• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

21-ე საუკუნის საქართველო – დევნილების კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
21-ე საუკუნის საქართველო – დევნილების კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია 300 000-მდე ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესი ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და სხვადასხვა ფართი ნაბაყოფილობით დაისაკუთრა, რადგანაც უმრავლესობას დასარჩენი ადგილი არსად არ ჰქონდა. ნაწილი ახლობლებთან დასახლდა და მხოლოდ წლების თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ მოახერხა საკუთარი ბინის შეძენა. დღეს თბილისში არაერთ ყოფილ სკოლაში, სასტუმროსა თუ სხვადასხვა დაწესებულებაში შეხვდებით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, რომელთა უმეტესობა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობას ჩივის და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

დევნილები

“თბილისი თაიმსი” ამ ადამიანებითა და მათი საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა. ჩვენ მეტრო ,,გურამიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს ვეწვიეთ, რომლებიც 1998 წლიდან ჩასახლდნენ ,,მიწისქვეშმშენ მეტროს კორპუსში.“ შენობა სამსართულიანია და როგორც კორპუსში ჩასახლებულები ამბობენ, საკმაოდ მყარი. თუმცა, იმის გამო, რომ საძირკველში წყალი გაჩნდა, მათი ვარაუდით, შეიძლება კორპუსმა 4-ბალიან მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლოს. დევნილების თქმით, შენობის წინა ფასადი მთლიანადაა  ჩამოშლილი და ფაქტობრივად, საერთო საცხოვრებელი კარკასის დონემდეა მისული.

,,უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც გვაწუხებს ის არის, რომ კორპუსის წყალგაყვანილობას უკვე წლებია არაფერი ეშველა.  ხან ვინ მოვა, ხან ვინ, მაგრამ თითქმის ყველა დახმარება ერთჯერადია.  წინა ხელისუფლების დროს შენობა გადახურეს, მაგრამ  სახლიდან გამოსულები არ იყვნენ, წყალი ჩამოვიდა. 2 წლის წინაც გადაიხურა კორპუსი, მაგრამ სანიაღვრე მილები კარგად არ გაკეთდა  და წვიმის დროს კედლიდან წყალი შემოდის. წყალ-კანალიზაციის სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია. მხოლოდ სართულების მილები გაკეთდა და ფსკერისთვის ხელი არ უხლიათ. არადა, მილები დაცხრილულია. ჩვენვე შევაგროვეთ ფული და გავწმინდეთ ეს ადგილი. როგორც კი დათბება ხოლმე, საშინელი ანტისანიტარიაა და აქ გაჩერება შეუძლებელია. ექსერტი რომ მოვიდეს, თვითონაც ნახავს, რა მდგომარეობაა.

დევნილები

დათვალიერებისას შეამჩნევთ, რომ მილები ნახევარი საუკუნის მაინც არის. შენობის საძირკველში წყალია და აქ ცხოვრება უკვე საკმაოდ სახიფათოა.

წარმოიდგინეთ, მე აქ 2000 წლიდან ვცხოვრობ და რაც თავი მახსოვს, მილები არასდროს გამოცვლილა.  ხშირი წვიმის შედეგად წყალი საძირკვლში გროვდება და მიუხედავად ათასი განცხადებისა, არცერთ ექსპერტს არ შეუმოწმებია თუ რა მდგომარეობაა აქ. უმეტესობას წყალი არ გვაქვს და სხვა მაცხოვრებლებისგან არალეგალურად შემოგვყავს.  ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფულს ზუსტად ისე ვიხდით,როგორც სხვები, მაგრამ ვის ვუხდით – ეს არ ვიცით. სასაცილოა, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი უმეტესობა წყალს რიგ-რიგობით რთავს და სარეცხ მანქანებსაც შეთანხმებით ვიყენებთ. მახსოვს, ბებიაჩემი არაყს სწორედ ასე,  წვეთ-წვეთობით ხდიდა, როგორც ახლა აქ წყალი შემოდის.“ – ამბობს ქალბატონი ხათუნა, რომელმაც სრული  იდენტიფიცირებისგან თავი შეიკავა.

როგორც კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ,  სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ ერთდჯერად დახმარებებში გამოიხატა. მაგალითად, გაკეთდა ბათქაში, რომელიც  მალევე ჩამოიფხიკა. აგრეთვე სახურავი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო.

12204062_1055295717856276_566318874_o

75 წლის გიორგი ბერულავა უკვე წლებია, რაც ამ შენობაში ცხოვრობს. საცხოვრებლის სარდაფში სწორედ მან ჩაგვიყვანა და გვაჩვენა ძალიან ძველი წყლის მილები და ჩამდგარი წყალი.

,,22 წელია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამოგდებულები ვართ აფხაზეთიდან. ბევრს ხომ არაფერს ვითხოვთ? ვინმემ  ეს სახლები დაგვიმტკიცოს და მერე ჩვენ თვითონ მაინც მოვახერხებთ რამეს. აქ რაც ვცხოვრობ, 4-ჯერ მაინც გამოიცვალა კორპუსის მფლობელი. ბოლომ გვითხრა, მე ის ფული მომცენ, რაც მეკუთვნის და კორპუსის დათმობაზე  პრობლემა არ მაქვსო. დღეს იმის საშიშროება ნაკლებად  არსებობს, რომ ვინმემ გამოგვიშვას ამ შენობიდან, მაგრამ ამ ფართების  დამტკიცება რატომ არის ასე რთული? მე, პირადად, 1 ოთახში ვცხოვრობ ჩემს იჯახთან ერთად. წვიმების დროს  ღამე არ მძინავს, შენობის კედლებში წყალი შემოდის, სახლი ნესტიანია.  სანიაღვრე მილების პრობლემაც არაა მოწესრიგებული“, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ბერულავა.

კორპუსში არაერთი მცირეწლოვანია, რომლებისთვისაც აქ არსებული საცხოვრებელი პირობები საკმაოდ სახიფათოა. 31 წლის იანა ანჩაბაძე უკვე მეოთხე წელია, რაც დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. იანას 2 მცირეწლოვანი შვილი – 2  წლის ანდრია და 1 წლის ალექსანდრე ჰყავს.

12204428_1055293621189819_1914407119_o

,,ამ პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია. 24 კვ.მ. -ში  6 სული ვცხოვროობთ. ამას თავი, რომ დავანებოთ, შენობის სიახლოვეს ბავშვები ვერ დაგვყავს, იმიტომ რომ კედლებიდან ნატეხები ცვივა. ძალიან გვინდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. აქ მაცხოვრებლების უმეტესობას შიდა საცხოვრებელი პირობები ასე თუ ისე მოგვარებული აქვს, მაგრამ ერთი საერთო პრობლემა, რომელიც არსებობს, ეს შენობის სარდაფში ჩამდგარი წყალია. აქ 24 ოჯახი ვცხოვრობთ, უმეტესობა საერთო საპირფარეშოს იყენებს, რომელიც აგრეთვე სავალალო მდგომარეობაშია. იმედი გვაქვს, ვინმე აუცილებლად დაინტერესდება ჩვენი მდგომარეობით“, – აღნიშნავს იანა ანჩაბაძე.

იმისთვის, რომ კორპუსის პრივატიზაცია მოხდეს, მთლიანი შენობა უნდა მოწესრიგდეს. დევნილები ვარაუდობენ, რომ ფართებს სწორედ ამიტომ არ უმტკიცებენ.

,,როდემდე შეიძლება, რომ ასე მათხოვრულად ვიცხოვროთ? ან სადმე გადაგვიყვანონ  და თუ არ გადავყავართ, ეს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები მაინც გაგვიუმჯობესონ“, – ეს ერთ-ერთი დევნილის თხოვნაა, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

12209129_1055294461189735_947022990_o

როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან და იმედი აქვთ, რომ დევნილთა სამინისტრო ამ სტატიის მერე მაინც გამოიჩენს სათანადო ყურადღებას და მათ მნიშვნელოვან პრობლემებს დროულად ეშველება.

„თბილისი თაიმსი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების წარმომადგენლების თქმით,  აღნიშნული ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. სამინისტრომ დევნილების მოთხოვნით შენობა კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახების თანხმობის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცედურები მიმდინარეობს. დევნილი ოჯახების უმეტესობამ საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებსაც ფართების დაკანონება არ სურთ,  დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით,  განაცხადი შეავსონ.

1216devnilta_logoსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო: ,,ამ დრომდე, ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელება შეუძლებელი იყო. შენობაში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა არსებული პრობლემების შესახებ განცხადებით უნდა აცნობონ სამინისტროს, რის შემდეგაც განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი   საკითხს დეტალურად შეისწავლის და შესაბამის ზომებს გაატარებს.“

თუმცა, როგორც უკვე  ზემოთ აღვნიშნეთ, დევნილების თქმით, მათ სამინისტროს აღნიშნული პრობლემების მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს და საჭირო ზომების მიღებას დღემდე ელოდებიან.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვთ, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი მთელი საქართველოს მასშტაბით 10 100 დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.

მანამდე კი – დევნილებით დასახლებული ,,მიწისქვეშმშენი მეტროს კორპუსი“ ყოველდღიური საფრთხის მოლოდინშია.

მოამზადა

ნატალია ჯალაღონიამ

Share4Tweet2

ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი
ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი

10/27/2026
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები
ახალი ამბები

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

10/27/2026
“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა
ახალი ამბები

“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

10/27/2026
„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
ახალი ამბები

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

10/27/2026
“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია
ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026
“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა
ახალი ამბები

“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

10/26/2026

საინტერესო

„ჩემი საპნებისა და მკვებავი კრემების უნიკალურობა მათ ბუნებრივობასა და თვისებებშია“ – ნინო ჯანიაშვილი

„ჩემი საპნებისა და მკვებავი კრემების უნიკალურობა მათ ბუნებრივობასა და თვისებებშია“ – ნინო ჯანიაშვილი

4 years ago
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს

იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს

12 years ago
„ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მოსწავლე…“ – თბილისის საჯარო სკოლა მე-10 კლასელს ემშვიდობება

„ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მოსწავლე…“ – თბილისის საჯარო სკოლა მე-10 კლასელს ემშვიდობება

2 years ago
ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა

5 years ago

ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი
ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი

10/27/2026

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, ხოლო სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დონე ამ რის­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რია. ხში­რად, რო­დე­საც...

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

10/27/2026
“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

10/27/2026
„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

10/27/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი 10/27/2026
  • “გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები 10/27/2026
  • “არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა 10/27/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by