• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩვენ და სხვებით განვრცობილი სამყარო

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
ჩვენ და სხვებით განვრცობილი სამყარო
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამყაროთავიდან  ჩვენ ვიყავით ორნი და სულ ეს იყო მთელი სამყარო. მერე ეს სამყარო სხვა ადამიანებით განივცრო, რომლებსაც ერქვათ: დედა, მამა, ძმა, და, მეგობარი … და ყველაფერი  ჩვენ ორს შორის მოექცა.

სამყარო არც თავიდან იყო მარტივი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო რთულდებოდა, ისვრებოდა, იღვრებოდა, სკდებოდა…უფრო და უფრო მუნჯდებოდა და იკეტებოდა ჩემთვის.

მე როცა დავიბადე, ღმერთი არ არსებობდა, უფრო სწორად კი – მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც თუ ვიღაც იარსებებდა.

მერე, უკვე გაუაზრებლად, მაგრამ მაინც მჯეროდა შენი არსებობის. მშობლები მუდმივად მინერგავდნენ შენდამი სიყვარულს. თუმცა, ეს სიყვარული რაღაცით ყალბი და ირეალური იყო. მერე, როცა ჩემს ტვინს 2-3 ნაოჭი მოემატა და დავიწყე ფიქრი, მე მივხვდი, რომ ჩემ გარდა სამყარო კიდევ რაღაც ჩემნაირისგან შედგებოდა. ჩემი აზრები მუდმივად იცვლებოდა და მეც მუდმივად მქონდა შიში, რომ რაღაცას არასწორად ვფიქრობდი. მეშინოდა, მეფიქრა ის, რომ შენ არ არსებობდი, თუმცა, მაინც მეფიქრებოდა.  მეშინოდა, რომ მეთქვა – ღმერთი არ არსებობს, რადგანაც შენი არსებობის შემთხვევაში, შეიძლება შენთვის მეწყენინებინა. მერე საკუთარ თავთან დავიწყე საუბარი,  ჩემს თავს ყველაფერს ვუყვებოდი, ისიც მირჩევდა  და ეს საუბარი ძალიან ღრმა და უსასრულო იყო. თავიდან მართლა მეგონა, რომ ეს ყველაფერი უბრალო მონოლოგი იყო და მეტი არაფერი. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ე.წ. მეორე მე ჩემზე ბევრად ჭკვიანი, ყოვლისმომცველი  და საერთოდაც – სრულყოფილი იყო, ხოდა, ასე აღმოგაჩინე შენ.

მივხვდი, რომ შენ იყავი მე და მე იყო შენ. ეს იყო მთლიანობა, რომელიც თან მე მეკუთვნოდა და თან ყველას, თან კი – საერთოდ არავის.

ჩემი ღმერთი, სულ თავიდან, თეთრწვერიანი ბაბუ იყო. აი, ისეთი, როგორიც სანტა კლაუსია. მერე, საერთოდ დაკარგა ფორმა და ქარს, უფრო სწორად კი, მკვრივი ჰაერის დინამიკურ მასას დაემსგავსა. ახლა კი – ახლა ის არის მუსიკა, წიგნი, ფილმი, ბუნება, გარიჟრაჟზე აჭარხლებული ცა, მზის ჩასვლა, ჩემი დის სიცილი, დედის სიხარულის ცრემლები – შენ ხარ ყველაფერი ეს.

მე ვკამათობდი ადამიანებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ შენი  არ სწამდათ. მერე მივხვდი, რომ თავადაც არ მწამდა შენი არსებობის და საკუთარი თავის დარწმუნება უფრო მინდოდა, ვიდრე სხვების. აბა, როგორ შეიძლება ამტკიცო ის, რაზე საუბარიც მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხია?

არ ვიცი, რა გარდატეხა მოხდა ჩემში. ახლა მე, როგორც არასდროს, ისე მჯერა, რომ სამყარო ხარ შენ და ეს სამყარო შენსავით უსასრულოა. ვერ დავუჯერებ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ ჩემი ოცნებების ტოტი უმოწყალოდ ჩამოტეხონ და დაანგრიონ ყველაფერი ის, რაც არსებულისა და არარსებულის ზღვარზეა. მოკლედ, მე ვერ დავიჯერებ, რომ ერთი დიდი აფეთქების ნაყოფი ვარ. არც იმას დავიჯერებ, რომ ადამიანები სამუდამო უბედურებისთვის გაგვწირე და არც იმას, რომ პატიება არ შეგიძლია.

ჩემი და კიდევ ყველა ჩემნაირის ყველაზე დიდი  დანაშაული ის არის, რომ შენ რაღაც ფორმებში მოგაქციეთ. შენზე ვთქვით, რომ იჯექი ტახტზე – მაღლა, ღრუბლებში, გეჭირა კვერთხი, შენ გარშემო ანგელოზების გუნდი იდგა, გქონდა თეთრი წვერი და გეცვა ფირუზისფერი სამოსი. აი, როდის  გაგაქრეთ. ჩვენ შენ შეგქმენით და არა – პირიქით, ამიტომაც დაგკარგეთ.  მოგვინდა სასწაულები, მოგვინდა, რომ გვენახე და შევქმენით შენი სახე, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გვქონდა. მერე მოგვბეზრდა შენზე ფიქრი და ვთქვით, რომ არ არსებობ. ამით შევწყვიტეთ „უაზრო თემებზე“ თავის ატკივება. აი, მაშინ  შემთხვევით კი არა,  საკუთარი ნებით გაგაქრეთ.

ხოდა, ახლა წერილს გწერ. ვიცი, რომ ახლაც  მხედავ და იქნებ, სულაც, შენ მეხმარები ემოციების ნაწილის გაზიარებაში. ეს წერილი არ არის გულწრფელი, იმიტომ, რომ არც ვიცი, როგორი უნდა იყოს გულწრფელობა. სულ მგონია, რომ საკუთარ თავთანაც კი ვთამაშობ. ის კი ვიცი, რომ დახუჭული თვალებით უფრო მეტს ვხედავ ხოლმე და ჩემი სამყარო სწორედ დახუჭულ თვალებს მიღმა იწყება – როდესაც რაღაცას თავად წარმოვიდგენ, მათ შორის, ჩემს გულში არსებულ შენს ,,მესაც.”  ჩემი სამყარო შედგება შენგან და კიდევ სხვებისგან, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისინი მე ყოველდღე მეძებენ, მე კი შენ გეძებ გამუდმებით. ეს ძებნის პროცესი ყოველ დილას იწყება და არასდროს ჩერდება, ძილშიც კი.  მე შენ მაინც ვერ გიპოვნე. უფრო სწორად  კი გიპოვნე, მაგრამ ბოლომე მაინც ვერ შედგა საუბარი, იქნებ სწორედ ამიტომაც მგონია, რომ  ბედნიერი არ ვარ?! მე ძილის წინაც ვფიქრობ შენზე და სულ მაწუხებს კითხვები, რომლებიც საშინლად ბანალურია – როგორ შეიქმნა სამყარო და როგორ მოხდა ის, რომ შენ მუდმივად არსებობდი? ამ ბანალური კითხვების არსებობა მაფიქრებინებს ხოლმე, რომ მეც ერთი ჩვეულებრივობა ვარ, ჩემი ჩვეულებრივი ფიქრებით.

შენი ,,გამოჭერა“ ყველაფერ ლამაზში შემიძლია: აი, მაგალითად, გუშინ დილის 8 საათზე აღმოგაჩინე, როდესაც სამარშრუტო ტაქსით მომავალი დილის მზით განათებულ ბინდიან ქალაქს ვუყურებდი. მაშინ ვთქვი – ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი არაფერს შეექმნა და ამ ყველაფერს უარაფროდ ეარსება? ხოდა, შენ გამახსენდი და ვთქვი – არა.

მგონი დოსტოევსკის აქვს ერთ-ერთ ნაწარმოებში  ნათქვამი, რომ ადამიანმა ღმერთი თავად გამოიგონაო. არ ვიცი, ვინ როგორ იგებს ამ სიტყვებს, ჩემთვის კი – ამაზე მართალი არაფერი თქმულა. დიახ, მე შევქმენი. ოღონდ შევქმენი ის, რაც უკვე არსებობდა.  უბრალოდ, მე მჭირდებოდა ის ისეთად მექცია, როგორიც თავად არ ვიყავი. ხოდა, მე და ის ერთ მთლიანობად ვიქეცით.

არ ვიცი, სამყარო როგორი  იყო შენამდე,  ან იყო თუ არა, ან იქნება თუ არა შენ მერე,  საერთოდ, უშენობა იარსებებს თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა შენ ჩემი ყველაზე დიდ მეგობარი ხარ, რადგანაც მე ვარ საკუთარი თავის მეგობარი და შენი არსებობა ნიშნავს იმას, რომ მე ვარსებობ.  სწორედ ამიტომ, იქნებ ჩემი ბედნიერებაც სადღაც ჩემში უნდა ვეძიო და უკეთ გავუგო საკუთარ თავს.

ესეც ჩემი პატარა წერილი, რომელიც შენთან დიალოგისა თუ მონოლოგის  ეპისტოლარული ამონაგლეჯია. წერილების წერა არასდროს მიყვარდა,  მით უმეტეს, არასდროს მეგონა, რომ შენ მოგწერდი. ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე და იქნებ, მომავალშიც ბევრი ისეთი რამ გავაკეთო, რასაც ახლა საკუთარი თავისგან არ ველი. ყველაზე მთავარი კი, რაც მინდა არ იცვლებოდეს, არის, ჩემში არსებული შენ – ანუ ჩემი ნაწილობრივი სრულყოფილების შეგრძნება. ალბათ, მთელი ცხოვრების მიზანიც ეს არის და თუკი მე ამ გზას ოდესმე გადავუხვევ, ამ შეგრძნებასაც შენთან ერთად დავკარგავ. სამყარო კი იქნება სრული სიცარიელე – შენი და ჩემი ,,მეების“ გარეშე და ყველაფერი თავიდან დაიწყება. ანუ, მე ისევ თავიდან დავიბადები და თავიდან ვეცდები შენს პოვნას, უბრალოდ, მეშინია, რომ დრო არ მეყოფა…

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In