• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

The Economist: ინდოეთის „ეკონომიკური სასწაული“ დასრულდა?!

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
The Economist: ინდოეთის „ეკონომიკური სასწაული“ დასრულდა?!
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ინდოეთის სამწლიანი ეკონომიკური კრიზისის პარალელურად დასავლელი ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ  2015 წლის გაზაფხულისთვის ქვეყანა 9%-იან ზრდას დაიწყებდა, თუმცა ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც მარტში მთავრდება ინდოეთის ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეკონომისტების ვარაუდებს.  ინდოეთის მიზანი, რომ შეჯიბრებოდა ჩინეთს და გაესწრო მისთვის ძალიან მალე დასრულდა, თუმცა ყველაფრის ხელაღებით თქმა შეუძლებელია, რადგან მან უახლოეს წარსულში შეძლო გაევლო ის რთული გზა, რომელმაც იგი ეკონომიკურ აღმავლობამდე მიიყვანა.

10943462_914086491955961_74627963_o

დღეს მსოფლიო დაყოფილია განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებად. ეკონომისტები და პოლიტოლოგები მიუთითებენ, რომ განვითარება პირდაპირ უკავშირდება სასოფლო მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსის წარმოებიდან გადანაცვლებას უფროო ინტელექტუალურ და მაღალტექნოლოგიურ სფეროებზე. როგორც ცნობილია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა დამოუკიდებელ ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების მაღალ დონეს ემყარება. რა თქმა უნდა, უკვე ცალსახაა ის თუ, რა მოიაზრება განვითარებადი ქვეყნების კატეგორიაში – დაბალი ცხოვრების დონე, განუვითარებელი ინდუსტრიული ბაზა, საშუალო ან დაბალი ჰუმანურობის ინდექსი. ამ რთული და კომპლექსური პროცესებისდა მიუხედავად, ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებები გამუდმებით ხდება, სწორედ ამიტომ არის ის განვითარებადი.

დასავლეთში გავრცელდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ორმოცდაათ წელიწადში შესაძლოა აღმოსავლეთის ორმა განვითარებადმა ქვეყანამ აშშ-ს ლიდერობა წაართვას და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით გადაასწროს. ამდენად, აღმოსავლეთის ეს ორი ქვეყანა  ჩინეთი და ინდოეთი მეცნიერების დაკვირვების ობიექტს  წარმოადგენს. მათი აზრით, აღმოსავლური განვითარების ფენომენი ორმაგად საინტერესოა, რადგან იგი გვასწავლის შრომას, დროისა და რაც მთავარია, ბუნებრივი პირობების სწორად გამოყენებას.

10952245_914086465289297_141373889_nჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ინდოეთში, 2014 წლის სექტემბერი

ყველაფერი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჩინეთის ეკონომიკური რეფორმებმა ჯერ მშპ-ს სწრაფი ზრდა და შემდგომ 53 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მიღება განაპირობა. ეკონომისტები მიხვდნენ,რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩინეთის ეკონომიკა მოწინავე გახდებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ინდოეთთან დაკავშირებული პროგნოზები დასავლელი მეცნიერებისთვის, „სამწუხაროდ“ არ გამართლდა.

მას ახასიათებდნენ ქვეყანად, რომელშიც მოსახლეობის მეოთხედი ღარიბია და შეუძლებელია მყარი რეფორმების გატარება. სინამდვილეში ინდოეთმა ეკონომიკური გარდაქმნებისთვის მზადება ჩინეთზე ადრე დაიწყო, თუმცა მხოლოდ ათი წლის შემდეგ მიაქცია მსოფლიომ მას ყურადღება. ინდოეთმა , პირველ რიგში, მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ძალა მოიზიდა დასავლეთი ქვეყნებიდან. დღეს იგი სწრაფად ქმნის მსოფლიო დონის კომპანიებს ისეთ ტექნოლოგიურ დარგებში , როგორებიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, IT მომსახურება, ფარმაცია. ამ კომპანიების თანამშრომლები დასავლელი განათლებული ადამიანები იყვნენ, ამდენად დაინახა რა ინდოეთმა განათლების მნიშვნელობა ის დღემდე აფინანსებს ათასობით სტუდენტს იმისთვის,რომ მათ სწავლა-განათლება ევორპაში მიიღონ, თუმცა  ამის პარალელურად ღარიბი მოსახლეობის უმეტესობამ წერა-კითხვაც კი არ იცის და ადგილობრივი განათლების განვითარებისთვის სერიოზულ ზომებს არ მიმართავს.  როგორც ექსპერტებიი ამბობენ  ინდოეთში რესურსების კუთხით,  ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, არ არის გზები და ინფრასტრიქტურა იმისთვის,რომ მოხდეს დიდი რაოდენობის ან საკმარისი წყალმომარაგება და გაჩნდეს ელექტროენერგიის წყაროები. თუმცა, ესაა ქვეყანა რომელმაც დაინახა მეწარმეობის მნიშვნელობა და მისი დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას ხელი შეუწყო.

10934647_914086498622627_1421223777_nევროპაში ექსპორტირებისთვის გამზადებული ინდური ავტომობილები

თუ განვიხილავთ იმ შეხედულებას, რომ ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკური განვითარება მაინც განსხვავებულია მსოფლიოს სხვა განვითარებადი ქვეყნების პროგრესული პროცესებისგან აღმოვაჩენთ, რომ მათ შორისაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა. სწორედ ეს არის „აღმოსავლური ეკონომიკის განვითარების ფენომენი“, რომელმაც დასავლეთს დაანახა, რომ ჩინური განვითარების მიდგომა გაცნობიერებული გადაწყვეტილების შედეგია, ხოლო ინდოეთის – ბუნებრივი გზით ჩამოყალიბებული.  განსხვავება არის ის, რომ ინდოეთის ხელისუფლება  ეკონომიკას  დღე,დე უფრო ნელ ტემპებში მართავს, იგი უფრთხის მსხვილ  და უცხოურ ინვესტიციებს, ერევა ეკონომიკურ პროცესებში.

10904858_914086481955962_1733850847_nავტო ინდუსტრია ინდოეთში

ინდოეთში ისეთი სამრეწველო კომპანიების პერსპექტივები, რომლებსაც დროულად , სწრაფად მუშაობა არ შეუძლიათ თანამედროვე საგზაო ქსელისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარეშე,არცთუ ისე სახარბიელოა. მაგრამ ისეთი დარგები, რომელთა განვითარება არ არის დამოკიდებული გზებისა და ენერგიის ხარისხზე უფრო ვითარდება. ამის გამოძახილია სწორედ ის, რომ არამატერიალურმა აქტივებმა ინდოეთში საავტომობილო დარგიც კი უფრო სტაბილური გახადა. ქვეყნის ავტო – ინდუსტრია საკუთარი საინჟინრო კადრების და კონსტრუქტორების დახმარებით ვითარდება და იაფი ავტომობილების წარმოების საშუალებას იძლევა. 

10943411_914086508622626_1414975642_oსაპროტესტო აქციები ქვეყნის დედაქალაქში ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით

2014 წლის სტატისტიკის მიხედვით, ინდოეთის ეკონომიკის 5%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. ეს წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი არ არის. ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ნახტომი ეს იყო 2001-2012 წლებში, როდესაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის საფონდო ბირჟა ჩინეთთან და სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით სახარბიელო მდგომარეობით არ გამოირჩევა იგი რეალურად, მაინც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას. მთავრობაც ნაკლებად მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. იგი ატარებს იმ გადაწყვეტილებას, რომ არ არეგულიროს მინიმალური მატერიალური აქტივების მქონდე დარგები და ფართო გზას უხსნის მეწარმეობას.

ძირითადად უნდა ითქვას, რომ ამ ბიზნესის სფეროში ახალგაზრდა კომპანიები არიან, მათთან ერთადაა ჩართული რამდენიმე სოლიდური მოთამაშეც, რომლებიც თავისი შემოსავლების ინვესტირებას ახალ  საწარმოებში ახდენენ. ინდოეთის ინდუსტრიაში, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1980-იან წლებში ამ დარგის ლიბერალიზაცია მოხდა, 1992 წლისთვის უცხოური ინვესტიციების ბარიერები მთლიანად მოხსნა. ოცი წლის შემდეგაც კი, 2012 წელს ეს პროცესი უფრო დახვეწილად მიმდინარეობს, ჩნდება შრომის ნაყოფიერებისა და წარმოების მოცულობის მკვეთრად ზრდის საშუალება. ფასები შემცირდა, მაგრამ დარგის კონსოლიდირების მიუხედავადმ დასაქმება ისევ იმ დონეზე დარჩა, ესეც იმავე მიზეზით, რომ ბაზარზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არსებობდა.

10947926_914086515289292_1363581311_oგარეუბანი ნიუ-დელში

რამდენიმე წლის წინ ფინანსური სექტორის რეფორმირების შედეგად, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისი საბანკო დეპოზიტები, ფინანსური  აქტივები, აქციები და ობლიგაციები დაახლოებით ცხრა მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. ქვეყნის ფინანსურმა სისტემამ უცხოური და კერძო მფლობელობაში მყოფი ბანკების საბაზრო წილზე 25%-ს მიაღწია. ინდოეთის საბანკო სისტემა განთავისუფლდა წარსულში არსებული პრობლემური სესხების უმეტესი ნაწილისგან და დღესდღეობითის საერთო სასესხო პორტფელის მხოლოდ 9 %-ს შეადგენს.  დასავლელი მეცნიერების აზრით, ინდოეთის გაუმჯობესებულმა პერსპექტივებმა დადებითად იმოქმედა სამხრეთ აზიის ზრდის მაჩვენებელზე. ახალმა მთავრობამ თავის დროზე, მეოცე საუკუნის მიწურულს ჩამოაყალიბა 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ინდოეთის ეკონომიკის აღორძინებას ისახავს მიზნად და რომელმაც პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტუა და საინვესტიციო რეფორმები, სამინისტროთაშორისო საკითხების უფრო სწრაფი გადაწყვეტა, ეფექტური პოლიტიკის გატარება და სტაბილურობა დაასახელა. 

10952392_914086475289296_1491035013_nკარიკატურა, რომელიც ასახავს ინდოეთის ეკონომიკურ მდგომარეობას

ის ენერგია,რასაც ინდოეთი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აკეთებდა დღეს დაიკარგა. მიუხედავად რეფორმებისა და გარკვეული ზრდისა, ინდოეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებს არასოდეს მიუღწევია იმ ტემპისთვის, როგორიც იყო ჩინეთში ან მთლიანად აღმოსავლეთ აზიაში. ამის მიზეზი კი წლების განმავლობაში უმუშევრობა, განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემები გახლდათ. დასავლელი ეკონომისტების აზრით, ინდოეთში ამ პროცესების ძირითადი მიზეზი არასწორი პრიორიტეტებია, რომლებსაც მთავრობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ასახელებდა.  ინდოეთის ახლანდელი მთავრობის პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს.

10947560_914086478622629_529081964_n                       ინდური რუპია                                     

ქვეყნის წარუმატებლობაში თავად ინდოელების აზრით, მთავარი წვლილი ყოფილ მთავრობას მიუძღვოდა. ერთი მხრივ, კონგრესის პარტიის სუსტი ეკონომიკური დღის წესრიგი, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური მახასიათებლები. დღესდღეობით,  ეკონომიკური მაჩვენებელი განახევრებულია 10 % – დან 5 %-მდე, წლიური ინფლაცია მშპს-ს ზრდის მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია. ქვეყნის ამ უიმედო მდგომარეობას ისიც დაემატა,რომ რუპია გაუფასურდა, რის გამოც გაძვირდა ფასები იმპორტზე, განსაკუთრებით ნავთობზე. დაახლოებით რვაას მილიონ ადამიანიდან ყოველ მესამეს დღემდე უწევს იცხოვროს მინიმალურ შემოსავალზე, რაც ორ დოლარს შეადგენს დღიურად. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენდა და აწარმოებდა მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 25% – ს, თუმცა იმ წლებშიც უჭირდა ინდოეთს სოციალური პრობლემების მოგვარება.

23.01.15

წყარო: The Economist

ნათია კეკენაძე

Share4Tweet3

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს
ახალი ამბები

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026

საინტერესო

“თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას

11 years ago
20-22 ნოემბერს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართება

20-22 ნოემბერს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართება

11 years ago

მაკრონის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა

9 years ago

მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია იგეგმება

9 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by