• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კორცხელში მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების  მონიტორინგის  ახალ ეტაპი იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაკორცხელში მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვს.

როგორც ”თბილისი თაიმსს” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან აცნობეს, შეშფოთებას გამოთქვამენ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები.

”22 მაისს, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა livepress.ge-ს ცნობით, საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეები ჟურნალისტებს, მათ შორის livepress-ის ჟურნალისტს „პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.

ხელშეშლაზე საუბრობს კიდევ ერთი მედიასაშუალება – ipress.ge, კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა „კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიო ჩანაწერი და ფოტო მასალა და ასევე დაემუქრნენ მას.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები, რომ სამომავლოდ არ წახალისდეს მსგავსი შემთხვევები.

ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ხელისუფლების მოვალეობაა. წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ კონკრეტული შემთხვევის დროს ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება არა პირადი ინტერესის გამო, არამედ მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის. შესაბამისად, დაუშვებელია მუშაობისას ჩარევა ან ხელშეშლა. ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლითაც, სადაც ნათქვამია, რომ ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან”, – აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მყოფმა რამდენიმე პირმა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ჟურნალისტებს და ტელეოპერატორებს ქვები და ბოთლები ესროლა. უცნობმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ინციდენტის შედეგად ტელეტექნიკა არ დაზიანებულა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

სოზარ სუბარი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

11 years ago

” ჟურნალისტთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”

12 years ago
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

9 years ago
ვინ იყო 18 წლის ორსული, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო 18 წლის ორსული, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა

2 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by