
ტელეკომპანია ,,GDS-ის” გადაცემა ,,2030”-ის ჟურნალისტი – ზვიად თხელიძე ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა, როდესაც ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.
,,თბილისი თაიმსი” კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს.
ნატალია ჯალაღონია












