• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თქვენ გაებით მახეში

11 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
თქვენ გაებით მახეში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მწყენილიზოგჯერ ჩამოწვება გრძელი დღეები, ბურუსიანი, მოგიტანს სევდასა და შიშს, რომელსაც სახელად მომავალი ჰქვია.

ჩემი უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს ჩავუარე და „ილიაუნისკენ“ გავემართე. გასაუბრების მოლოდინში ვგრძნობ, ხელები მეყინება და  ჰაერი აღარ მყოფნის. არ მიყვარს უცხო ადამიანებთან თავის წარდგენა. ერთხელ წავიკითხე, საკუთარ თავზე საუბარი იდიოტების ჩვევააო და ეს აზრი არასდროს მტოვებს, განსაკუთრებით, ამგვარი შეხვედრების წინ. ჰაერი ისე დაიხუთა, რომ სუნთქვა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. მივდივარ გასაუბრებაზე და თან გაქცევაზე ვფიქრობ, რა მოხდება მანქანა რომ დამეჯახოს მოულოდნელად, იქნებ საავადმყოფოს პალატაში თვალი გავახილო და მაშინ არც ეს ამბავი მეწყინება.რომ დავიმალო, ვინ მომაგნებს? რომ გავიქცე და არ დავბრუნდე?  და სხვა მრავალი ამგვარი აზრი…

ერთია, როდესაც დამსაქმებელთან შეხვედრა საშინლად ჩაივლის, კარს გამოიხურავ და სამუდამოდ დაივიწყებ ყველაფერს. მეორე, როდესაც სხვისი რეკომენდაციით მიდიხარ, სხვისი ჩრდილით და მომხდარი არაერთხელ შეგახსენებს თავს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შეგაქებენ, თუ ცუდად-მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. შენ არაფერს გეტყვიან, მაგრამ მუდამ ემახსოვრებათ, რომ სანდო არ ხარ. შიში ხელებს კისერზე მხვევს და ამოსუნთქვის შესაძლებლობას აღარ მიტოვებს. გარშემო ჰაერი სრულიად დაიხუთა.

ზოგჯერ ჩამოწვება გრძელი დღეები, ბურუსიანი,მოგიტანს სევდას და შიშს,რომელსაც სახელად შემთხვევა ჰქვია.

ფიქრებში გართულს პატარა ბიჭი მაფხიზლებს. სულ 10 წლის თუ იქნება, დაუვარცხნელი თმით, მოუწერიგებელი სამოსით, შავი თვალებით…

-„დეიდა შემწვარი კვერცხი გეყვარებათ“,- მეკითხება თუ მეხვეწება ვერ ვარჩევ.

-„არა“,-ვპასუხობ ღიმილით და ვფიქრობ, როდის გავხდი დეიდა. 20 წლის ვარ, ნუთუ ისე გამოვიყურები, დეიდად რომ მომიხსენიონ?! არადა, ჩემთვის რომ ეთქვათ, თანახმა ვიქნებოდი, ამ ბიჭთან ერთად ბურთი მეთამაშა.

-„მაშინ, მოხარშული კვერცხი გეყვარება, აუცილებლად გეყვარება“,- არ ნებდება ბიჭი და ხელზე მქაჩავს მთელი ძალით.

-„არა,არც მოხარშული მიყვარს. კვერცხზე ალერგია მაქვს! გამიშვი გთხოვ“,-ამჯერად მე ვემუდარები.

-„ვერ გაგიშვებ, აუცილებლად უნდა იყიდო“,- მეუბნება  და იმ ხელზე მანიშნებს კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ქაღალდები რომ უჭირავს. ყველა მათგანი უკვე გამოყენებული და უსუფთაოა.

-„რად მინდა ეს ყუთები, ან საერთოდ ვინ უნდა იყიდოს? ფულს მოგცემ და გამიშვი. ყუთები სხვას მიჰყიდე“,- თანდათან ხასიათი მიფუჭდება და თავი ძალიან ცუდი დადგმის მონაწილე მგონია.

-„ვერ გაგიშვებ, მერე ის მცემს.  ზემოდან მიყურებს და თუ არ წაიღებ, მცემს!“,- ბიჭი თვალებს ზევით სწევს. ბინას ავხედე,მაგრამ ვერავინ შევამჩნიე.

„არა, არ შეხედო, მიხვდება რომ გითხარი. იყიდე გთხოვ“,- მოულოდნელად ატირდა. მუყაო ნაჩქარევად მომაჩეჩა. თანხა გადავიხადე, კვერცხის ჩასაწყობი ყუთები გამოვართვი და წამოვედი.

-„მიიიყვააარრრხაააარ…“,- იძახდა ბიჭი ზურგსუკან და ჩემი თვალები, გაოცებისგან გაფართოებული, ჯერ კიდევ ელოდა ფარული კამერების გამოჩენასა და ფრაზას: „თქვენ გაებით მახეში!“

მოვდივარ ვაკის  ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე უცნაური შეგრძნებითა და არეული ფიქრებით. ვინ იყო ეს ბავშვი? რატომ მითხრა მცემენო, ან ვინ უნდა სცემოს? ზურგს უკან დაჟინებული მზერა ვიგრძენი, ბიჭი იმავე ადგილას იდგა და მაკვირდებოდა. ირგვლივ მიმოვიხედე კამერები არსად ჩანდა,მივხვდი, ეს დადგმა არ იყო, ნეტავ ყოფილიყო, ნეტავ მართლა ყოფილიყო… ახლა როგორ მოვიქცე?!

ზოგჯერ ჩამოწვება გრძელი დღეები ბურუსიანი, მოგიტანს სევდას და შიშს,რომელსაც სახელად გონება ჰქვია.

გასაუბრება, როგორც ველოდი, ისე დასრულდა. რაც ნიშნავს,რომ ყველაფერმა ცუდად კი არა, საშინლად ჩაიარა. ტაქსიში ვზივარ ყურებჩამოყრილი, ახლა მეც „დარეკილის შვილი“ ვარ.  გოგო, რომლის სამსახურში აყვანაც კარგმა სანაცნობო წრემ განაპირობა. თავი რომ არ შემერცხვინა, იქნებ დამევიწყებინა, რომ რეკომენდაციით ვიყავი მისული. ახლა დამირეკავენ და მეტყვიან, როგორ წარმატებულად გავიარე გასაუბრება და მეცოდინება,რომ წარმატებულად მხოლოდ სხვას წავართვი შესაძლებლობა.

გვერდით საშუალო ასაკის ქალბატონი ზის, ლოცვანს კითხულობს. უკან-ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ყურსასმენები მოვიხსენი და შევეცადე მათს საუბარზე გადამეტანა ყურადღება, სხვისი პრობლემებით საკუთარი გადამეფარა.

– თავისი ბრალი იყო შე ჩემა აბა რა იყო. ვიდექი და დამარტყა. თან უკნიდან რომ ურტყავენ, ე.ი. მისი ბრალია.

– აუ ბიჭო, ახალი ჩამოყვანილი მაინც არ გყოლოდა ეგ მანქანა, გული ასე აღარ დაგწყდებოდა. ვერ დაულეწე გვერდები?!

– თავიდან ვიფიქრე, მივალ და გავხევ-მეთქი, მაგრამ მერე შევხედე, თვითონაც შეშინებული იყო და შემეცოდა. მანქანაში ცოლი და შვილები ჰყავდა,ტიროდნენ. თან მაშინ რა ვიცოდი „აზერი“ იყო თუ რა იყო. ვერც მივხვდი, ქართველი მეგონა, თორემ ამას შევარჩენდი…

ჩემ გვერდზე მჯდომ ქალს გადავხედე. ისევ მშვიდად და აუღელვებლად კითხულობდა ლოცვანს. კითხვა წამითაც არ შეუწყვეტია, თვალიც არ დაუხამხამებია.. უკან მჯდომ ბიჭებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, თვითონაც შემომხედეს, რამდენიმე წამით შეჩერდნენ და  ისევ განაგრძეს: „ ეგენი ერთ დღეს  კაი ტიპობას მოინდომებენ გეუბნები, დროზე უნდა დავერიოთ, არ შეარჩინო ეგ ამბავი,იცოდე!“…

ვგრძნობდი, ვიღაც უნდა გაჩერებულიყო. ისე დავიკლაკნე ტკივილისგან, თითქოს, ნეკნებში ფრჩხილები ჩამასვეს. ჩემს უკან მსხდომი ბიჭები  გინებებით „გამტკიცებულ“ დიალოგს არ წყვეტდნენ, გვერდით, მჯდომი ქალი- ფსალმუნების კითხვას. ტაქსი გავაჩერებინე და სასწრაფოდ ჩამოვედი. გარეთ უკვე ძალიან ბნელოდა. ჩემი ლექტორის ხმა მომესმა შორიდან, შემდეგ ხმა დაიწმინდა და სიტყვები გავარჩიე: „ორგვარი სიბნელის მეშინია ყველაზე მეტად: სიბნელის ოთახში და სიბნელის ადამიანის გონებაში“. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ  ცუდი სცენარით დადგმული ცუდი სპექტაკლი მესიზმრება.

ზოგჯერ ჩამოწვება გრძელი დღეები, ბურუსიანი, მოგიტანს სევდას და შიშს,რომელსაც სახელად ცხოვრება ჰქვია.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული

9 years ago

დავით უსუფაშვილი: “ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას”

12 years ago
გაძვირდა თუ არა სწავლის საფასური კერძო სკოლებში?

ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება

8 years ago
25 დეკემბერს ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შეუსრულდა

25 დეკემბერს ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შეუსრულდა

5 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by