The Tbilisi Times აგრძელებს საზოგადოებისთვის საქართველოში არსებული რელიგიური მიმდინარეობების გაცნობას. ამჯერად გთავაზობთ სტატიას სახარების რწმენის (50-იანულ) ეკლესის შესახებ. როგორია მათი სწავლება, რა რეპრესიების, პრობლემების გადალახვა მოუწიათ დაარსებიდან დღემდე, რა სახის მსახურებებია დამახასიათებელი, რამდენი 50-იანული რელიგიური მიმდინარობის წარმომადგენელი არის დღეს საქართველოში, საკმარისია თუ არა მრევლის შემოწირულობები სახარების რწმენის ეკლესიის არსებობისთვის, როგორ აფასებენ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ პოლიტიკას და რა შენიშვნები აქვთ რელიგიის სააგენტოსთან ამ და სხვა სინტერესო თემებზე “თბილისი თაიმსს” საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ახალგაზრდული მსახურების ხელმძღვანელი, ხუცესი გურამ იმერლიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ხონელიძე ესაუბრა.
თქვენი რელიგიური მიმდინარეობა დარეგისტრირებულია, როგორც საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, საზოგადოება კი უფრო მეტად “ორმოცდაათიანელების” სახელით გიცნობთ. არის რაიმე სახის განსხვავება ამ ორ სახელწოდებას შორის და რამდენად რეალურია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს “50-იანული” თქვენი მხრიდან აღიქმება როგორც შეურაცხყოფა?
– ჩვენ რელიგიურ მიმდინარეობის სახელწოდებაა საქართველოს სახარების რწმენის (50-იანული) ეკლესია. ეს ის 50-იანული ეკლესია, რომელიც საქართველოში 100 წელია არსებობს, მაგრამ როცა მოგვეცა შესაძლებლობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსი მიგვეღო, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სახელით დავრეგისტრირდით. არანაირი ცვლილება არ მომხდრა, 50-იანელების არც სტრუქტურა, არც თეოლოგიური საფუძველი, ის რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, არ შეცვლილა და არც რაიმე შურაცხყოფის შემცველი არაა ჩვენთვის. აბსოლიტურად ერთი და იგივეა, უბრალოდ 50-იანული რელიგიური მიმდინარეობა რუსების შემოტანილი იყო და ჩვენ გადავაქართულეთ.
რა უდევს საფუძვლად სახარების რწმენის ეკლესიას, რა არის მისი იდეა, მრწმასი?
– ძირითადად ეფუძნება პროტესტანტული ფრთის იდეოლოგიას და აგებულია სულიწმინდის გადმოღვრის მადლზე. მთავარი იდეა და ინტერესი სწორედ ის იყო, რომ ყურადღება გამახვილებულიყო იმაზე, რაც მოხდა 50-ე დღეს, როდესაც იესო ზეცად ამაღლდა და სულიწმინდა გადმოიღვარა მოციქულებზე, რომელთაც მიიღეს ნიჭი უცხო ენებზე საუბრისა. სახელწოდებაც სწორედ იქიდან მოდის, რომ 50-ე დღეს სულიწმინდის მადლით დაფუძნდა ეკლესია. მიზეზი რატომაც მარტინ ლუთერ კინგმა და სხვებმა პროტესტი განუცხადეს კათოლიკურ ეკლესიას იყო ის, რომ მათ გარკვეულწილად მოუწიათ დაშორებოდნენ სამოციქულო საწყისებს, ამიტომ მათგან გამოყოფის შემდეგ გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ ძველ ფესვებს, პირველ სამოციქულო სწავლებას და ყველაფერი დაიწყეს იქიდან, რაც მოხდა 50-ე დღეს. ნათლობა სულიწმინდაში ეს არის ის, რითაც განსხვავდება სხვა პროტესტანტული ფრთისგან სახარების რწმენის (50-იანული) ეკლესია.
პირველი და მთავარი იდეოლოგია არის ღმერთის სიტყვის გავრცელება, ევანგელიზაცია, როგორც პირველი ქრისტიანები ამბობდნენ:”წადით და უქადაგეთ ქვეყნიერებას ქვეყნიერების კიდემდე”. ამდენად, ღმერთის სიტყვის ხარება არის ეკლესიის უმთავრესი ფუქცია, ამავდროულად ეკლესიის წევრებისათვის სიწმინდის დაცვა და ჭეშმარიტებაში ცხოვრება.
სად ჩაეყარა საფუძველი თქვენს რელიგიურ მიმდინარეობას და რა ვითარებაში ხდებოდა მისი მასიური გავრცელება საქართველოში?
– 1901 წელს პირველი 50-იანული ეკლესია ჩამოყალიბდა ამერიკაში, თუმცა თავად დამფუძნებლები იყვნენ კათოლიკეები, მეთოდისტები, სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლბი. ანუ წინარე პირობა ჰქონდა და არ ყოფილა წყვეტა, პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული არსებობს. სხვადსხვა ქრიტიანული მიმდინარეობაში სულიწმინდის გადმოღვრა და ნათლობა სულიწმინდაში ხდებოდა ჯერ კიდევ 12,13,14 საუკუნებში, უფრო ადრე კალვინისტებშიც ვლინდება, ხოლო დანამდვილებით ვიცით, რომ 15,16 საუკუნეებში სულიწმინდის გადმოღვრა როგორც ფაქტი ფიქსირდებოდა. სახარების რწმენის ეკლესიის ისტორია საქართველოში იწყება 1914 წლიდან, როდესაც თბილისში, სპარსეთიდან ჩამოვიდა მისიონერი დევიდ ურუშანი, რომელმაც ჩამოყალიბა პირველი ქრისტიანული თემი. 50-იანული რელიგიური მიმდინარეობა სხვადასხვა გზიდან, ნელ-ნელა, შემოდიოდა და ვრცელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. ისინი ცალ-ცალკე ჯგუფებს აყალიბებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ერთმანეთს ეცნობიან და ერთიანდებიან.
სახარების რწმენის ეკლესიამ საბჭოთა პერიოდში რესპრესიების რამდენიმე ტალღა გადაიტანა. დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ართმევდნენ დედობის უფლებას,ასახლებდნენ, ართმევდნენ შვილებს, უსჯიდნენ ხანგრძლივ პატიმრობს, დევნიდნენ მხოლოდ რწმენის გამო. სახელმწიფო არქივებში არის დაცული მასალები, თუ როგორ გაიყვანეს ბათუმის პორტიდან 60-მდე მორწმუნე, რომელთა ბედი დღემდე უცნობია. საბჭოთა პერიოდში 100-მდე პატიმარი გვყავდა რელიგიური ნიშნით.
რა იყო მოთხოვნა, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო საჭირო რომ “სსიპ” ფორმით მომხდარიყო თქვენი რელიგიური მიმდინარეობის დარეგისტრირება?
– საბჭოთა პერიოდში რელიგიური მიმდინარეობის რეგისტრაცია მოითხოვდა გარკვეულ ულტიმატუმებს, თუნდაც ბავშვებთან არ უნდა გელაპარაკა და სხვა, რის გამოც არ ვიყავით რეგისტრირებულები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სანამ სამართლებრივი რეგულაციები მოხდებოდა, შეიქმნებოდა კანონი, გარკვეული ორგანიზაციის სახით დავრეგისტრირდით. ეს იყო აიტი ორგანიზაცია, რომელიც თავიდანვე დიდ ქველოქმედებას ეწეოდა და ეკლესიაც, როგორც ორგანიზაცია მისით საქმიანობდა. ომიანობის დროს, როცა საქართველოში ძალიან ჭირდა ჩვენ გვქონდა უფასო სასადილო, სადაც უპოვრებს, დღეში ორჯერ ვუმასპინძლდებოდით, ოფიციალურად გვყავდა სამასი, თუმცა გაცილებით მეტი სტუმრობდა დაახლოებით 500-მდე. წლების მანძილზე ვეწეოდით ამ საქმიანობას, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ადამიანი მშიერი არ დარჩენილიყო. შემდგომ როცა მოგვეცა საშულება “სსიპ”-თ რეგისტრირებისა “სსიპ”- სახარების რწმენის ეკლესიის სახელწოდებით დავრეგისტრირდით. ზოგადად ძირითადი მოთხოვნაა: ევროკავშირის ქვეყნებში უნდა არსებობდეს ეს რელიგიური მიმდინარეობა და უნდა ჰქონდეს საქართველოსთან ისტორიული კავშირი.
სულ რამდენი სახარების რწმენის ეკლესიაა საქართველოში და რა რაოდენობის მრევლი გყავთ?
– საკუთრებაში გვაქვს 100-მდე ეკლესია, თუმცა გვაქვს მცირე სამრავლოები, დაახლოებით 50 კაციანი, რომელთა რაოდენობაა ოცი. ანუ მთლიანად საქართველოს მასშტაბით გვაქვს 120 ეკლესია. მრევლის რაოდენეობა 12 000. დაახლოებით 300 არის ჩვენი ეკლესიის მრევლის ბავშვები. ჩვენ მრევლად ვთვლით მათ ვინც უკვე მონათლულია, ხოლო ბავშვებს არ ვნათლავთ, ვიდრე თავად არ მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას. ეს ხდება მოწიფულ ასაკში, ვიღაცითვის ეს შეიძლება იყოს 14 წელი, 16 წელი ან სკოლის დამთავრების შემდეგ. ასე, რომ მთლიანობაში 15000-იანი მრევლი გვყავს. ყველაზე მსხვილი ეკლესია თბილისშია, სასწავლო ცენტრებით, ისე ყველა რეგიონში არის ჩვენი სამლოცველო სახლები, კახეთში , ქართლში და ა.შ.
გარდა საეკლესიო მსახურებებისა, რა ღონისძიებებს ატარებთ მრევლისთვის, რა სახისაა თქვენი საეკლესიო მსახურებები და რითაა გამორჩეული?
– სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. გვაქვს საქართველოს ქრისტიანულ-თეოლოგიური ინსტიტუტი, სასწავლო კოლეჯი, სადაც მსმენელები ერთი წლის დამთავრების შემდეგ იღებენ სერთიფიკატს, თუ ორ წელს დაამთავრებენ მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელ დიპლომს, ხოლო თუ 4 წლიან კურსს დაამთავრებენ უკვე გავცემთ ბაკალავრის ხარისხის დიპლომს და რის შემდეგაც მსურველებს შეუძლიათ მაგისტრატურაზე განაგრძონ სწავლა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. რაც შეეხება მსახურებებს, მას პროტესტანტული ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ტრადიცული სახე აქვს. წირვა იქნება ეს თუ მსახურების სხვა ფორმა მიმართულია მორწმუნეების შინაგანი ცვლილებისკენ. ნაკლები მნიშვნელობა ექცევა გარეგნულ გამოვლინებებს, აქცენტი გადატანილია ადამიანთა შინაგან ტრანსფორმაციაზე. მსახურებებისთვის დამახასიათებელია მუსლიკალური გაფორმება, სასულიერო სიმღერები, ხალხში ცნობილი ქრისტიანული საიდუმლოებები ნათლობა, ზიარება და ნებისმიერი ის მსახურების ფორმა რაც ახალ აღთქმაშია აღწერილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი სულიწმინდი გადნოღვრაა, რაც ქრისტემიერი სამართლიანობის აღდგენაა. იესომ თქვა, სულიწმინდის გადმოსვლა შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ზეციდან შობილი ადამიანის ცხოვრებაში მოსული ნაყოფები აუცილებლად ილაპარაკიებს იმაზე რომ ხელახლა, ღმერთისაგან შობილი. ღმერთმა ჩათვალა საჭიროდ სულიწმინდა გადმოსულიყო ადამიანებზე არა ისე, რომ არავის ვერ დაენახა არემდე ხმაურიოთ, ცეცხლოვანი ენების ნიშნით, სხვადსხვა ენებზე საუბრის ნიშნით და მას შემდეგ ეს არ შეწყვეტილა დედამიწაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის თუ როდის ავღნიშნავთ დღესასწაულებს, არამედ მნიშვნელოვანია მათ არსი. რაც შეეხება გავრცელებულ აზრს, რომ პროტესტანტები მამათა გადმოცემებს უაროფენ არასწორია. მამების გადმოცემები და სწავლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხელაღებით ვერც ყველა გდმოცემას ვურაყოფთ და ვერც ყველას დავეთანხმებით. ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, გონება, აზრი და განსჯის უნარი; წინდა წერილში წერია ყოველივე გამოსცადეთ, მაგრამ კეთილს ჩაეჭიდეთ, ამიტომ მამების გადმოცემა ჩვენთვის მისაღებია მანამ, სანამ ის ღემრთისთვისაა მისაღები.
რის ხარჯზე არსებობს სახარების რწმენის (50-იანული) ეკლესია. მრევლის შემოწირულობები ხშირად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს რელიგიური ორგანიზაციისთვის საჭირო ყველა ხარჯის ანაზღაურება?
– მართალი ხართ, შეიძლება მრევლის შემოწირულობა არ იყოს საკმარისი, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ხანდახან ძალიან ტევადია ეს თანხა, რადგან ყველა გულანთებული ქრისტიანი თვლის, რომ თავისი შემოსავლის, რაღაც ნაწილი, თუ ის მართლაც მორწმუნეა, იმ კეთილი საქმისთვის უნდა გაიღოს, რომელსაც უფალი გვავალებს. გარდა ამისა, ჩვენ მარტონი არა ვართ. ზეციდან შობილი, სულიწმნდით მონათლული, ქრისტიანების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 700-800 მილიონს აღემატება. არა ოფიციალური მონაცემებით მილიარდზე მეტია და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ვინაიდან ჩვენ ყველანი ერთი ქრისტეს ეკლესიის წარმომადგენლები ვართ, ვთვლით საჭიროდ დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. მაგალითად: 2008 წლის ომის პერიოდში, ჩევნი ეკლესია იყო ერთ-ერთი პირველი, რომლებმაც რამდენიმე ათეული ათასი დოლარის პირველადი მოხმარების ნივთები ჩავუტანეთ ლტოლვილებს. სახელმწიფო სტრუქტურებზე ადრე შევძელით მობილიზება და ადამიანების დახმარება. ეს მხოლოდ მრევლის შემოწირულობა არ იყო, შევაწუხეთ მეგობრები, ვუთხარით ჩვენს ქვეყანას უჭირს და საზღვარგარეთელი და-ძმები დაგვეხმარნენ. ასევე ჩვენც ვეხმარებით სხვა ქვეყნის 50-იანულ ეკლესიებს, როცა ეს სჭირდებათ მაგ: როდესაც იაპონიაში მოხდა ქვესადგურის დაზიანება, ახალგაზრდებმა გააკეთეს გამოფენა-გაყიდვა თავიანთი ნამუშევრების და შემოსული თანხა გავუგზავნეთ იაპონელებს. არის შემთხვევები, როდესაც ვუგზავნით რუსეთში დახმარებას, ირანში და ა.შ.
როგორი ურთიერობა გაქვთ საქართველოში არსებულ რელიგიურ დენომინაციებთან და რა სახით თანამშრომლობთ მათთან?
– ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყნის დომინანტური ეკლესია, თუმცა პროტესტანტულ ეკლესიებთან თანამშრომლობა უფრო გვიადვილდება, რადგან გვიცნობენ, მკაფიო და ნათელი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე. კათოლიკურ ეკლესიასთანაც არ გვიჭირს თანამშრომლობა. ერთობლივად მიგვიღია მონაწილეობა გარკვეულ ღონისძიებებში. უმტკივნეულოდ და დაბრკოლების გარეშე. არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ ერთადერთი ვისთანაც შეიძლება გვქონდეს პრობლემა თანამშრომლობის კუთხით და არა მთლიანად მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არამედ ზოგიერთ მის წარმომომადგენელთან, ესეც იმის ბრალია ალბათ მათ არ აქვთ ჩვენზე სწორი ინფორმაცია. მაგალითად: ზოგიერთმა მღვდელმა შეიძლება დაუშალოს ვინმეს ჩემთან მეგობრობა, იმიტომ რომ მათი აზრით “გზას აცდენილი” ვარ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არიან ისეთი თავისუფლად მოაზროვნე, ქრისტიანულ საფუძველბში ჩაჭიდებული მოძღვრები, რომლებიც პირიქით აგზავნიან ჩვენთან ადამიანებს, ამათ იცნობდეთ, ეს ხალხი მისაღებია, წრფელი გულით უყვართ უფალი.
ჩვენი მიზანია დაქსაქსულები კი არ ვიყოთ ერთმანეთში, არამედ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს ესაა ცოდვა. ერთ ჭერქვეშ კი არ უნდა გავერთიანდეთ, არამედ ერთი იდეის, ერთი საქმის გარშემო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი გვყავს საქართველოში ვინც ნარკოტიკებში ღაფავს სულს, ვინც სხეულით ვაჭრობს, ლოთობს, ბავშვები ქუჩაში იზრდებიან, ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემებს ვეომოთ,ურთიერთობების გარკვევას ვუნდებით. ნებისმიერი ანაფორაში შემოსილი მღვდელი და მე პროტესტანტული ეკლესიის მსახური უნდა გავიდეთ ქუჩაში და ამ ადამიანებს ფეხი დავბანოთ. სამწუხაროა, რომ ეს ასე არ ხდება.
როგორ ფიქრობთ რამდენად თავისუფალი გარემოა დღეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით და რა სახის პრობლემებს აწყდებით ხოლმე ძირითადად?
– მადლობა ღმერთს მთავრობასაც ესმის და ხალხიც მეტ-ნაკლებად მიეჩვია იმას, რომ განსხვავებული აზრი წყევლა კი არაა, არამედ საშუალებაა ნაკლოვანებები დაინახო საკუთარ თავში, მობილიზილებული იყო, ესწრაფოდე პროგრესს. ღვთის წყალობით დღეს შეგვიძლია შევიკრიბოთ, ჩავატაროთ მსხაურებები, ხალხს ვუქადაგოთ იესო ქრისტე, არავინ არ გვარბევს, თავს არ გვესხმიან. თუმცა ბოლოს იყო შემთხვევა, როცა მიზანმიმართულად შეგვიშალეს ხელი და სპორტის სასახლეში გასამართი ღონისძიება ხელოვნურად გამოწვეული მიზეზებით ჩაიშალა, შემდეგ კონკრეტულმა ადამიანებმა ბოდიშიც კი მოგვიხადეს ამის გამო. წინა ხელისუფლების დროს ასეთი პრობლემები არ შექმნილა.
სახლმწიფოს რელიგიურ პოლიტიკას როგორ შეაფასებთ? როგორი ურთიერთობა გაქვთ იმ სტრუქტურებთან, რომლებიც რელიგიის საკითხებზე მუშაობენ?
– მინდა მჯეროდეს რელიგიის საბჭო და რელიგიის სააგენტო მოწოდებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში დალაგდეს სიტუაცია, მივაღწიოთ მეტ სულიერ თუ პოლიტიკურ სიმწიფეს, მაგრამ ცხადია ერთიანად ყველაფერი ვერ მოხერხდება და ვერ გაკეთდება მტკივნეული გადაწყვეტილეებისა და არაკეთილსინდისიერი ადამიანების ჩარევის ფონზე. უკეთესობისთვის მუშაობაა საჭირო და ამას ვემსახურებით ჩვენც.
სახელმწიფოს რელიგიის პოლიტიკასა და საზოგადოებაში თანასწორუფლებიანობაზე განსხვავებული პოზიცია აქვს ლელა ხონელიძეს, რომელმაც The Tbilisi Times საუბრისას განაცხადა, რომ საჯარო სივრცე ყველა რელიგიური მიმდინარეობისთვის თანაბარი არ არის, სახელმწიფოს მზაობა კი რელიგიის საკითხებში მოაგვაროს პრობლემები გარკვეული მიზეზებითაა შენიღბული.
“მიუხედავად იმის, რომ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები და თანასწორები ვართ კანონის წინაშე სამართლიანობა მაინც არის დარღვეული. იმ უპირატესობებით სარგებლობა, რაც მართლმადიდებელ მრევლს შეუძლია, ვერ გამოიყენებს სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი. რაც შეეხება პრესას და საჯარო სივრცეს, აუცილებლად ნეგატიური უნდა მოხდეს რაიმე, რომ დაინტერესდენ ჩვენი საქმიანობით.
დადებითად შესაფასებელია სახელმწიფოს სურვილი დაარეგულიროს რელიგიებს შორის ურთიერთობა, რისთვისაც ქმნის გარკვეულ ორგანოებს, მაგრამ საკითხავია რის ხარჯზე კეთდება ეს. მათი მზაობა, ქვეყანაში რელიგიური პრობლემები მოაგვარონ, მთლად გულწრფელი და სამართლიანი არ არის. მეტიც, გარკვეული მიზეზებითაა შენიღბული. დაწყებული იქიდან, რომ რელიგიის სააგენტო შეიქმნა ისე, რომ რელიგიის საბჭოში გაერთიანებული რელიგიებისთვის, რომელთა რაოდეობა 32-ია, აზრი არ უკითხავთ. სააგენტო შეიქმნა დამოუკიდებლად, ყოველგვარი კონსულტაციების, აზრთა კითხვის გარეშე, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 10 თუ 11 რელიგური მიმდინარეობა. რაშიც ვხედავთ დისკრიმინაციული ხასიათის მომენტებს, ყველა არაა მიჩნეული თანასწორად, ახდენენ დიფერენცირებას-ტარდიცული და არატრადიციული, მთავარი, დომინანტი და ა. შ. თანასწორობა, ტოლერანტობა და პლურალიზმია ის მთავარი, რასაც უნდა ეყრდნობოდეს სახელმწიფო რელიგიური ურთიერთობების დარეგულირებისას. ჩვენ რასაც წინა მთავრობას ვუმადლოდით, სწორედ ის იყო, რომ სსიპ-ს სტატუსი მიანიჭა ყველა იმ რელიგიურ დენომინაციას, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. დღეს კი ყევლაზე სავალალო ის მოხდა, რომ მხოლოდ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას აფინანსებენ. ეს მისასალმებელია, თუმცა მანკიერი პრაქტიკაა დისკრიმანიციის. ამბობენ “საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ანაზრაურებას”, მაგრამ საქმე ისაა, რომ მაშინ საქართველოში არსებობდა ათაზე მეტი რელიგიური გაერთიანება და მეტ-ნაკლებად ყველამ გავიაერთ რეპრესიები. მთავარი კითხვაა: რის საფუძველზე მოხდა შერჩევა? ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი სასამართლოში და ვდაობთ აღიარების ძირითად ნაწილში. სასაცილოა, როცა სასამრთლოში და მოპასუხე მხარედ გხვდება რელიგიის სააგენტო. ვინ არის სააგენტო? რისთვის შეიქმნა? აკონტროლოს რელიგიები თუ მის პრობლემებზე იფიქროს. ალბათ, უფრო შექმნილია იმისთვის, რომ აკონტროლოს ისინი. დარღვევების სათანადო სამართლებრივი შესწავლა ნამდვილად არ ხდება.
წლიური ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდა. ვისაც კრიტიკული აზრი გვქონდა არავის სიტყვა არ მოგვცეს პრეზენტაციაზე. ამოარჩიეს პიროვნებები, ვინც მათ მაქსიმალურად დადებითად წარმოაჩენდა,სწორედ მათ დაუთმეს დრო. ჩვენ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, თუმცა არ ვმტრობთ ერთმანეთს, ვცდილობთ მშვიდობიანად მოვაგვაროთ. ვდაობთ პრობლემის ირგვლივ და არა პიროვნებებთან. როდესაც გაფართოებული შეხვედრებია, როდესაც საქმის ვითარება წყდება იქ ტყიულს ვერ ვიტყვით. იქ მთავარ როლს მეგობრობა ვერ ითამაშებს, იქ სიმართლე უნდა ითქვას. რელიგიის საბჭოს აქვს რეკომენდაციების პაკეტი, აქამდეც ჰქონდა შემუშავებული და მიმართეს სახელმწიფოს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია,”- ლელა ხონელიძე.
სოფიკო ნინიკაშვილი