• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბოქლომი ჭიშკარზე ანუ ბილეთი ქაოსური სიცარიელისკენ

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოხუციბაბუა მაშინ 78 წლის იყო. სახლში იგის ბელადივით წელში მოხრილი მოვიდა, თავდამძიმებული და დაბნეული, გარშემო ვერავის და ვერაფერს ცნობდა. ამ დღის მერე, მხოლოდ დედამისი, ძმა და მეგობარი ტიტე ახსოვდა.

ალცჰაიმერი თანდათან გაუძლიერდა. დაავიწყდა ცოლ-შვილი, შვილიშვილები, ნათესავები… აღარ ახსოვდა, როდის ჭამდა ან სად ცხოვრობდა. სახლიდან იპარებოდა და თავის ბავშვობის სახლში მიდიოდა. ყოველი გაქცევისას, მრცხვენოდა, ვინმეს შეხვდება და თავი მოგვეჭრება-მეთქი. ბებიას მისი დაკარგვის ეშინოდა, “მარშუტკაში” არ ჩაჯდეს და სადმე არ წავიდესო. საბოლოოდ, ჩვენს ჭიშკარზე ბოქლომი გაჩნდა. ბაბუაჩემის გასართობი, ამიერიდან, ბოქლომის გატეხვა იყო. ბებია მოსამსახურე ეგონა, დედამისი-ცოცხალი. ამბობდა, უნდა წავიდე, დედა მელოდებაო. ერთხელ, დედაჩემმა პირდაპირ მიახალა, სად გელოდება, რამდენი წელია მოკვდაო… საწყალი ბაბუა დაიბნა და თვალები ცრემლებით აევსო, ალბათ, დაჯერება არ უნდოდა.

თავიდან ყველას გვებრალებოდა, მერე გვეცინებოდა, მერე უკვე დავიღალეთ მისი გამოხტომებით და ჩხუბმაც იმატა, თითქოს ასე რამეს შევასმენდით.

სიცოცხლის ბოლო კვირას ლოგინიდან ვეღარ დგებოდა. თითქოს, მეხსიერება დაუბრუნდა და ყველას გვცნობდა. არასდროს დამავიწყდება, მისი ცრემლიანი თვალები, შეშინებულმა რომ მომანათა, ხელები გამოიშვირა და ჩამეხუტეო, მთხოვა. პირველად ვნახე, როგორ ტიროდა ბაბუა. ვინ იცის, იმ წუთას რას ხედავდა ან რას გრძნობდა, მაგრამ გულიანად კი ტიროდა.

მაშინ პირველად მოვიდა სიკვდილი ჩემთან ასე ახლოს. ადრე ვამბობდი, რომ მიცვალებულთან ერთად ერთ ჭერქვეშ ვერ გავჩერდებოდი, მაგრამ, იმ დროს, გვერდით ოთახში მეძინა აუღელვებლად.

ეს ოთხი წლის წინ იყო. არ ვიცი, არ საუბრობდნენ თუ ბაბუა პირველი იყო, ვისაც ეს დაემართა, მაგრამ ალცჰაიმერის შესახებ მანამდე არაფერი მსმენოდა. თანდათან უფრო ხშირად ვისმენ ამბებს დაავადებულებზე. ძირითადად, ჩემი მეგობრები დასცინიან ვიღაცის ბებიას ან ბაბუას, მე კი გულში თანაგრძნობას და სევდას ვგრძნობ, თან არ მავიწყდება, როგორ ვუმალავდი ჩემს კლასელებს ბაბუას და ბოქლომს ჭიშკარზე.

ჩემი საყვარელი სერიალის ყურება რომ დავიწყე, გავიგე, რომ ალცჰაიმერი გენური დაავადებაა და გავიაზრე, რომ შეიძლება, ერთ დღეს მეც დამემართოს.

ორი კვირის წინ, უნივერსიტეტში ერთ-ერთმა მეგობარმა თმაში ერთი ღერი ჭაღარა მიპოვა, პირველი ჭაღარა, რომელიც  გამომერია. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს უბრალოდ თმის ღერი ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის იყო პირველი განცდა იმისა, რომ სიბერე რეალურია, რეალური და საშიში. მერე მეორე მეგობარმა ჭაღარა მომაწყვიტა და, თითქოს, გულშიც რაღაც ჩაწყდა:

რა მოხდება, თუკი ერთ დღეს ყველაფერი დამავიწყდება და ჩემი გონება ქაოსში აღმოჩნდება? ყოველთვის, როცა აბაზანაში შუქის ჩაქრობა მავიწყდება, ყოველთვის, როცა ლექციაზე ხუთი წუთის წინ მოსმენილის გახსენებას ვცდილობ და გონებაში სრული სიცარიელე მხვდება, ალცჰაიმერის შიშს თვალებში ვუყურებ.

წარმოვიდგენ, როგორ დამავიწყდება ოჯახის წევრები, ჩემი სახლი და უკან, წარსულში გადავალ. ჩემი აწმყო აჩრდილები და ლანდები გახდებიან. წარმოვიდგენ, როგორი უმწეო ვიქნები, როცა დამოუკიდებლად ვეღარც ჭამას შევძლებ და, ალბათ, ტუალეტის კარსაც ვერ მივაგნებ. წარმოვიდგენ ჩემი შვილიშვილების განცდებს, რადგან ერთ დროს, მათ ადგილზე მე ვიყავი. წარმოვიდგენ და ვფიქრობ, მერე რა, ეს ხომ სხეულის მდგომარეობა იქნება. ყველაფრის დავიწყება გათავისუფლებაა. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს ადგილს ვიპოვი, დედამიწაზე თუ ერთ წერტილს მაინც დავტოვებ და მერე, როცა დრო მოვა, ყველაფერი დამავიწყდება, ჩემი სული გათავისუფლდება და სამუდამო უსასრულობას მშვიდად შეერევა . მხოლოდ დავიწყება ანიჭებს ადამიანებს უკვდავებას.

ჩემი ბაბუა 80 წლის იყო. ბედნიერი,  ყველას ხედავდა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია. აღდგომის კვირას მშვიდად გარდაიცვალა.

ქეთი გოგუაძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა

გერმანია, საფრანგეთი და იტალია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

6 years ago
“მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ – ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

“მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ – ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

3 years ago
„ზეპირსიტყვიერი თარგმანი  ძალიან საინტერესო საქმიანობაა“-სალომე ჯაფიაშვილის პერსონა

„ზეპირსიტყვიერი თარგმანი ძალიან საინტერესო საქმიანობაა“-სალომე ჯაფიაშვილის პერსონა

3 years ago
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by