზე მასშტაბური აქციები რუსთაველის გამზირზე და ქალაქის ცენტრში გაშლილი კარვები, იყო ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წინააღმდეგობა იმ დრდოინდელი ხელისუფლებისათვის. ამ აქციის ორგანიზატორთა ერთ–ერთი უპირობო მოთხოვნა  სწორედ ის გახლდათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლიც იმ დროს მოიხსენიებოდა, როგორც მონსტრი, ყოფილიყო დაშლილი. დასანანია ის, რომ ამდენი წელი დაჭირდა ამ იდეის გაზიარებას და თავისთავად სახელმწიფოსთვის მავნებლური ნაბიჯის შეფაებას, რასაც ერქვა ამ სისიტემების გაერთიანება ერთ სტრუქტურაში. სურვილი ამ ორგანიზაციების ერთობის შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთგულების პრინციპით დანიშნული  ხელმძღვანელების გარკვეული დეფიციტურობა. ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ვერ პოულობდა ორ კაცს მათთვის  ნამდვილად სანდოს, ამიტომ მინისტრებად წარმოჩინდნენ ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ვერ შევადარებ დღევანდელ პოლიციასა და შინაგან საქმეთ სამინისტროს, იმასთან რაც იყო ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას. ახლა დეპოლიტიზირებულია პოლიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პოლიციელი არ შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. ერთია, რომ მათ ვალდებულება არ გააჩნიათ, მაგრამ რომ არ იქნას რაიმე პროცესზე პოლიტიკური ზეწოლა, ამას არა მხოლოდ პოლიტიკური სიბრძნე ჭირდება, არამედ გარკვეული გამბედაობაც. მთავარია, რომ კომისიის შექმნის სურვილმა არ გაგვახსენოს უარყოფითი განცდა ამ პროცესის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ლიდერების მიერ გამოყენებული პრაქტიკის მიმართ. ჯერ ერთი უპრიანი იქნება შეისწავლონ ის პერიოდი, როდესაც ეს ორგანოები გაყოფილი იყვნენ ერთმანეთისგან და გაიგონ  რა ნაკლი ახასიათებდა ამ პროცესებს. სხვა მხრივ ძალიან მკაფიოდ უნდა იქნას დადგენილი ვადა ამ საბჭოს არსებობისა. თუ იმ ვადაში ეს საბჭო ვერ ეტევა იგი უნდა დაიშალოს, შიქმნას ახალი და ა.შ. ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუციის შემქმნელი კომისიაც მუშაობს, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის უნდა დადოს მან თავისი ნამუშევარი საჯარო განხილვისათვის. საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა ხდებოდეს ყოველ სერიოზულ ნაბიჯზე და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ ჩამოტარებით აცნობენ საზოგადობას.

რამდენად დროულია ეს განცხადება, დღეს არის ქვეყანა მზად ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად?

– ეს ნაბიჯი გადასადგემელი იყო დიდი ხნის წინ, არა მხოლოდ ახლა. დაკარგული დროის დაბრუნებისთვის, ეს უნდა იყოს ბევრად უფრო მოკლე ვადიანი საქმიანობა. მითუმეტეს უკვე არსებობს ლევან იზორიას ნაშრომის სახით ის წინაპირობა, რომელიც უნდა იყოს განხილული. შეიძლება მისი დახვეწა, მაგრამ ამ დოკუმენეტის იგნორირება იქნება უმეცრება, რომელიც შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ განცხადებები კეთდება მხოლოდ განცხადებებისათვის.

თუ ეს მართლაც მოხდა, რამდენად ეფექტიანი იქნება ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე უშიშროების სამსახურის მუშაობა?

– ეფექტურობა ამ სისტემამ მაშინ დაკარგა, როდესაც ის გაერთიანდა ერთ დაწესებულებაში. ასეთი უზარმაზარი უფლებამოსილებისა და ვალდებულების მფლობელი სტრუქტურა თავისითავად უკვე საფრთხის შემცველია მთლიანდ სახელწიფოსათვის. გარკვეული ბალანსი, რომელიც იყო უშიშროების სამინიტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დაირღვა, მოხვდა ყველაფერი ერთი კაცის ხელში. მითუმეტეს ისეთი კაცის ხელში, რომელსაც მარტივად მართავდა ქვეყნის პირველი პირი. ასეთი ანალოგი სამწუხაროდ ჩვენ დღესაც გაგვაჩნია. მე შორს ვარ აზრისგან, რომ ამ სისტემების გაყოფის შემდეგ, იქ კადრები დაინიშნებიან მხოლოდ პროფესიული ნიშნით და  დღვანდელი ხელისუფლება დაივიწყებს აუცილებლობას პირადი ერთგულებისა. რაც უფრო დიდხანს იქნება კვლავ მონსტრის ფუნქციით შინაგან საქმეთა სამინისტრო, უფრო ვდისტანცირდებით სამართლიანობისა და დემოკრატილი პერსპექტივისაგან. პარალელირად ვიდრე ეს ცვლილება შედგება, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას და სამსჯავოზე გამოტანოს საკადრო სტრატეგია, რომელსაც ის განახორციელებს. თუ ჩვენ არ გვეცოდინება რომელ თანამდებობაზე რა კვალიფიკაციის ადამიაანი შეიძლება  მოხვდეს, რასაკვირველია გაგრძელდება სრულიად სუბიექტური დანიშვნები. საკადრო კონცეფცია აუცილებელია. იმედი მაქვს წამყვან თანამდებობებზე არ დაინიშნებიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. ეს, თუ მოხდა მაშინ თუ გინდათ ცალ–ალკე იყვენ ეს სტრუქტურები, თუ გინდათ ერთად, თუ გინდათ საერთოდ არ იყვნენ, ამას აღარ ექნება მნიშვნელობა.

თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა ქვეყნები, სადაც მსგავსი მოდელი მუშაობს?

– პრაქტიკულად ყველგან ეს სისტემა ფუნქციონირებს  ცალ–ცალკე. მხოლოდ დიქტატორს შეუძლია გააერთიანოს ეს სისტემები და იქ დასვას  მისი ყველაზე სანდო ადამიანი, შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ის მარტივად მართავს. დიქტატურა კი სწორედ ის წყობაა, როდესაც არა სახელმწიფოს ინტერესები, არამედ ერთი პიროვნების ინტერესებია საფუძველი ასეთი მნიშვნელოვანი დაწესებულების ფუნქციონირებისა.

23.12.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In