• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ აღნიშნავენ განსაკუთრებულად „ვარაგის ჯვრის დღესასწაულს“ ვანში?

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რატომ აღნიშნავენ განსაკუთრებულად „ვარაგის ჯვრის დღესასწაულს“ ვანში?
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სომხურ სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ჯვრისადმი მიძღვნილ რამდენიმე დღესასწაულს:  წმინდა ჯვრის გამოჩენის, ჯვართამაღლების, წმინდა ჯვრის აღმოჩენისა და ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულს, რომელიც წმინდა სომხურია  და  ეროვნული ზეიმის სახე აქვს.

ეს კვირა წინ უსწრებს  მარხვას, რომელიც ეძღვნება ვარაგის მთაზე ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილების აღმოჩენას.  სომხური სამოციქულო ეკლესიის წყაროების თანახმად,    ჰრიფსიმეს ხილვა ჰქონდა, მოევლინა  ღვთისმშობელი და უთხრა, რომ წასულიყო  არარატის ქვეყანაში – სომხეთში. ქალწული ვაღარშაპატში გაემგზავრა, გზაში ვარაგის მთასთან გავლისას, ჰრიფსიმემ   ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილი, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, დაასვენა სომხურ მიწაზე. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში მცხოვრები სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლიც  მონაწილეობს  ამ საერთო,  სომხურ ეროვნულ ზეიმად ქცეულ უდიდეს საეკლესიო დღესასწულში. The Tilisi Times „ვარაგის ჯვრის“ ისტორიასა და დანიშნულებაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი მამა ვირაპ ღაზარიანი ესაუბრა:

14446023_1090722844358105_2906601516850063002_nვიცით, რომ ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულს მხოლოდ სომხური  ეკლესია აღნიშნავს. გვიამბეთ, ამ დღესასწულის არსსა და დანიშნულებაზე? რატომ მიიღო მან სომხური  ეროვნული ზეიმის სახე?

– ვარაგის წმინდა ჯვრის დღე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული   და ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ამ დღესასწაულს  აღნიშნავს მხოლოდ სომეხთა ეკლესია და მას ეროვნული დღესასწაულის სახე აქვს. არსებობს ლეგენდა ამ დღესასწაულის შესახებ. იგი წარმოიშვა ძირითადად გაიანე და რიფსიმე ქალწულთაგან. ისტორიაში რომ ჩავღრმავდეთ, ვნახავთ, რომ ისტორიის დასაწყისი არის იაკობის – უფლის ხორციელი ძმის ხელიდან წმინდა ჯვრის ერთი პატარა   ნაწილი, რომელსაც საჩუქრად იღებს იმპერატრიცა პატრონიკეა. წმინდა ჯვრის ნაწილი მემკვიდრეობით გადადის თაობიდან თაობაზე  და აღწევს ქალწულ რიფსიმემდე, რომელიც     იმპერატორ კლაუდიუსის  და  იმპერატრიცა  პატრონიკეას საგვარეულოდან იყო.

როდესაც იწყება  იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდი,   დევნას განიცდის  ასევე ქალწული ჰრიფსიმე, რომელმაც   უარი განაცხადა   იმპერატორ დიოკლეტიანეს ცოლად გაყოლაზე, ვინაიდან    ეს უკანასკნელი აღარ იყო ქრისტიანი. გაიანე და რისიმე ქალწულები,   70 ქალწულთან ერთად,  ტოვებენ იმპერიას და   სომხეთისკენ გაემართებიან.  როცა აღწევენ ვან-ვასპურაკანის   მთებს, ქალწული რიფსმე ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილს,  რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა,  ინახავს  და  აგრძელებს გზას სომხეთისკენ. მოგვიანებით, ჰოველ და თოდიკ განდეგილები,  დაახლოებით იგებენ რა, რომ   სასწაულმოქმედი ჯვარი დაბრძანებულია ვარაგის   მთაზე, ლოცვითა და განდეგილებით ადიან მთაზე და პირობას დებენ, რომ არ დაბრუნდებიან, სანამ  არ იპოვიან ჯვარს.   ეს მოვლენები ხდებოდა მე -7 საუკუნის შუა ხანებში. დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ რა მთაზე   მარხვითა და ლოცვით, 12 ნათელი სვეტის გამოსახულებით ნიშანს ხედავენ, რომელიც მათ აჩვენებს სასწაულმოქმედი ჯვრის ადგილს და ამ ნიშნით პოულობენ ჯვრის წმინდა ნაწილს. ეს ამბავი შეიტყო კათოლიკოსმა ნერსეს აღმაშენებელმა. კათოლიკოსი, მთავარ რშტუნისთან   ერთად, ავიდა ვარაგის მთაზე.  ამ სასწაულის პოვნის შემდეგ,  ვარაგის მთაზე აშენებენ ორ ტაძარს, რომლებიც ატარებენ სახეწოდებას „სურბ ნშან“. აქედან  მომდინარეობს გამოთქმა ვარაგის ჯვარი და  დღესასწაული,   რომელიც შედის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კალენდარში.   ამ დღესასწაულს აღნიშნავს მხოლოდ სომეხთა ეკლესია.

გვიამბეთ თავად ვარაგის ჯვრის ისტორია. როგორც ცნობილია „სურბ ნშანის“ ეკლესიაში  ინახებოდა 1915 წლამდე, სად არის დაბრძანებლი დღეს?

– როდესაც კათოლიკოსმა ნერსეს აღმაშენებელმა შეიტყო ვარაგის ჯვრის სასწაულის შესახებ, ხალხის მხარდაჭერით ააშენა  დიდებული ტაძარი, რომელიც არის მოწმობა სასწაულისა და უწოდა სურბ ნშან. ეს წმინდა ნაწილი 1021 წლამდე დარჩა ვარაგის მონასტერში, შემდეგ სენექერიმ არწრუნიმ წმინდა ნაწილი გადააბრძანა სებასტიაში. მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ნაწილები ყოფილ ადგილზე გადაიტანეს, საიდანაც 1655 წელს გაიტაცეს ხოშაბში. 1655 წელს გაათავისუფლეს და დააბრძანეს ვანის „სურბ ტირამორის“ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ გადაერქვა „სურბ ნშან“, სადაც ინახებოდა 1915 წლამდე. თუმცა, დღეს ჩვენთვის უცნობია, სად არის ახლა ის.  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ეკლესიები, რომლებიც დღეს ატარებენ „სურბ ნშან“ სახელს   შეიცავენ ამ ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებს.

გაქვთ თუ არა რაიმე სახის ტრადიციები ამ დღესასწულის აღნიშვნასთან დაკავშირებით? როგორ ზეიმობთ მას?

– დღესასწაულზე ყველა სოხმურ ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია. რადგან ეს ამბავი მოხდა ვანში, ვარაგის ჯვრის დღესასწაული განსაკუთრებული ზარ-ზეიმით სწორედ იქ აღინიშნება. ხალხმა მას ვანელების დღესასწაულიც კი უწოდა. რა თქმა უნდა, ძველად არსებობდა  ამ დღესთან დაკავშირებული ტრადიციები, რომლებიც უკვე დავიწყებას მიეცა.

და ბოლოს, რას უსურვებდით სომხური ეკლესიის მრევლს თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწულზე?

– მე მინდა, რომ უფრო დიდი პატივისცემა  გვქონდეს მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრისადმი იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაც   უკავშირდება ჯვარს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თაყვანისცემის ღირსია. დავსძენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვუყურებთ ჯვარს,    ჩვენ ვხედავთ  ჯვარცმულ მაცხოვარს. წმინდა ჯვრის ყოველი ნაწილი მაცხოვრის ჯვრის ერთი პატარა ნაწილია, რომელზეც დაიღვარა   მაცხოვრის სისხლი.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

საინტერესო

„ინფორმაციას მოსალოდნელი მორიგი წმენდის შესახებ ფლობს ყველა ჟურნალისტი“ – ინგა გრიგოლია

„ამ გადაწყვეტილებებს იღებს მედია-მაფია“ – ინგა გრიგოლია

10 years ago

ნუ მესაუბრები რუსულად – ზაზა ფაჩულიას პასუხი რუსულად მიმართვაზე

9 years ago
გლდანში, მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა

გლდანში, მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა

3 years ago
“დედიკოსთვის ჯერ ყვავილები არავის მოუტანიაო და თავისი პაწაწინა ხელებით გულზე დაადო… მთელი დღე ვეფერეთ და დავამშვიდეთ“ – დიკა სალაყაია

“დედიკოსთვის ჯერ ყვავილები არავის მოუტანიაო და თავისი პაწაწინა ხელებით გულზე დაადო… მთელი დღე ვეფერეთ და დავამშვიდეთ“ – დიკა სალაყაია

2 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by