• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: ადამიანები საკუთარი „შეცდომების“ გამოსწორებას იწყებენ?! – გლობალური დათბობა და ჩანაცვლებადი ტექნოლოგიები

11 years ago
in მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
CNN: ადამიანები საკუთარი „შეცდომების“ გამოსწორებას იწყებენ?! – გლობალური დათბობა და  ჩანაცვლებადი ტექნოლოგიები
6
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გლობალური დათბობა, მსოფლიოსთვის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, დღითიდღე უფრო სახიფათო ხდება.

მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რა გაქრა ? –  არამედ, ის თუ,  რა დარჩა ჯერ კიდევ?!

მასზე წერენ ბევრს, იკვლევენ, იღებენ ფილმებსა და აწყობენ სამეცნიერო კონფერენციებს, დახურულ თუ ღია შეხვედრებს.

რა შეიძლება ითქვას ახალი? – გარდა იმისა, რომ სტატისტიკა და ციფრები ყოველდღიურად ჩვენ საზიანოდ იზრდება.

ყოველკვირეულად ბინძური წყლის მოხმარების გამო 5 ათასი ადამიანი იღუპება, დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს არ აქვს უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომა.

მიუხედავად ამისა, შევეცდებით, რომ არსებული პრობლემის პარალელურად დავინახოთ ის ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დაწყებულია. ესაა ქვეყნები, რომლებიც დედამიწას სიცოცხლეს ძალიან ცოტახნით, მაგრამ მაინც,  უხანგრძლივებენ.

12042030_1048591431838799_1713070073_n

სახეობები ბუნებრივ ტემპთან შედარებით 1000-ჯერ სწრაფად იღუპებიან.

სიცოცხლე, სამყაროს ეს დიდი სასწაული დედამიწაზე, დაახლოებით, 4 მილიარდი წელია რაც არსებობს. ჩვენ, ადამიანები კი 200 000 წლის წინ გავჩნდით. მიუხედავად, რაოდენობრივად ასეთი დიდი დაშორებისა, ადამიანებმა მაინც შევძელით დაგვერღვია სიცოცხლის მანამდე არსებული ბალანსი.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანის გონებრივმა განვითარებამ შექმნა ფენომენი, რომელის კონტროლიც თავად არ შეუძლია.

მსოფლიო მოსახლეობის 20 % მთელი რესურსების 80%-ს მოიხმარს.

გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატებაა, ის ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვებით არის გამოწვეული. ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის სიმრავლის, ურბანიზაციის მზარდი ტემპის შედეგად, თითქმის შეუძლებელი გახდა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის კონტროლი.

მსოფლიო სამხედრო ძალების დაფინანსებაში 12-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების დახმარებაში.

მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ გამონაბოლქვი, იგივე ემისიები, რომელიც ინდუსტრიული საქმიანობისა და ტრანპორტის საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა, ყველაზე მეტად მოქმედებს ტემპერატურის ზრდის პროცესზე. დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას მზის გამოსხივების სახით. ის ამ ენერგიის 30%-ს ირეკლავს, 70%-ს კი შთანთქავს, ეს კი ხმელეთის, ატმოსფეროსა და ოკეანის გაცხელებას იწვევს.

ყოველწლიურად 13 მილიონი ჰექტარი ტყე ქრება. ყინულის ქუდი  კი  40%-ით თხელია, ვიდრე ის 40 წლის წინ იყო.

12060048_1048591465172129_186086351_o

ნახშირორჟანგის ის კონცენტრაცია, რომელიც დღეს არსებობს ატმოსფეროში, ადამიანის 100 წლიანი და უფრო მეტი წლის საქმიანობის შედეგია. ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაცია და რადგან ეს უკანასკნელი მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განადგურებას გამოიწვევს, მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან თუ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსოფლიომ დაიწყო ფიქრი და ადამიანის გონება ჩაერთო საკუთარი, უნებლიე შეცდომის გამოსწორების პროცესში.

რას ემსახურება მსგავსი სტატიების, კონფერენციების თუ ნებისმიერი შემეცნებითი ინფორმაციის გავრცელება გლობალური დათბობის შესახებ? –  რა თქმა უნდა, საზოგადოების ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებას. ეს უკანასკნელი არის გზა და ერთადერთი საშუალება, რომელიც გაუღებს კარს ახალ მსოფლიოს. ასეთი ადამიანები ქმნიან საკუთარ ქვეყნებში ახალ, ჩანაცვლებად ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიის წყაროებს.

დღეს, მსოფლიო მასშტაბით სკოლაში სიარული გაცილებით მეტ ბავშვს  შეუძლია, ვიდრე ეს ათი, ან ოცი წლის წინ იყო შესაძლებელი. ამდენი ადამიანისთვის განათლება არასდროს მიუწოდებიათ.

ლესოთო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, თუმცა პროპროციულად ყველაზე მეტ ინვესტიციას სახელმწიფო,  ხალხის განათლებაში დებს.

განათლების საშუალებით ადამიანები ეცნობიან კულტურას, მეცნიერებას, ინოვაციებს – ისინი ხედავენ მსოფლიოს რეალურ სურათს. უბედურებასთან და ტანჯვასთან თვალის გასწორებით მიხვდებიან, რომ  ადამიანებს შორის არსებული ერთსულოვნება ქვეყნების ეგოიზმზე ძლიერია.

12059540_1048591491838793_1297233216_o

ჩვენ უნდა გვჯეროდეს ასეთი მსოფლიოს, რადგან ვხედავთ ანტარქტიდას, რომელიც  უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების მქონე ტერიტორიაა, მისი ხელში ჩაგდება არცერთ ქვეყანას არ შეუძლია! ანტარქტიდის ბუნებრივი მარაგი, რომელიც მშვიდობისთვის და მეცნიერებისთვის არის მიძღვნილი, 49 ქვეყნის მიერ ხელმოწერილმა საერთაშორისო ხელშეკრულებამ ძვირფას საგანძურად აქცია. საგანძურად, რომელსაც  დღეს მთელი კაცობრიობა იყოფს.

სახელმწიფოებმა იმოქმედეს და საკუთარი ტერიტორიული წყლების 2%-ის დაცვა დაიწყეს, ეს გულისხმობს წყლების დაცვას დაბინძურებისგან და მათი, როგორც  ტრანზიტული გზისგან განთავისუფლებას.

პირველი ნაკრძალები საუკუნეზე დიდი ხნის წინ შეიქმნა,  ისინი კონტინენტების 13%-ს მოიცავენ. ამ ადგილებში ადამიანების საქმიანობა სახეობების, ნიადაგების და ლანდშაფტების დაცვაა.

სამხრეთ კორეაში ტყეები ომმა გაანადგურა, ბოლოდროინდელი ტყის მასივების აღდგენის ეროვნული პროექტის წყალობით, ისინი კვლავ იკავებენ ქვეყნის ტერიტორიის 65%-ს.

კოსტარიკამ არჩევანი გააკეთა: სამხედრო დანახარჯებისა და ბუნების შენარჩუნებას შორის. ქვეყანას აღარ ჰყავს იმ რაოდენობის არმია, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ. იგი საკუთარ  რესურსებს  განათლებას, ეკო-ტურიზმს და ძირითადად ტყის დაცვას უძღვნის.

12059197_1048591501838792_153778763_o

გაბონის რესპუბლიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია შეშის მიწოდების კუთხით, მისმა მთავრობამ სელექციური გაჩეხვა დააკანონა: ერთ ჰექტარზე მხოლოდ ერთი ხის მოჭრაა შესაძლებელი.

ტყეები ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსია მაგრამ მათ აღდგენის დრო უნდა მივცეთ.  არსებობს პროგრამები, რომლებიც ტყის მდგრად მენეჯმენტს მოიცავს.

მაგრამ სამართლიანობამ და თანასწორობამ, როგორ უნდა იარსებოს ადამიანებს შორის, როდესაც ერთ მხარეს ხელსაწყოებად მხოლოდ ხელები აქვთ, მეორე კი მოსავალს ტრაქტორებითა და მთავრობის სუბსიდიებით იღებს?!

ფრეიბურგში, გერმანიაში მსოფლიოს პირველ, ეკოლოგიურად მოწყობილ უბანში, 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ამ უბანში სახლები მზის სხივებით საკუთარ ენერგიას აწარმოებენ.

12021943_1048591451838797_833798575_n

ახალი ზელანდიის, ისლანდიის, ავსტრიის, შვეიცარიის და კიდევ სხვა ქვეყნების მთავრობებმა განახლებადი წყაროების განვითარება პირველ პრიორიტეტად აქციეს.

ჩვენ მიერ მოხმარებადი ენერგიის 80% ამოწურვადი ენერგიის წყაროებიდან მოდის, მხოლოდ ჩინეთში ყოველკვირეულად ქვანახშირზე მომუშავე ორ ახალ ქარხანას ხსნიან. მაგრამ საპირისპიროდ დანიაში ქვანახშირზე მომუშავე ქარხნის პროტოტიპს აგებენ.

ეს ქარხანა ნახშირბადს ჰაერის მაგივრად, ნიადაგში უშვებს!

ისლანდიაში არსებობს ელექტროსადგური, რომელიც დედამიწის სიმხურვალეზე მუშაობს.

დღეს ჩვენ წინაშეა გეოთერმული ენერგია: ე.წ „ზღვის გველი“, რომელიც ტივტივებს და ტალღებისგან მოწოდებულ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.

დანიის სანაპიროს გასწვრივ არსებობს ქარის ფერმები, რომლებიც ქვეყნის ელექტროენერგიის 20%-ს გამოიმუშავებენ.

ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი, გერმანია და ესპანეთი განახლებადი ენერგიების ყველაზე დიდი ინვესტორები არიან. მათ უკვე 2 მილიონ ნახევარი სამუშაო ადგილი შექმნეს. უდაბნოში  გაშენებული აქვთ მზის პანელები.

დედამიწაზე ყველაფერი  ერთმანეთთან არის დაკავშირებული, დედამიწა  კი მზესთან არის კავშირში.

საათში მზე იმ ოდენობის ენერგიას იძლევა,რასაც მთელი კაცობრიობა ერთ წელიწადში ხარჯავს .

სადამდეც დედამიწა იარსებებს მზის ენერგია ულევი იქნება  და როგორც ერთ-ერთი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმის დასასრულს, რეჟისორი და სცენარისტი იან არტუს ბერტრანი ამბობს: „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მიწის ბურღვა უნდა შევწყვიტოთ და ცაში დავიწყოთ ყურება. მზის კულტივირება უნდა ვისწავლოთ, ყველა ეს ექსპერიმენტი მხოლოდ მაგალითია მაგრამ ისინი მხოლოდ ცნობიერების ამაღლების დასტურს წარმოადგენენ. ისინი გზას ახალი აზროვნების მქონე ადამიანებისთვის ამზადებენ, რომლებიც ზომიერებაზე, ინტელექტზე და გაყოფაზე იქნებიან დაფუძნებულნი“.

ხომ შეიძლება, რომ ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებული ეს ჰარმონია სწორედ წესად იქცეს და არა გამონაკლისად?!

წყარო: CNN.com; Livescience.com

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

Share2Tweet2

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ევროკავშირთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ევროკავშირთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს

8 years ago
“წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პუტინი კომაშია” – მედია

“წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პუტინი კომაშია” – მედია

4 years ago
მთავრობამ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

მთავრობამ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

11 years ago
პატრიარქი ფილარეტი: “მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობიანი გზა და არა ძალადობის გზა”

პატრიარქი ფილარეტი: “მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობიანი გზა და არა ძალადობის გზა”

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by