• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იერუსალიმი – სამი რელიგიის წმინდა ქალაქი

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იერუსალიმი

მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგია: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი საკუთარ წმინდა ქალაქდ იერუსალიმს მიიჩნევს, რომელთანაც თითოეულს ისტორიულად აკავშირებს წმინდა ადგილები. ებრაელებისათვის ეს არის გოდების კედელი და თავად იერუსალიმი, ქრისტიანებისათვის–ვია დოლოროსა და აღდგომის ტაძარი, მუსლიმებისათვის– ალ–აკსას მეჩეთი.

იერუსალიმი საკულტო ცენტრი იყო ათასწლეულით ადრე, ვიდრე მას ებრაელთა მეფე დავითი იებუსელებისგან დაიპყრობდა და იუდეის რელიგურ ცენტრად აქცევდა. იერუსალიმი ისრაელის შემადგენელი ნაწილია. 1980 წელს კი კნესეთმა (ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო) იერუსალიმი ისრაელის განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა. მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი გაერთიანებული სახით ცხადდებოდა ისრაელის დედაქალაქად. წმინდა ადგილებს დაიცავდა ისრაელი სხვათა ძალადობისა და დაზიანებისგან, ხოლო განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლ;ებს მიეცათ საშუალება, მოინახულონ და პატივი მიაგონ წმინდა ადგილებს.

დღეისათვის იგი დაყოფილია სომხურ, ებრაულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ ნაწილებად, იქ არის აგრეთვე ალ-აქსას მეჩეთი და კლდის გუმბათი.

იერუსალიმის რელიგიური მნიშვნელობა ისლამური სამყაროსათვის

არაბულად იერუსალიმის სახელია „ალ-კუდს“(წმინდა) ან კიდევ „ალ-კუდს აშ-შარიფა“ (წმინდა დიდებული), რომელიც განისაზღვრა შუა საუკუნეების არაბი მოგზაურებისა და მწერლების მიერ.

638 წლამდე იერუსალიმი მუსლიმური საზოგადოების ორბიტის გარეთ იყო მოქცეული, ხოლო 638 წელს ხალიფა ომარმა დაიპყრო იერუსალიმი და სწორედ ამ პერიოდიდადნ ხდება მუსლიმთათვის იერუსალიმი მესამე წმინდა ქალაქი მექასა და მედინას შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ხალიფა ომარის მიერ წმინდა კლდისპირზე (სახრა) სალოცავის აღმართვით ძვეული ებრაული ტაძრის ადგილას, რომელიც ისლამმა საკუთარ წმინდა ადგილად გამოაცხადა იმ რწმენით, რომ მუჰამადმა ზეცაში სწორედ ამ ადგილიდან იმოგზაურა. 50 წლის შემდეგ ხალიფა აბდ ალ–მალიქ იბნ მარვანმა იქ ააგო მიზგითი, რომელსაც შეცდომით ომარის მეჩეთსაც უწოდებენ.

საკითხის უკეთ აღსაქმელად, მნიშვნელოვანია მუჰამმადის მოგზაურობის(მირაჯ) უკეთ გაცნობა, რომელსაც ყურანში ეწოდება „ისრა“: „(ალაჰს) მიჰყავს (მუჰამმადი) წმინდა მიზგითიდან უშორეს მიზგითამდე“. წმინდა(ხელუხლებელი) მიზგითი უკვე არსებობდა მექაში, ხოლო „უშორესი” მიზგითი იყო ადგილი არა მიწაზე, არამედ სამოთხეში. პალესტინა კი ყურანში მოხსენიებულია „უახლოეს მიწად“ (30:1). მაგრამ VII საუკუნეში უმაიანთა დინასტიის წარმომადგენლება კლდის გუმბათის განაპირას ააგეს დიდი მიზგითი ალ-აკსა, რაც „შორეულს“ ნიშნავს: ეს არის ისლამის უწმინდესი მიზგითი მექასა და მედინას შედეგ. გარდა ამისა, იერუსალიმი იყო ყიბლა (ლოცვის მიმართულება) მუჰამმადისათვის, ვიდრე იგი მედინაში მყოფი, 623 წლიდან ყიბლად აქცევდა მექას და ისლამში უპირველესი სიწმინდის მნიშვნელობას მიანიჭებდა მექაში მდებარე ქააბას.

ისრასა და მირაჯის წყალობით ისლამური სამყაროსათვის იერუსალიმი მესამე წმინდა ქალაქდ იქცა. მათთვის მთავარი წმინდა ადგილებია ალ-ჰარამ აშ-შარიფის ტერიტორიაზე მდებარე ( წმინდა ნაკრძალი) ალ-აკსას მიზგითი და ალ-კუბბათ ას-სახრა (კლდის გუმბათი).

იერუსალიმის რელიგიური მნიშვნელობა ქრისტიანულ სამყაროში

ქრისტიანთათვის იერუსალიმი არის წმინდა ქალაქი, სადაც ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე. ქალაქში არის წმინდა ადგილები, სადაც იესომ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი დღეები, ქადაგებდა და კურნავდა დაავადებულებს, აღასრულა საიდუმლო სერობა.

თეორიულად, ქრისტიანთათვის ზეციური იერუსალიმი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მიწიერი. მაათვის ცენტრალურია არა „ფიზიკური“ ტაძარი, არამედ მაცხოვარი, ქრისტე. ამიტომ მიწიერი იერუსალიმიც ქისტიანებისათვის ძვირფასია და იგი მოლოცვის ადგილის წარმოადგენს.

ქრისტიანებს იერუსალიმში აქვთ უწმინდესი ადგილები, რომელთაგან ყველაზე გამოკვეთილია „აღდგომის ეკლესია“ (მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის), ხოლო კათოლიკე ქრისტიანები მას „წმინდა აკლდამის ეკლესიას“ უწოდებენ. ტაძრის შიგნით მდებარეობს გოლგოთა და ქრისტეს აკლდამა. ძველი ქალაქის რეკონსტრუქციისას ქალაქის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ყურადრება მიაქცია ვია დოლოროსას და აღდგომის ტაძარს, რომელთა აღდგენა მოხდა არა ახალი, არამედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქრისტეს ეპოქის ფენიდან მოპოვებული უძველესი მასალით.

ამჟამად, წმინდა აკლდამის-აღდგომის ტაძარი გაყოფილი აქვთ იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს, ფრანცისკანელთა ორდენს და იერუსალიმის სომხურ საპატრიარქოს. იმავე ეკლესიაში პატარა ადგილს ფლობს კოპტური საპატრიარქო. ასევე, უფლებები შეუნარჩუნდათ ეთიოპიურ და სირიულ საპატრიარქოებს.

იერუსალიმის რელიგიური როლი იუდაისტურ სამყაროში

იუდეველებისათვის წმინდაა არა მარტო იერუალიმი, არამედ მთელი ისრაელი. თორას მიხედვით ისრაელი არის ღმერთის მიერ საკუთარი რჩეული ხალხისათვის აღთქმული მიწა.

იერუსალიმი იუდაიზმის სიმბოლოდ მეფე დავითის შედეგ იქცა, როგორც ებრაული ერისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების უდიდესი სტიმული.

იერუსალიმის მნიშვნელობა განსაზღვრავს ებრაელთა თვით-აღქმას, გამორკვევას და ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებას წინასწარმეტყველებებითა და დავითის ფსალმუნებით. მათთვის იერუსალიმი და სიონი სინონიმებია. ებრაელი ხალხი იდენტიფიცირდება სიონთან, ხოლო იერუსალიმი აღიქმება როგორც დედა, რომელიც არის დაქვრივებული, დარდითა და ნაღველით დამძიმებული, რომელიც კვლავ შეკრებს ერთად საკუთარ შვილებს.

გოდების კედელი, ტაძრის მთასთან ერთად ყველაზე სანუკვარ ადგილად ითვლება ებრაულ სამყაროში. მას ეწოდება “ჰაქოთელ ჰამაყარავი” – დასავლეთის კედელი, რომელიც ერთ-ერთია იმ ოთხი საყრდენი კედლიდან, რომელიც ტაძრის მთას ერტყა გარს. ამ კედელს დიდ სიწმინდეს მიაწერენ, ალბათ იმის გამო, რომ მორიას მთის მწვერვალი, რომელზეც “წმიდათა წმიდა” იდგა, მის მახლობლად მდებარეობდა. არაბებს მისთვის “ჰიათ ელმაბქა” – “ცრემლების [ანუ გოდების] კედელი” შეურქმევიათ. ყოველი თაობის ებრაელი აქ მოდიოდა სალოცავად და ტირილით შეჰღაღადებდა კედლის მდუმარე ქვებს, რომლებიც უკვე ორი ათასი წელია, ისრაელის ძეთა ტკივილისა და ვაების მოწმენი არიან.

მომლოცველები ყველაზე მეტად ცდილობენ იერუსალიმში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხვდნენ, სადაც ესწრებიან სასწაულს – მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას.

წყარო:www.education.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026
„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ახალი ამბები

„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

07/14/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

საინტერესო

„თუ  უკრაინა    გაუმკლავდება  რუსეთს,  საქართველოც  შეძლებს  ოკუპირებული  ტერიტორიების  დაბრუნებას“ – გურამ მარხულია

„თუ უკრაინა გაუმკლავდება რუსეთს, საქართველოც შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას“ – გურამ მარხულია

12 years ago
16 წელი – განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

16 წელი – განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

5 years ago

რუსეთის სანქციები თურქეთს

11 years ago
“მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ” – თეა გოდოლაძე

“მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ” – თეა გოდოლაძე

3 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by