• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქადაგიძე ჩამოაშორეთ ქვეყნის ეკონომიკას და საქმე გამოიძიეთ, სასწრაფოდ” – გიორგი მიქანაძე

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„აბსოლუტურად სწორს საუბრობს. ეს კაცი წარმოადგენს კერძო სექტორს. ნუ ბედავთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ასე პოლიტიკურად ნუ ებრძვით თუნდაც მას და თუნდაც სისტემას, რომელსაც ის წარმოადგენს…„ – ასე ეხმაურება ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ პროფესორი გიორგი მიქანაძე საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში “თიბისი ჯგუფის” ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის, ინტერვიუს.

(ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან იხილეთ: http://www.bpn.ge/ekonomika/11921-qthu-sabanko-sistemis-reputacia-sheirya-sheiryeva-qarthuli-ekonomikis-thithqmis-yvela-sferoq.html?lang=ka-GE).

mikanadze giorgi 1

„უბრალოდ, ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჩამოშორეთ ქვეყნის ეკონომიკას და საბანკო სისტემას. თან, რაც შეიძლება სწრაფად. ყველაზე დიდი ნაღმები, სწორედ მასში, მის პოლიტიკაში დევს და ყველაზე მეტი ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს, რომ კომენრციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს აკეთებინოს ის, რაც თავად მას სურს. შესაბამისად, მართოს საზოგადოების აგრესიებიც. ვინაიდან, არიან პროფესიონალები და ფინანსური საკითხევბით შეუძლიათ, გაჭირვებული ხალხის კარგი მანიპულირება. შესაბამისად, ეს კერძო ფინანსური ინსტიტუტები ნებსით თუ უნებლიეთ, ასრულებენ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა გაათამაშოს და ავტომატურად ხდებიან ამ სქემის მონაწილენი. სულ რომ არაფერი ხდებოდეს პრევენციისთვის სასწრაფოდ ადეკვატური ზომებია მისაღები. ისე, რომ კომერციულ ბანკებს არ შეეხოთ და მხოლოდ დელიკატური მოქმედებაა საჭირო. 90-იან წლებში საბანკო კრიზისმა მასშტაბური სახე, სწორედ პანიკურ ფონზე მიიღო და ამის პრაქტიკა არის დიდი, რომ ყველაზე მეტ საფრთხეს სწორედ ეს პანიკები ქმნის. ლართან დაკავშირებით იმდენად კონცენტრირდა პრობლემაც და გამოსავალიც ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე, რომ საზოგადოება, ბიზნესი სწორედ მას შესცქერის და ისე აკვირდება პროცესებს. აქედაქნ გამომდინარე, არაკეთილსინდისიერი ქმედებების შემთხვევაში და ფინანსური მანიპულაციების გზით, რომელიც ეროვნულ ბანკშია კონცენტრიებული, ადვილი ხდება საზოგადოების (ფიზიკური პირები, იურიდიული პირები, მ/შ ინვესტორები…) ემოციებზე კონტროლი და პანიკის მართვა. ამის ნათელი მაგალითი იყო, ცოტა ხნის წინ, საგნობრივად არაფრის მომცემი, ეროვნული ბანკის ბრიფინგი და დაანონსებული საფრთხეები ქვეყნის ეკონომიკაში. რამაც დააბრკოლა როგორც ადგილობრივი მეწარმეები და საქმიანი წრეები, ისე პოტენციური ინვესტორები. მეორეს მხრივ, ეს ინსტიტუტი იძლევა რჩევებს, რომ მოზიდული იქნას ინვესტიციები, წახალისდეს ექსპორტი და რომ სწორედ აქ არის გამოსავალი. ეს ცალსახა მანიპულაციებია საზოგადოების, თავი რომ დავანებოთ დაფარულ ფინანსურ მაქინაციებს, რომლის დიდი ალბათობაც, საფრთხეებიც დევს ეროვნულ ბანკში და მათი ამოქმედება სწორედ ეროვნული ბანკის მენეჯმენტზეა დამოკიდებული. ბერკეტები საეჭვო ხალხს უნდა გამოართვათ, ეს საქმე საერთოდ გამოსაძიებელია. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთულია კონკრეტული მიმართულებით საკითხის სპეციალისტებთან სამართლებრივი დავა. თუმცა, ერთს დავამატებდი, – როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია სახელმწიფო მოხელეები ვერასდროს ბედავენ ზედმეტად გასცდნენ პასუხისმგებლობის ფარგლებს. ლოგიკა მითხარით – ჯერ ხალხი პარლამენტის შეცვლას ელოდა, მერე მთავრობის, მერე პრეზიდენტის, მერე მერის. ახლა ეროვნული ბანკისას ელოდება… სამწუხაროა, რომ პასუხისმგებლობა და სწორება პროფესიონალიზმზე გვაქვს არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ პირადი და “გუნდური”, კლანური ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ზარალობს საზოგადოება და თითოეული მოქალაქე. ამიტომ, სანამ ამ ცუდ მენტალურ ტრანსფორმაციას არ გავივლით, სასწრაფოდ შეცვალეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დაანებეთ კომერციულ ბანკებს თავი, ისინი იძულებულნი არიან თუ რამ ხდება ამის მონაწილენი იყვნენ. პირიქით, დაიხსენით კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის ზეწოლისგან.

ეს არის ჩემი ხედვები, ვარაუდები და მსჯელობა. სამწუხაროდ არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, გადა იმისა, რომ სიტუაციას შევხედო და გავაანალიზო. ეს დოკუმენტები პროკურატურისთვისაც არ იქნება ადვილი ხელმისაწვდობი შესაბამისი პროცედურების გარეშე, არამც თუ ჩემთვის. მე შემიძლია ფაქტებზე დაკვირვებით, მხოლოდ ვარაუდებზე ვისაუბრო. ასევე, ეს არ არის ჩემი პოლიტიკური განცხადება. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაქვს საკუთარი ხედვები და დამოკიდებულებები. თუმცა, ვარ ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქე და განსაკუთრებულად დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით.

P.S. ძალიან საინტერესო ინტერვიუა მამუკასთან. ამ კაცს ათი ათასობით კაცი ჰყავს დასაქმებული და კიდევ ბევრის გაკეთების პოტენციალი აქვს. დაოკდით. უახლოეს წარსულში კარგი გამოცდილება გვაქვს – ვაქებთ და ვადიდებთ გვიან, ვაფასებთ მერე როცა ძალა აღარ აქვთ, ვამბობთ “არადა რამდენ რამეს გააკეთებდა ქვეყნისთვის… ” ამის მაგალითებად პატარკაციშვილი და ბენდუქიძეც კი გამოდგება და კიდევ ბევრი… მოეშვით ქართველები ადმმიანების გაფუჭებას…. არ ვიცი და არ მაინტერესებ მისი წარსული, მე ვხედავ აწმყოს და მომავალს და სავსებით საკმარისია, რომ მყარი არგუმენტები მქონდეს ამ განცხადების – ეს კაცი მეიმედება…

გამოდით სიბნელიდან…,“ – წერს გიორგი მიქანაძე საკუთარ facebook გვერდზე.

The Tbilisi Times

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო”: მინისტრების და მათი მოადგილეების საბანკო სესხები

12 years ago
ხონი-ქუთაისის გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

3 years ago
თურმე, აქამდე არასწორად უვლიდი კანს… და აი, რატომ…

თურმე, აქამდე არასწორად უვლიდი კანს… და აი, რატომ…

10 years ago
ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს

ჩურჩხელა შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს

7 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by