• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა
36
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ჯვართამაღლებაჯვარი, როგორც იესო ქრისტეს მიერ სამყაროს გამოხსნის იარაღი, ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო. თუმცა ცნობილია, რომ ჯვარის გამოსახულება ქრიტიანობამდე გაცილებით ადრე არსებობდა. პირველი ნიშანი მეცნიერებმა ზედა პალეოლითის ეპოქაში შეამჩნიეს, ნეოლითში კი ეს სახე უკვე ფართოდ გავრცელებული ჩანს. ჯერჯერობით დაუდგენელია ჯვრის აღმოცენების კონკრეტული მოტივი.  ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჯვარი ქვეყნიერების ოთხი მხარის სიმბოლურ გამოსახულებად მიიჩნევა.  ჯვრის სხვადასხვა ფორმები გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას.

ჯვრის სიმბოლო რომის იმპერიაში საყოველთაოდ IV საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. ტრადიციულად, ეს უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს,  რომელიც  თავისი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ ჯვრით გაემართა და მტერს სძლია.  მას შემდეგ ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

ქრისტიანობაში ჯვარის კულტის გაჩენას მაცხოვრის ჯვარცმასთან აქვს კავშირი. სიტყვა “ჯვარი”  ლათინური “crux”-დან წარმოიშვა, რაც “ხე“-ს ნიშნავს. ასევე არსებობს ზმნა “cruciare”, რომლეიც ითარგმნება, როგორც “წამება“. ძველად სხვადასხვა ხალხები, უმთავრესად კი რომაელები ჯვარს იყენებდნენ, როგორც სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღს.

თავად ჯვრის ფორმა, ქრისტიანული გაგებით, სამყაროს ოთხი მიმართულების სიმბოლოდ გაიაზრება, ამასთანავე, გამოხატავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას: სიგრძეს, სიმაღლეს, სივრცესა და სიღრმეს.

ჯვარი „ცხოველმყოფელ ძელად“ იწოდება, რაც ძველი ქართული სიტყვაა და  ითარგმნება, როგორც „სიცოცხლის მიმნიჭებელი“. მართლმადიდებელთათვის იგი სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მეუფებაზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა. იესო ქრიტემ ჯვრით სიკვდილს სძლია. მასზე შეიწირა მსხვერპლი, მისი მეშვეობით მოხდა დაცემული კაცობრიობის გამოხსნა. რის შემდეგადაც მარადიული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა თითოეულ ადამიანს  და სწორედ ამიტომაც იწოდება ჯვარი სოცოცხლის, ცხოვრების მომნიჭებლად.

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჯვართამაღლების დღესასწაულით მორწმუნეებს შეახსენებს, ღირსეული პატივი მიაგონ უფლის ჯვარს, რომელზეც მაცხოვარმა ჩვენი ხსნისათვის უდიდესი ტანჯვა-წამება დაითმინა. ეს უდიდესი სიწმინდე ქრისტიანებმა მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ,  326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს იპოვეს  და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ.

კირილე იერუსალიმელი მოწმობს, რომ უკვე მოციქულთა დროიდან იერუსალიმში დაიწყო იმ ადგილების მოლოცვა და თაყვანისცემა, რომელიც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებთან იყო დაკავშირებული. რომის წარმართი იმპერატორები კი ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. მათ  სრულიად შეუცვალეს გოლგოთისა და წმიდა საფლავის იერსახე. წმიდა ადგილების შებღალვაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი იმპერატორმა ადრიანემ, რომელმაც ქრისტიანთა დევნით გაითქვა სახელი. მან ბრძანა, მიწითა და ქვებით დაეფარათ უფლის საფლავი, ხოლო გოლგოთაზე ქალღმერთ, ვენერას, ტაძარი აეგოთ და მისივე კერპი დაედგათ.

უფლის ჯვარცმის ადგილი, მიუხედავად წარმართთაგან არაერთგზის წაბილწვისა და შეგინებისა, კონსტანტინე დიდის მეფობამდე ხელშეუხებელი რჩებოდა. მას შემდეგ რაც კონსტანტინე დიდმა ღვთის შეწევნით სამ ომში  გაიმარჯვა,  გადაწყვიტა უფლის ცხოველმყოფელი ჯვრი ეპოვნა. რისთვისაც დედა, წმიდა დედოფალი ელენე იერუსალიმში გაგზავნა. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  – სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. უამრავი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: “უფალო, შეგვიწყალენ”, კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა.

წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრების შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 ახალი სტილით 27  სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა – 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი. სიწმიდე 14 წელი იმოყოფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ისინი. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა პატრიარქმა ზაქარიამ აუხსნა: ეს – უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

ჯვართამაღლების დღესასწაული (14 სექტემბერი) უკვდავყოფს იესოს ჯვარზე სიკვდილის მხსნელ ქმედებას, რომელსაც თითოეული ქრისტიანი ეზიარება,  უბრალოდ პირჯვრის გადაწერის მეშვეობითაც. იგივე დატვირთვა აქვს გულზე ჯვრის ტარებას. მართლმადიდებელი ქრისტიანები ამით ადასტურებენ, რომ ჯვარცმული უფლის – ქრისტეს მიმდევრები არიან. მუდმივად შეახსენებთ, რომ იცხოვრონ  ქრისტეს  მცნებათა დაცვით, მასზე დაამყარონ სასოება და იმედი.  გარდა ამისა, ჯვარი იცავს ბოროტ ძალთა ზემოქმედებისგან, რადგან იგი იარაღია, რომლის ხილვაც ყველაზე მეტად აფრთხობს ბოროტ სულს. როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!“

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share14Tweet9

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

სიმსივნის სამკურნალო რეცეპტი პროფ. ქრისტო მერმერსკისგან

სიმსივნის სამკურნალო რეცეპტი პროფ. ქრისტო მერმერსკისგან

11 years ago

ქობულეთის და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს ადმინისტრაცის და ვიზიტორთა ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

9 years ago
Euronews: „მუზეუმი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მნახველთა წარმოდგენას სამყაროს შესახებ“

Euronews: „მუზეუმი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მნახველთა წარმოდგენას სამყაროს შესახებ“

12 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

10 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by