• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსი იმოძრავებს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მერიაქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები.

მემორანდუმს ხელი თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბანკირმა თეა მელიქაძემ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ჭეიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად 27,000,000 ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს.
გარდა ამისა, თბილისის მერია მიიღებს გრანტს, 7,000,000 ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის (E5P) მიერ. (E5P) მრავალდონორიანი ფონდია, რომელსაც EBRD მართავს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 150 ახალი ავტობუსის შეძენას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას. მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ახალი სამარშრუტო სქემა გვქონდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტებში გვიჭერენ მხარს“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

პროექტი წარმოადგენს ფართო წამოწყების ნაწილს, რომლის მიზანია თბილისში საჯარო ტრანსპორტის მობილობის გაუმჯობესება და რომელიც გულისხმობს ავტობუსების არსებული მარშრუტების რესტრუქტურიზაციას. თბილისის მერიამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის მოსაძიებლად, რომელიც დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს. შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ რეგულაციების შესაბამისად. შესყიდვის მიზანია მგზავრზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განვითარება, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება მობილობის პრობლემას. პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ევრო, საიდანაც 300 ათასს თბილისის მთავრობა ბიუჯეტიდან დააფინანსებს, ხოლო 500 ათას ევროს საერთაშორისო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიიღებს.

თბილისის მერიის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით წამოწყებული პროექტები საფუძველს ჩაუყრის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ძირეულ რეფორმას, რის შედეგადაც მოსახლეობა ევროპული სტანდარტების მომსახურებას მიიღებს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by