• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა ნინოს განსასვენებლი

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
წმინდა ნინოს განსასვენებლი
28
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წმინდა ნინო ქრისტიანობის გამავრცელებელი და მქადაგებელია საქართველოში. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი სასწაული. ვინაიდან დღეს 27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია მისი აღსრულების დღეს აღნიშნავს, თქვენს  ყურადღებას შევაჩერებ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერზე, სადაც  განისვენებს წმინდანი.

ბოდბეისტორიიდან ვიცით, რომ კახეთში ქადაგებისას წმინდა ნინო უკურნებელი სენით, მალარიით დაავადდა და 332 წელს – 31 წლის ასაკში, კახეთში, დაბა ბოდბეში გარდაიცვალა. არის მოსაზრება, რომ წმინდანი გარდაიცვალა საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში. თუმცა ისტორიულად გარდაცვალების ადგილის სახელწოდებაა კუხეთი, დაბა „ბოდისი“.

მირიან მეფემ წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა. სწორედ ამ ტაძარს და წმინდანის საფლავს შესწირა თავისი სამეფო განძის ნახევარი. ბოდბეში აგებულ თავდაპირველ ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია. მოგვიანებით აქ ახალი ტაძარი აიგო, რომელმაც მრავალჯერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელო, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა.

აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. 1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურა და საავადმყოფოდ გადააკეთეს. სხვადასხვა კაბინეტებთან ერთად, აქ ფუნქციონირებდა რენტგენოგრაფიის კაბინეტიც, სადაც ღვთისმშობლის ხატს ოთახში მაგიდის ზედაპირად იყენებდნენ. ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მონაზვნური მოღვაწეობა 1991 წელს განახლდა და იწყება მონასტრის აღორძინება:

შეიმკო და გამშვენდა წმიდა ნინოს საფლავი. ჯერ კიდევ  XIX საუკუნეში  საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. წმინდა ნინოს ჯვარი დედათა მონასტრის ერთ-ერთი სასწაული წმინდა ნინოს წყაროა. მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. ამ ადგილზე აშენებულია განსაბანი და წმინდა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი.

ბოდბის დედათა მონასტრიდან  წყარომდე ულამაზესი კიბეები ჩადის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალი ჩამსვლელის, ავადმყოფის და სნეულის მიუხედავად, არ ფიქსირდება არანაირი დაავადების გადადების ალბათობა. ამბობენ, რომ მას ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. ასევე, წმინდა ნინოსთან, საქართველოში მისი მისიონერული მოღვაწეობის დაწყებასთან ასოცირდება ჯვარი ვაზისა. ის საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი სიმბოლოა.  

ნინოს ჯვარი დღეს  თბილისის სიონის საკატედრო ტაძარშია დაბრძანებული.  ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული. ყოველ, 27 იანვარს,  სიონიში ნინოობის დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო მასახურება აღევლინება, სადაც  ვაზის ჯვარს  გამოაბრძანებენ და მასთან მიახლების შესაძლებლობა ეძლევა მორწმუნეებს.

სოფიკო ნინიკაშვილი 

Share11Tweet7

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

საინტერესო

ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

10 years ago
EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზს აკეთებს

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზს აკეთებს

9 years ago
“ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში?”

„უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან მხოლოდ ერთი მიზეზით”

10 years ago

გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპისეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by