• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ნათია მეზვრიშვილს ე.წ. ნარუშილოვკა არც თანამდებობაზე ყოფნისას და არც მანამდე არ ჰქონია”

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

8200prokuratura11საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს, ნათია მეზვრიშვილს შეზღუდვებისგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი – ე.წ. ნარუშილოვკა სარგებლობაში არც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არც მანამდე არ ჰქონია. ამ განცხადებით მთავარი პროკურატურა ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაბუნაშვილის “რუსთავი 2”-ში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მეზვრიშვილი ე.წ. ნარუშილოვკას ჩვენების შემდეგ გაუშვა.

“საინფორმაციო საშუალებებით პროკურატურის თანამშრომლების მიერ “საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვის” – ე.წ. “ნარუშილოვკების” გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ ნათია მეზვრიშვილი 2013 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არც მანამდე მას სარგებლობაში არ ჰქონია ზემოაღნიშნული საშვი”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მეზვრიშვილის სარგებლობაში მყოფ ავტომობილის მინების დაშუქებაზე არის საპატრულო პოლიცის მიერ გაცემული თანხმობის დამადასტურებელი საბუთი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ის დამუქების შემოწმების მიზნით გააჩერეს და მან პატრულის თანამშრომელს სწორედ ეს საბუთი წარუდგინა. პროკურტურის განცხადებით, გადაცემა “არჩევანის” მიერ გავრცელებული ფაქტი ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას ასახავს.

“ნ.მეზვრიშვილის სარგებლობაში არსებულ სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შს მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესის საფუძველზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია თანხმობის დამადასტურებელი მოწმობა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებულ დამუქებაზე, რომელიც ნ.მეზვრიშვილის მიერ წარედგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დამუქების შემოწმების დროს. ნათია მეზვრიშვილი, მისი განმარტებით, რამოდენიმეჯერ მართლაც არის გაჩერებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ავტომანქანაზე მინების დამუქების გამო, რა დროსაც ამოწმებენ ხსენებული ნებართვის არსებობას. გუშინ გადაცემა “არჩევანის” მიერ გავრცელებული ფაქტი ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას ასახავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პროკურატურა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს როგორც გამოძიებას, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

“აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად პროკურატურის თანამშრომლები სამსახურეობრივი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოიყენონ “საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებულ აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი-2” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სრულად იყო ინფორმირებული, რომ ნათია მეზვრიშვილს არასოდეს ჰქონია სარგებლობაში სპეციალური საშვი, ტელეკომპანიის მხრიდან მაინც მოხდა აღნიშნული არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რასაც პროკურატურა აფასებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად.

“ჩვენს პოზიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა რა დოკუმენტი მოითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და რა წარუდგინა მას მეზვრიშვილმა. საქართველოს პროკურატურას პროკურატურის მუშაკის ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მუშაკთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე შემუშავებული აქვს მკაცრი პოლიტიკა. პროკურატურის არც ერთი თანამშრომელი არ სარგებლოს არანაირი პრივილეგიით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რაზეც მეტყველებს 2014 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პროკურატურის თანამშრომლების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 21, ხოლო 2015 წელს შედგენილი 25 ოქმი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ახდენს სათანადო რეაგირებას, რაზეც მხოლოდ 2014-2015 წლებში დისციპლინური წესით დასჯილია პროკურატურის 11 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართადარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით 6 პირი დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

8 years ago
“არგონავტები” – თამაში, რომელსაც შემეცნებითი ფუნქცია აქვს

“არგონავტები” – თამაში, რომელსაც შემეცნებითი ფუნქცია აქვს

4 years ago

სამეთაურო-საშტაბო სწავლება “დიდგორი 2013” დაიწყო

13 years ago
ექიმებიც ადამიანები ვართ! დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით – ლევან რატიანი

“საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ ცხელება” – ლევან რატიანი განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია

6 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by