• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დადგება დრო, როცა ქართული ეკლესია განიწმინდება უღირსთაგან” – მამა ბასილ მკალავიშვილი

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
„დადგება დრო, როცა ქართული ეკლესია განიწმინდება უღირსთაგან” – მამა ბასილ მკალავიშვილი
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი „თბილისი თაიმსს“ საპატრიარქოსთან დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებსა და ქართულ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ვინ აძლევს საბაბს „მოღალატეებს“ გაილაშქრონ ეკლესიის წინააღმდეგ და რაზე აფრთხილებდა ის საპატრიარქოს ამას ჩვენი იტერვიუდან შეიტყობთ.

მამა ბასილ მკალავიშვილიმამა ბასილ, როგორც “თბილისი თაიმსისთვის” ცნობილია რთული გულის ოპერაცია გადაიტანეთ. როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა? ახერხებთ თუ არა ღვთისმსახურებას?

– ვმადლობ უფალს ხანდაზმულობის ჟამს ურთულესი გულის ოპერაცია გადამატანინა. გართულებების მიუხედავად, ღმერთის მადლით, ღვთისმშობლის შემწეობითა და ჩემი მრავალრიცხოვანი მრევლის ლოცვით კვლავ ფეხზე ვდგავარ. ვასრულებ ყველა საეკლესიო რიტუალს და პარალელურად ვმუშაობ ეკლესიის მოსაწყობად.

უკვე წლებია სასულიერო პირი ბრძანდებით და მართმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილ მღვდლად მოგიხსენიებენ. საზოგადოებისთვის ნათელი რომ გახდეს, გვიამბეთ რამ გამოიწვია დაპირისპირება თქვენსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის?  

– მაშინ, როცა „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში აგენტური საქმიანობისთვის იყვნენ შემოგზავნილნი, ძალას იკრებდნენ და სხვადასხვა მატერიალური დაპირებებით შეჭირვებულ ხალხს იბირებდნენ, საეკლესიო კრებებზე რამდენჯერმე ვთხოვე პატრიარქს მათ წინააღმდეგ გარკვეული ზომები გაგვეტარებინა, თუმცა  მან  გაჩუმება მირჩია.

ერთხელ საპატრიარქოში დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ უნდა დაგვეცალა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ვაგონები და დაგვერიგებინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მე და ჩემი მრევლის წარმომადგენლები დიდუბის სადგურში ვცლიდით ვაგონებს. წარმოიდგინეთ, ჩვენთან ერთად ვაგონებს ცლიდნენ „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წამომადგენლები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ეს დახმარება მათ სახელზე იყო მოსული და გვაძლევდნენ ჩვენ გაჩუმების საფასურად. აი, აქედან დაიწყო დაპირისპირება საპატრიარქოსთან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ტელევიზიით ვაცნობე საზოგადოებას, რამეთუ ეს იყო ერთგვარი გარიგება ჩვენსა და იეჰოველებს შორის, რისთვისაც პატრიარქის გულისწყრომა დავიმსახურე. მან მკაცრი საყვედური გამომიცხადა სულ სხვა მოგონილი მიზეზის გამო. დავრწმუნდი, რომ მარტო უნდა მებრძოლა სულიწმინდის მგმობელებთან. სწორედ ამის საფუძველზე განვუდექი საპატრიარქოს. შემდეგ, პატრიარქმა კრება მოიწვია და განმკვეთა, როცა მე მათთან აღარ ვიყავი.

მრავალჯერ ავუხსენი საზოგადოებას და ახლაც გავიმეორებ, სჯულის კანონის მიხედვით ვალდებული ვიყავი განვდგომოდი მწვალებლებთან კავშირს. ჩემი გადაწყვეტილების მართებულობა არა ერთხელ დამიმტკიცებია ეკლესიის წარმომადგენლებთან, ეს მათ კარგად იციან, მაგრამ მთავრობაში მოკალათებულ მართმადიდებლობის დაუძინებელ მტრებთან ერთად, 1995 წლიდან გამუდმებით მებრძვიან. მათ ერთობლივი ძალებით დამატოვებინეს ჩემ მიერ აშენებული გლდანის ლომისის წმ. გიორგის ეკლესია, 15 დღით ჩამასვეს ციხეში, 20 დღით გამიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით, 2 წელი დევნილობაში მამყოფეს, 5 წელი კი ციხეში. ეს სასჯელი მომაგეს სამშობლოს სიყვარულისათვის, სარწმუნოების დაცვისათვის. 2004 წელს ჩვენი ეკლესიის დარბევა იყო ბარბაროსული ფაქტი. მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ახსოვს.

ვის მიერ იყო ინსპირირებული დარბევი ფაქტები  და იმყოფებოდით თუ არა სინოდის მორჩილებაში ვიდრე გლდანის ეკლესიის დარბევა მოხდებოდა?

– ეს ვრცელია ამბავია. ვეცდები მოკლედ გიამბოთ. ჩვენი ეკლესიის დარბევის წინა დღეს სახალხო დამცველის ოფისის ეზოში ვამხილე ქართველთ მოძულე სააკაშვილი, რომელმაც გაუქმებული „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაცია კვლავ რეგისტრაციაში გაატარა. იქ პოლიციაც იყო, მაგრამ არც უცდიათ ჩვენი დაკავება. სააკაშვილს სულ სხვა გეგმა ამოძრავებდა. მან მერაბიშვილთან და ახალაიებთან ერთად შეიმუშავა ჩემი ხმაურიანი დაპატიმრების გეგმა და გასცა განკარგულება ეკლესიის ტერიტორიაზე შემოეტანათ დიდი რაოდენობის საბრძოლო იარაღი, რომელიც  ვითომ აბაშიძის დასახმარებლად გვინდოდა. თუმცა ეს გეგმა ვერ განახორციელეს. საპატრიარქოს პოზიციაც კი არ დაუფიქსირებია მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით. რაც შეეხება კითხვას, ვიყავი თუ არა სინოდის მორჩილებაში? 1995 წლიდან დღემდე დროებით ვემორჩილები საბერძნეთის ძველ გესტილეთა წმინდა სინოდს, სანამ საქართველოს ეკლესია არ განიწმინდება უღირს სასულიერო პირთაგან.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აგრძელებთ გლდანის ეკლესიაში მსახურებას. თვლით, რომ შესაძლებელია თქვენსა და საპატრიარქოს შორის მოხდეს შერიგება?

– სასჯელი ბოლომდე მოვიხადე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები გამუდმებით მთხოვდენ შეწყალება მეთხოვა. გამოსვლისთანავე მრევლთან ერთად შევუდექი სამრეკლოს მშენებლობას, რომლის პროექტიც ციხეში შევადგინე. ამჯერად მამა ვატანგთან (მარგიანი) ერთად ვასრულებ ყველა ეკლესიურ რიტუალს უანგაროდ. ცხონების გზაზე მოსულთ ხელებში არ შევყურებთ.

საეკლესიო ცხოვრების წესი და მამოძრავებელი დიდი სჯულის კანონია. სწორედ მით ვხელმძღვანელობ, იოტის ოდენადაც არ გადამიხვევია. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, ერთმა მღვდელმა მრველთან ერთად,  მცირედი შემოწირულობებით რუდუნებით შექმა სულიერი სავანე. ჩვენ დედა ეკლესიის შვილები ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ეკლესიას პიროვნებები არ წარმოადგენენ, ეკლესია არის უფალი იესო ქრისტე, მისი მცნებების ჭეშმარიტად აღსრულება.

დადგება დრო, როცა ქართული ეკლესია განიწმინდება უღირსთაგან. მაშინ ჩემს მრევლთან ერთად აუცილებლად დავბრუნდები თამამად, რამეთუ საკუთარი ძალებით შევძელით შეგვექმნა სულიერი კერა საქართველოს ახალგაზრდებისათვის, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული ეკლესია, მართმადიდებლური საზოგადოება და რაში ხედავთ გამოსავალს?

– სავალალო მდგომარეობაა დღეს ქართულ ეკლესიაში. მე ვიკითხავდი რამ მიგვიყვანა აქამდე?

საპატრიარქო და თვით პატრიარქი გაუწონასწორებელი სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს მართვადი იყო. ისინი შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ. მათი შრომის ნაყოფია ამაზრზენი ფაქტი, რომ სხვადასხვა სექტები მართმადიდებლობას გაუტოლეს. მათ ჩაუყარეს საფუძველი სწორედ იმას, რომ ახალმოსულმა, ვითომ საქართველოს „ერთგულმა“ პარლამენტმა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საზღვარგარეთიდან დაქირავებული, საკუთარი ქვეყნის მოღალატე არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ უპირისპირდებოდნენ არა მარტო საპატრიარქოს, არამედ მთლიანად მართმადიდებლობას. სარწმუნოების გამყიდველების შესაკრებელია „რუსთავი 2“, სადაც 8 ნოემბერს, ღამის ათ საათზე შეკრებილნი იყვნენ სამშობლოს გამყიდველები და საპატრიარქო, შეიძლება ითქვას, მიწასთან გაასწორეს. მაშინ, როცა  გაუთავებელი ბრძოლა მქონდა საპატრიარქოს მესვეურებთან, სარწმუნოების მოღალატეებთან მიმართებით, ვაფრთხილებდი, რომ საბოლოოდ ისინი საპატრიარქოს კარს მიუკაკუნებდნენ. ფაქტი სახეზე. ეს იმიტომ, რომ საპატრიარქო თავის დონეზე არასოდეს მდგარა. არ ამბობდა იმას, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა. უფრო მეტიც, მაღალი იერარქიის სასულიერო პირნი საბაბს აძლევენ მოღალატეებს გაილაშქრონ ეკლესიის წინააღმდეგ. 

ყველა ეკლესიური კანონის დარღვევაზე გული მტკივა. ეს ხომ ჩემი სარწმუნოების,  ერის ინტერესებს აზარალებს. სწორედ ეს არის ამერიკისა და ევროპის მასონიზმთა მიზანი, ამოძირკვონ ჩვენთან ყოველგვარი სარწმუნოებრივი, რამეთუ მათი უდიდესი მტერი მართმადიდებლობაა. მათ უნდათ შექმნან მწვალებლური ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა რელიგიური წარმონაქმნი. გვაიძულებენ დავივიწყოთ უფალი იესო ქრისტე და ის გზა, რომელზეც ოცი საუკუნეა მივაბიჯებთ. ქვეყანას მორწმუნე ხელისუფალი უნდა მართავდეს, რომ ერი ძლიერად იდგეს. სირცხვილია, უძველესი ტრადიციების ქვეყანაში ცხოვრების წესს ამერიკის ელჩი გვიწესებდეს და გვმართავდეს.

მხოლოდ და მხოლოდ რწმენა, ღვთის შიში, სიყვარული, ლოცვა თუ გვიშველის. ვთხოვოთ ყოვლაწმინდა დედას, უფალ იესო ქრისტეს მოგვხედოს უღირს შვილებს.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

“მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღრულების დეპარტამენტთან” -კახა კახიშვილი

9 years ago
იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს  გახსნის

იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს გახსნის

8 years ago
ლიბიის სანაპიროსთან 6 ქართველი დაბომბვაში მოყვა

ლიბიის სანაპიროსთან 6 ქართველი დაბომბვაში მოყვა

11 years ago

EMC-ი “პოლიციის შესახებ” კანონპროექტის ინიციატორისგან კანონის დასაბუთებას ითხოვს

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by