• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სვეტიცხოველი – უფლის კვართის სავანე

10 years ago
in რელიგია
A A
სვეტიცხოველი – უფლის კვართის სავანე
52
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

14695587_1107494009347655_3738281920469694379_nსაუკუნეებს ითვლის მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი. თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ გადაკეთებულა, მტრების შემოსევების დროს დარბეულა,  დაზიანებულა, შეულახავთ მისი სიწმინდეები და მიუხედავად ამისა  ის მაინც დგას ამაყად, მთელი თავისი დიდებულებით, „როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი”. იგი ქართული ეკლესიის სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლოა.

მცხეთობა- სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის დიდი ეროვნული და  საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის   განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ისტორიულად ამ დღეს ტაძარს ღვთისმსახურებაზე მომლოცველები ქვეყნის ყველა კუთხიდან სტუმრობდნენ,  მოდიოდნენ საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ  ტაძრის გალავანში იშლებოდა სუფრა, იმართებოდა პურობა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მცხეთობის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის ტრადიცია  აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

სვეტიცხოვლობას მეორენაირად კვართობის დღესასწაულსაც უწოდებენ. უამრავი ლეგენდა, გადმოცემა თუ წერილობითი წყარო არსებობს ქალაქის, ეკლესიისა და აქ დაბრძანებული სიწმინდეების შესახებ.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართით დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი.  ერთი მათგანი  მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული.

აქ ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აუშენებია  სვეტიცხოვლის ტაძარი,  რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.  ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ V საუკუნეში პირველანდელი, ხის ეკლესიის ნაცვლად დიდი ბაზილიკა აუგიათ. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააშენა, ხუროთმოძღვრად კი არსუკისძე მიუწვევია.

1283 წელს სამდღიან მიწისძვრას ტაძრის დაზიანება მოჰყვა, რომელიც XIV საუკუნეში გიორგი V ბრწყინვალეს აღუდგენია.  ამის შემდეგ, ისტორიაში გადმოცემულია XIV საუკუნეში, თემურ-ლენგის მიერ სვეტიცხოვლის მოოხრების ამბავი. აღდგენითი სამუშაოები XV საუკუნეში დაიწყებულა. ტაძარს XVII საუკუნეშიც მოუხდა რესტავრაციის ჩატარება. 1656 წელს როსტომ მეფის დროს აღადგინეს გუმბათის ზედა ნაწილი, რაზეც კარნიზზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს. ბოლო რესტავრაცია ტაძარს XIX საუკუნეში ჩაუტარდა ორ დიდ ეტაპად. პირველი იყო 1837-1844 წლებში საქართველოს ეგზარხოსს არქიეპისკოპოს ევგენის მიერ, რომლის დროსაც ააფეთქეს ტაძრის გარშემო არსებული სტოები. ხოლო ჩამოცვენილი ქვები ახალი, მცირე ზომის კვადრებით შეცვალეს. მეორე ეტაპი 1860 წელს არქიეპისკოპოს ევსენიის დროს. ამ რესტავრაციის მთავარი საზრუნავი იყო ტაძრის გადახურვა. ამ დროს აამაღლეს იატაკიც, რომელიც 2006 წელს მთლიანად მოხსნეს და მართალია არა თავდაპირველ ადგილზე, თუმცა მაინც მიახლოებით დაუბრუნეს პირვანდელი (XI ს.) დონეს.

ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც დასრულებულია პირამიდული, თექვსმეტსარკმელიანი გუმბათით, რომლისაგანაც იშლება ჯვრის მკლავები. სვეტიცხოველს გააჩნია სამალავები ტაძრის ზედა ნაწილში. იქ, საჭიროების შემთხვევაში, თავს აფარებდნენ, მალავდნენ ტაძრის განძეულობას და მდიდარ ბიბლიოთეკას. აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხევლის მარცხენა მხარეს სამალავებში არის სხვა შესასვლელი – საიუდმლო ქვის კიბეებით, რომლებსაც გუმბათზე ავყავართ. სვეტიცხოვლის ტაძარი საქართველოში სიმდიდრითა და მასშტაბურობით გამოირჩეოდა. მას მრავლად სწირავდნენ მიწებს, ოქრო-ვერცხლსა და სხვა ძვირფასეულობას, როგორც მეფეები და კათალიკოსები, ასევე რიგითი მორწმუნეებიც. იგი  საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც დაცულია უამრავი სიწმინდე, მათგან გამოირჩევა- კვართი უფლისა, ილია წინასწარმეტყველის ხალენი, ელიას ჭა, ძელი ცხოველი, წმინდა მეფეთა საფლავები, რომელთა წინაშე  ჩაუქრობლად ანთია  კანდელი, აღვლინება ლოცვები  ჩვენი ერის ერთიანობისა და მათი სულების გადარჩენისთვის.

XX საუკუნის დასაწყისში აქ დააბრძანეს იმ ოთხი ჯვრიდან ერთ, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. სასწაულმოქმედ ჯვარს  2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.

სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი,  ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის ჭედური გამოსახულება, რომლის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

მიუხედავად ძლიერი გადაკეთებებისა, იგი მაინც ინარჩუნებენ XI საუკუნის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ ნიშანს _ ყველა ფასადის მომცველ დეკორატიულ თაღნარს. ტაძარი თავდაპირველად XI საუკუნეში მოუხატავთ, თუმცა მათგან აღარაფერი შემორჩა. სარესტავრაციო სამუშაოები ფრესკებს XIX ს-ში ძალზე უხეშად ჩაუტარდა, განადგურდა ძვირფასი ქართული ფრესკები, რაც იმ რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგი იყო, რომელსაც მეფის რუსეთი ახორციელებდა საქართველოში. დღეს შემორჩენილია მხოლოდ კედლის მხატვრობის მცირე ნაწილი, რომელიც გვიანი პერიოდით XVI-XVII სს. თარიღდება. მოხატულობას თან ახლავს ბერძნულ-ქართული წარწერები.

სვეტიცხოველი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს 10-ზე მეტი ქართველი მეფე: დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი VII, გიორგი VIII, ალექსანდრე დიდი, სიმონ I და სხვა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-სა და გიორგი XII-ის საფლავებმა მოაღწიეს.

ტაძარი ბევრ საიდუმლოს ინახავს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად 2000-2001 წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა (III-IV), სადაც აღმოჩენილ იქნა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები. მათ შორის, საყურადღებოა ვერცხლის საწერი ხელსაწყო, რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი.

დღეს, 14 ოქტომბერი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილია  სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართლის სამეფო ტახტზე მე-4 საუკუნეში მეფობდნენ. მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით ისინი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ. მათი მეფობის ჟამს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. სიდონია და აბიათარ მღვდელიც- ერთ-ერთი პირველი ქართველი წმიდანები არიან.

და, ბოლოს სტატიას კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებით დავასრულებთ: „სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ, რომელიც დაანთო ბიზანტიის დიდმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა!“, სხვაგან კი დასძენს: „ეს უდიდესი სიწმიდე სრულიად საქართველოს მოუწოდებს: „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ“.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share21Tweet13

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლებას ანიჭებს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლებას ანიჭებს

5 years ago
ზუგდიდში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2 years ago

„გაწვევა არის სამართლებრივი აქტი და მინისტრის ბრძანება მას ვერ გააუქმებს“ – დავით თევზაძე

10 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by