• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში იმყოფება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სისტემები – აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება“ მონაწილეობს, რომელიც დღეს ქ. რიგაში გაიხსნა.

კონფერენციის ფარგლებში განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და  უკრაინის – გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ექსტენციის ცენტრების როლისა და აქტიური ჩართულობის მიმართულებით.

კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფუნქციონირებისა და სამომავლო პერსპექტივების  შესახებ გააკეთა მოხსენება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულმა ცენტრებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დახმარება გაუწიონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის, საჭიროების შემთხვევში, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

„ლატვია, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებას და, მათ შორის,  სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისგან წარმოდგენილ იქნა საინფორმაციო-საკონსულტაციო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები. მომავალში აგრარული დარგის განვითარებისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება“,- აცხადებს ლატვიის  სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი.

„ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების შესრულებაში, რაც გულისხმობს დარგის მოდერნიზებას, კვალიფიციური კადრების ჩართულობას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ჩვენ გვჯერა, რომ ის პოზიტიური შედეგი, რომელიც ქვეყან ამ ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიიღო, კიდევ უფრო ხელშესახები გახდბა. აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“,- განაცხადა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ.

ვიზიტის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები ლატვიის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო და ტრეინინგ  ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და  სასწავლო – ტრეინინგ კურსების ჩატარებას  სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობის, მომსახურების ხარჯთაღრიცხვის, ბიზნესგეგმების შედგენის, კვლევების ჩატარების, განათლების და ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერმერთა ასოციაციებისა და მწარმოებელთა გაერთიენებების წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ზვიად ბობოქაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე და ბიომწარმოებელთა ასოციაციის „ელკანა“ წარმოამდგენელი  მანანა წულაია იმყოფებიან.

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by