• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თამაში წარმოსახვით გარემოში

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თამაში წარმოსახვით გარემოში
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თითოეული ადამიანი თავისუფალ დროს განსხვავებულად ატარებს, ზოგიერთისათვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება წყნარი გარემო და საინტერესო წიგნია, ზოგიერთისათვის ხმაურიანი მუსიკა და ცეკვა, ბავშვებისათვის განსხვავებული ენერგიული თამაში, თუმცა არამხოლოდ ბავშვებისათვის. ალბათ ყველა ადამიანს უოცნებია განესახიერებინა რომელიმე მეომარი, ჰქონოდა მისი მსგავსი აღჭურვილობა  და გამოეცადა საკუთარი თავი მეომრის ამპლუაში. როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერს შეუძლია  აისრულოს საკუთარი სურვილი „larp Games-ის“ საშუალებით. საქართველოში არცთუ ისე გავრცელებული, თუმცა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის/თამაშის სახეობა საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თავი წარმოიდგინოს მათ მიერვე შექმნილ წარმოსახულ პერსონაჟად იმ გარემოში, რომელიც  მათ სურთ. ლარპი, როგორც კულტურა, სათავეს  იღებს ევროპასა და ამერიკაში, მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში. ჩემთვის საინტერესო გახდა თუ რას გულისხმობს „Live action role-playing games“, რა წესები არსებობს თამაშის პროცესში? არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა? როდის გაჩნდა პირველად საქართველოში ჩატარების იდეა…

12476481_1062511670447399_1177603236_n„თბილისი თაიმსი“ ქართული ლარპის შექმნის ინიციატორს და ხელმძღვანელს, ალექსანდრე ხანთაძეს, ესაუბრა.

თუ შეგიძლიათ მოკლედ მითხრათ რა არის  larp games (Live action role-playing game) როდის და სად დაიწყო მისი  ისტორია (მსოფლიოში და საქართველოში)?

– ლარპი არის ნახევრად კონტაქტური თამაში, რომელიც ვითარდება  რეალური პიროვნების მიერ  წინასწარ განსაზღვრულ და შექმნილ წარმოსახვით გარემოში,  წინასწარ შემუშავებული და შექმნილი პერსონაჟებით. ლარპის თამაშის დროს, ყველა მის მონაწილეს აქვს ემოციური კავშირი იმ როლთან, იმ პერსონაჟთან, რომელსაც იგი ასახიერებს და რომლის მეშვეობითაც იგი მოქმედებს ლარპისვე გარემოსა და სხვა პერსონაჟებზე. ეს „მოქმედება“ უმეტესად მიმდინარეობს ბრძოლის სახით, ბრძოლაში კი მოთამაშეები იყენებენ ბუტაფორიულ, რბილი ღრუბლებისგან დამზადებულ იარაღებს, ფარებს, ასევე ღრუბლისგან დაფარულ ისრებსა და ა.შ.

ლარპს, როგორც ფენომენს, არ აქვს ისტორია. ლარპის მსგავს გამოცდილებას იღებენ თუნდაც ბავშვები, როდესაც ისინი ავეჯიდან ავეჯზე ხტებიან, რათა „ლავაში“ არ ჩავარდნენ, ან როდესაც ჯოხებს წარმოსახვით თოფებად აქცევენ და ომობანას თამაშობენ. მაგრამ ლარპი, როგორც კულტურა, დამკვიდრდა ევროპასა და ამერიკაში მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში. თავიდან გართობის ეს საშუალება არ იყო პოპულარული და ბევრჯერ გამხდარა სოციალური სტიგმატიზაციის მსხვერპლი, მაგრამ დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში, გავრცელებულია ფენტეზისა და ორთაბრძოლების მოყვარულთა მთავარ ჰობად.

საიდან წამოვიდა ამ თამაშის დაწყებოს იდეა და ვინ იყო ინიციატორი?

– საქართველოში ამ თამაშის წამოწყების ინიციატორები ვიყავით 4 მეგობარი, რეზო კილაძე, საბა გოცირიძე, გიორგი დოლიძე და მე. იდეა სპონტანურად მოგვივიდა და მალევე შევკრიბეთ  რესურსები, რათა საბაზისო აღჭურვილობა და ბუტაფორიული იარაღები შეგვექმნა ხალხის დასაინტერესებლად. პირველი წესებიც და „სამყაროც“ მაშინვე დავწერეთ და დაახლოებით ორ კვირიანი მუშაობის შემდეგ, ოქტომბრის დასაწყისში თამაში დავიწყეთ.

12512019_1062512053780694_1038568790_n

რა თამაშია, როგორ ვითარდება – გაგვაცანით წესები?

– ზოგადად ლარპის ბუნება, მისი სამყაროს „ლოგიკა“ და შინაარსი ყველა ლარპში სხვადასხვაა. ჩვენ შემთხვევაში ლარპი ვითარდება ასევე მოთამაშეებისა და სპეციალური ჯგუფის მიერ დაწერილ სამყაროში, სადაც რამდენიმე სახელმწიფო და რასა, მაგალითად ორკები, ელფები და ა.შ, ერთმანეთთან აქტიურ დაპირისპირებაშია და ეს დაპირისპირება ყოველ კვირა დღეს თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე, უფრო ხშირად კი იპოდრომზე ხორციელდება.

წესების მხრივ, არსებობს პერსონაჟების კლასიფიკაციები, მკურნალი, ფაროსანი მცველი, ჯადოქარი, მებრძოლი და ა.შ. ყველა მათგანს თავისი იარაღების ტიპები და შესაძლებლობები გააჩნია, რომელთა ჯგუფური სინქრონიზაცია მოთამაშეებს ეხმარება ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაში.

წესებში უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ ერთმანეთის პატივისცემასა და უსაფრთხოებას, და ამ მხრივ დარღვევების აღმოსაფხვრელად თავად მოთამაშეებიდან არჩეული მონაწილეები გვყავს, რომლებიც თავაშს თვალყურს ადევნებენ და დარღვევებზეც მკაცრად რეაგირებენ.

12506703_1062511910447375_673023561_n

რამდენად აქტუალური და პოპულარულია  ეს თამაში/სპორტი დღეს საქართველოში?

– ოქტომბერში, როდესაც ლარპის თამაში დავიწყეთ, პირველ ღონისძიებაზე დაახლოებით 70-80 მსურველი გამოცხადდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ღონისძიება პირველი იყო და ბევრს აინტერესებდა რა და როგორ იქნებოდა. ახლა კი, კვირა დღეობით უკვე 150 მოთამაშეზე მეტი იკრიბება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი ამინდია  ბევრს არ ხიბლავს ხოლმე ზამთრის სუსხში დილის 12 საათზე ჩვენთან ერთად თამაში. ჩვენი ინფორმაციით, ქალაქ გორშიც არიან ახალგაზრდები დაინტერესებული ამ თამაშის დამკვიდრებით და გაზაფხულ/ზაფხულის სეზონზე აპირებენ გორში ადგილობრივი ღონისძიებების ჩატარებას.

12506742_1062511850447381_2128490667_n

არის თუ არა შეზღუდვები ასაკზე  და რომელი თაობა ინტერესდება უფრო?

– შეზღუდვა ასაკზე არ არსებობს, იქიდან გამომდინარე რომ არის შემთხვევები როდესაც ორი ცამეტი წლის ბავშვი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად თამაშობს, ერთი წესებს მუდამ იცავს და მეორე პირიქით. არის შემთხვევები როდესაც პატარები დიდებზე უფრო სერიოზულად და გულიანად ეკიდებიან ამ მოვლენას. შესაბამისად მკაცრად გაწერილი ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს მაგრამ 11-12 წლის ბავშვებს მასიურ ბრძოლებში ზოგადად არ ვუშვებთ ხოლმე ან სერიოზულ თვალყურს ვადევნებთ. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ განხილვამდე დადის. რაც შეეხება თაობებს, თავიდან ყველას ჰქონდა მოლოდინი რომ ეს მხოლოდ „უსაქმური ბავშვების“ გასართობი თამაში იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ალბათ მოთამაშეების უდიდესი ნაწილი აბიტურიენტი/სკოლის მოსწავლეა, ზრდასრული (25 წელი+) მოთამაშეებიც საკმაოდ ბევრი გვყავს. დაინტერესებული ჯგუფი მაინც 13 – 25 წლის ასაკის ახალგაზრდები არიან.

12511934_1062512183780681_767503953_n

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი მთავარი არის რომ გავზარდოთ მოთამაშეების რაოდენობა. თბილისის მასშტაბით ხარისხიანი და საინტერესო ლარპის ჩასატარებლად, ჩემი აზრით, 200+ რაოდენობა არის საჭირო. ერთ-ერთი მთავარი გეგმა რომელიც ძალიან გვვინდა რომ განხორციელდეს, არის ის, რომ მოვაწყოთ რამდენიმე დღიანი კარვებიანი ბანაკი გაზაფხულის/ზაფხულის სეზონზე სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მთლიანად ლარპის სივრცეში ვიქნებით მოთამაშეები.

რაც მთავარია, ჩვენი მიზანია, ლარპი გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და დააინტერესდეს  რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ლარპის თამაში არის დაკავშირებული მინიმალურ თანხებთან და არის ძალიან იოლი, ადამიანებს ეხმარება ფათერაკებით სავსე მოვლენებში მონაწილეობასა და საინტერესო ადამიანების გაცნობაში. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ სპორტის/თამაშის ამ სახეობას აქვს საინტერესო მომავალი ჩვენს ქვეყანაში.

მარიამ ფანჩულიძე

Share6Tweet4

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

7 years ago
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

10 years ago
“ახალი ცოდნის შეძენის ნაკლები მოტივაცია და დაბალი უნარები” – რის გამოც პედაგოგთა საკმაო ნაწილმა გამოცდები ვერ ჩააბარა

“ახალი ცოდნის შეძენის ნაკლები მოტივაცია და დაბალი უნარები” – რის გამოც პედაგოგთა საკმაო ნაწილმა გამოცდები ვერ ჩააბარა

5 years ago
IFAD-ის „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი” დასრულდა

IFAD-ის „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი” დასრულდა

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by