• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ არიან ანგელოზები?

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
ვინ არიან ანგელოზები?
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, 21 ნოემბერს  მართმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობას აღნიშნავს. „ანგელოზი“, „მათავარანგელოზი“, საინტერესოა რა დატვირთვასა და შინაარსს ატარებენ ისინი ქრისტიანულ სწავლებაში. „თბილისი თაიმსი“ შეეცადა გაერკვია, როგორია ამ სიტყვების ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, ვინ არიან და რისგან გვიფარავენ ანგელოზები.  

მთავარანგელოზობა

სიტყვა ,,ანგელოზი” ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „მაცნეს“. ქრისტიანულ ეკლესიას ყოველთვის სწამდა ანგელოზური სულების არსებობის ჭეშმარიტება და ეს სარწმუნოებრივი სიმბოლოს პირველსავე წერილში აისახა: „მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა..“ „არახილულნი“ არიან აგელოზები, რომლებიც უფალმა კეთილებად შექმნა, თუმცა  ზოგიერთმა მათგანმა შესცოდა იმით, რომ გააპარტავნდა და შეწყვიტა ღმრთის მორჩილება (ეს.14,12-15). მათი უმრავლესობა შემოქმედის ერთგული დარჩა და ღმერთმა საუკუნო ნეტარებით დააჯილდოვა.

მართმადიდებლური სწვალებით ანგელოზები უსხეულოდ, ღვთის ხატად და მსგავსად არიან შექმნილნი. მათთვის უცხოა შური, ყოველგვარი ხორციელი ვნება,  ამპარტავნება და ადამიანური, დაცემული ბუნების სხვა სისუსტეები. ისინი არც ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ კანონებს ექვემდებარებიან და არც ნივთიერი საკვები სჭირდებათ.

თუმცა ანგელოზთა ბუნება ძალითა და ძლიერებით ადამიანის ბუნებას აღემატება, მაგრამ  შეუზღუდავი და უსასრულო არ არის. შეუძლიათ ზებუნებრივი ქმედებები აღასრულონ, მაგრამ ღვთაების არსების შეცნობა მათთვისაც მიუწვდომელია. ისინი ღვთისგან განსხვავებით სამყაროს კი არ მოიცავენ, არამედ თავად იმყოფებიან სულიერ სამყაროში. ეს გონიერი, თავისუფალი არსებები იმდენად არიან განმტკიცებულნი მადლით,  რომ ბოროტებისაკენ მიდრეკის არანაირი შესაძლებლობა აღარ არსებობს.

ეკლესიური სწავლების მიხედვით არსებობს ანგელოზთა იერარქიის ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ ტრიადად:

  • უმაღლესი იერაქრია:

ü  სერაფიმები-წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან და ცეცხლოვანი ღვთაებრივი სიყვარულით აღანთებენ ადამიანებს.

ü  ქერუბიმები- (ებრაულად-ეტლები) საკუთარ თავში აერთიანებენ გონიერებას, მორჩილებას, ძალას, სისწრაფეს და წარმოადგენენ ღმერთის სულიერ ეტლს. დგანან მცველად სამოთხის კართან. მათ მიერ მოგვეფინება სიბრძნე და განათლება იმისათვის, რომ ღმერთი შევიმეცნოთ.

ü   საყდარნი- ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

  • საშუალო იერარქია:

ü  უფლებანი – უშუალოდ მფარველობენ და ამქვეყნიურ ხელისუფალთ(მეფეებს, მთავრებს, ხალხის წინამძღვრებს). შეეწევიან მათ, რათა ბრძნულად წარმართონ ხალხის ცხოვრება. ასევე, გვეხმარებიან წინ აღვუდგეთ ცოდვილ გრძნობებს, მოვთოკოთ გულისთქმები, დავძლიოთ ცდუნებები, ავლაგმოთ ხორციელი ვნებები.

ü  ძალნი- ძალმოსილებით ხასიათდებიან. შეეწევიან ადამიანებს, რომ მორჩიელბის ყოველგვარი საქმე კეთილად აღასრულონ, დათმენის უნარი მოიპოვონ, სულიერი სიმტკიცე და მხნეობა მოიხვეჭონ.

ü   ხელმწიფებანი-ეშმაკის ყოველგვარი საცდურისაგან იცავენ ადამიანებს და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაშიც განამტკიცებენ. მათ ბუნების სტიქიაზე ბატონობის უნარი აქვთ მიმადლებული. მფარველეობენ ღვთიური ცხოვრების ღვაწლის მტვირთველებს.

  • უმდაბლესი იერარქია:

ü  მთავარნი(ან მთავრობანი) – იცავენ და მფარველობენ ხალხებსა და ცალკეულ მოდგმებს. შთაგონებენ წინამძღვრებს ყველას შესაბამისი პატივი მიაგონ, ყოველგვარი მოვალეობა უფლის სადიდებად აღასრულონ და არა ანგარებითა და სიხარბით.

ü  მთავარანგელოზები – განსაკუთებულად ახლოს დგანან კაცთა მოდგმასთან და უფლის სიდიადეს, ბრწყინვალებას და ღვთის განგებულების საიდუმლოს გვაუწყებენ. მათ მიერ მოეფინება ადამიანთა გონებას სარწმუნოების ნათელი.

ü  ანგელოზები – ადამიანების უშუალო მფარველნი არიან და ცხოვრებაში წინამძღვრობენ. მორწმუნეებს იცავენ, მერყევებს განამტკიცებენ, დაცემულებს აღადგენენ.

ეკლესია გამუდმებით ევედრება უფალს, რათა მან „ანგელოზი მშჳდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა“ მომადლოს მორწმუნე ქრისტიანს და ყოველ მართმადიდებელს ასწავლის, რომ მფარველი ანგელოზისადმი აღავლინოს ლოცვა, მიაგოს პატივი, შეიყვაროს იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც მისდამი  იჩენს.

წმ. მამათა თქმით, მფარველი ანგელოზი მონათვლისას ეძელვა კაცს და არა მარტო სიცოცხლეში ზრუნავს, დაიცვას ის  ხილული და უხილავი მტრებისაგან,  არამედ გარდაცვალების შემდეგაც თან ახლავს სულს და ეხმარება საზვერეების გავლაში.  იგი აღრაცხავს ადამიანთა მიერ ჩადენილ სათნო საქმეებს, რათა საშინელ სამსჯავროზე წარუდგინოს  უფალს. ამდენად, ანგელოზები ადამიანის სულის ცხონების საქმეში განსაკუთრებულ მონაწილეობას ღებულობენ და მხოლოდ სულიერ ხსნაზე კი არა კაცთა ხორციელ სიმრთელეზე, მათ გამოკვებაზეც  ზრუნავენ. უხილავად იცავენ დღისით და ღამით, შეეწევიან ტანჯვის ჟამს.

საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემიდან ცნობილია მთავარანგელოზების სახელები, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ ღვთისაგან მიცემული. ესენი არიან:

 მთავარანგელოზი მიქაელი – „რომელი ვითარცა ღმერთი“

 ანგელოზთა დასის მთავრადაა დადგენილია, როგორც ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე. მისდამი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

მთავარანგელოზი გაბრიელი – „სიმტკიცე ღმრთისა“–

ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია.

მთავარანგელოზი რაფაელი – „ღვთიური მკურნალი“

მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფთა მფარველია, მინიჭიებული აქვს მძიმე სენისგან კურნების ძალა და შორეულ ქვეყანაში მოგზაურთ შეეწევა.

მთავარანგელოზი ურიელი – „ღვთაებრივი ცეცხლი და სინათლე“

 ბერმონაზონთა. ღვთისმეტყველთა და მონანულთა მფარველი.

მთავარანგელოზი სელაფიელ – „ღვთისადმი მლოცველი“

 ლოცვის ძალას ანიჭებს ადამიანებს. ასევე,  მალარიისა და ეპილეფსიის მკურნალად ითვლება.

მთავარანგელოზი იერომიელი – „ამაღლება ღვთისა“

 ადამიანებს საღვთო სიყვარულით აღანთებს, ხორციელი ვნებებისა და ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში ეხმარება.

მთავარანგელოზი იეგუდიელი – „ღვთის განმადიდებელი“

 ადამიანებს შუამდგომლობს ღმერთის წინაშე, ეხმარება სიზარმაცე და უდებება დასძლიონ, ხოლო მოგზაურებსა და გაჭირვებულებს განსაცდელის ჟამს შემწედ და მფარველად ევლინება.

მთავარანგელოზი ვარაქიელი- „კურთხევა ღვთისა“

ადამიანთა ყოველგვარ სასიკეთო წამოწყებას აკურთხებს. კაცთათვის ღვთის წყალობას ითხოვს. იგია მოწამეთა, ქრისტეს აღმსარებელთა და მოსაგრე ბერმონაზონთა მფარველი.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ისრაელს ეწვევა

9 years ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

დედაქალაქში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

8 years ago
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება

საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის სიხშირე იზრდება

11 years ago
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა  

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა  

4 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by