• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჰელოუინის დღესასწაული – რელიგიური დენომინაციების შეფასებები

10 years ago
in რელიგია
A A
ჰელოუინის დღესასწაული – რელიგიური დენომინაციების შეფასებები
17
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჰელოუინის  დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს  აღინიშნება ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სულ რამოდენიმე წელია საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდა. ამ დღესასწაულს განსაკუთრებით ახალგაზრდები აღნიშნავენ, ისე რომ არც კი იციან რა უდევს საფუძვლად, საიდან იღებს სათავესა თუ რა იყო მისი დატვირთვა, ვიდრე კელტების ამ უძველეს დღესასწაულს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესთან გააიგივებდნენ, ხოლო საზოგადოებაში მისი აღნიშვნა, არ აღნიშვნა განხილვისა და კამათის საგანი გახდებოდა.

ჰელოუინი

„ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები!“- ამ სიტყვებით გამოხატა წლების წინ საქართველოს საპატრიარქომ მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

„საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუნის დღესასწაულის აღნიშნვა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდური დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.. ჰელოუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ–ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური და აშშ–ის სახელმწიფო მოხელეებმა მისი სკოლებში აღნიშნვა აკრძალეს. ჰელოუინის აღნიშნვაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე, როდესაც ადამიანები კეთილსა და ბოროტს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ”- ვკითხულობთ საპატრიარქოს 2009 წელს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ჰელოუინის დღესასწაული სათავეს  ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა. ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა და ეს დღესასწულიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. ამ ფორმით  კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.

„თბილისი თაიმსი“ სხვა რელიგიური დემონიაციების დამოკიდებულებითაც დაინტერესდა და მათგან საინტერესო შეხდეულებები მოისმინა.  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს,  განათლებისა და ყურანის დოგმატიკის სამსახურის ხელმძღვანელი რეზო მიქელაძემ გვითხრა, რომ დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო საზოგადოებაში მსგავსი დღესასწულების დამკვიდრების დოს, რადგან ჰელოუნის დღესასწაული უამრავი ისეთი რიტუალს მოიცავს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რელიგიებთან.

14882294_1124361734327549_8753242115649590501_oრეზო მიქელაძე: „ყველა რელიგია და ყველა სისტემა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დღესასწაულებს. ჩვენ – მუსლიმებს ორი დღესასწაული გვაქვს: მარხვის დასრულების და მსხვერპლშეწირვის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმი არ ზეიმობს ისეთ დღესასწაულს, როგორიცაა 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული და სხვ. რა თქმა უნდა, საერო დღესასწაულებს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა, კონკრეტულად რაც შეეხება ჰელოუნის დღესასწაულს, მასში არის უამრავი ისეთი რიტუალი და სიმბოლო, რომელიც ყოვლად წინააღმდეგობაში მოდის რელიგიებთან. მაგალითად, ისლამი კატეგორიულად კრძალავს მკითხაობას, ჯადოქრობას, მისნობას, გრძნეულებას, სულის გამოძახებას და ა. შ.  რომლებიც თან ახლავს ამ დღესასწაულს. ამიტომ, უფრო მეტი ყურადღება და დაფიქრება გვმართებს ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი დღესასწაულების დამკვიდრების დროს…“

დღესასწაულის ელემენტები  ”ჩრდილოეთ ამერიკაში” ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წარმართული ტრადიციის საპირისპიროდ, ამ დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესეს. ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას და  იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე – All Hallows’ Even – თანდათანობით განდევნიდა წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, იგი შეერწყა ამ დღეს, მოგვიანებით კი მის შინაარსს სრულიად განეშორა წმინდანთა ხსენება.   კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ “დღესასწაულს”. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას – სამჰეინს (Samhain). სწამდათ, თუკი ის მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს “ნებას დართავდა” ამ დღეს თავიანთ სახლებში “ესტუმრათ”.

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური კლესიას ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მოვლენა  არასოდეს ჩაუთვლია საეკლესიო მსჯელობის საგნად, რადგან მიაჩნია ვინც დღეს ჰელოუინს ზეიმობს არც წინარექრისტიანული რელიგიური რიტუალები აღელვებს და არც ყოველთა წმიდათა ხსენების დღე.

რუსუდან გოცირიძერუსუდან გოცირიძე: „ჰელოუინის დღესასწაული არის წარმართულ კელტურ ტრადიციაზე დაშენებული ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ ყოველთა წმიდათა ხსენების წინა ღამეს. წარმართული დღესასწაულების “გაქრისტიანება” ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ქრისტიანულ კულტურაში. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, შობის დღესასწაულის თარიღი არის ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი. ჩვენს კულტურაშიც იყო მსგავსი დღესასწაულები. ჰელოუინსაც მერე კომერციამ დაასვა თავისი ხელი და ეხლა ვინც ჰელოუინს ზეიმობს არც წინარექრისტიანული რელიგიური რიტუალები აღელვებს და არც ყოველთა წმიდათა ხსენების დღე. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დღესასწაული, რომლის აღნიშვნა ძალიან ახალისებს ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებულად  იმ ქვეყნებში, სადაც ამისი დიდი ხნის ტრადიციაა. ირთვება სახლები, ეზოები, ქუჩები, ხალხი იმოსება უცნაურაად…. ჩვენთან ჰელოუინი, ძირითადად, ახალგაზრდების დღეა. თანაც ისეთი ახალგაზრდებისა, რომლებსაც კოსწიუმების მომზადება და უცნაური იმიჯების მორგება ეხალისებათ. ვთვლი, რომ აჟიოტაჟი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიური გაერთიანებების მხრიდან არის სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი. ეკლესიას გაცილებით მეტ რამეზე აქვს საზრუნავი.“

Halloween-ის ძირითადი ატრიბუტია “ჯეკის ფარანი”, იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.

14826289_1124359040994485_1064858070_nსაქართველოს კათოლიკური ეკლესიის კანცელარიის გამგე  მამა აკაკი ჭელიძე: „ეს არის კელტური წარმოშობის ხალხური დღეობა საიქიოს თემაზე, რომელსაც ეკლესიაში შეესატყვისება ყველაწმიდას დღესასწაულის (1 ნოემბერს) მეორე დღეს დაწესებული ყველა მორწმუნე მიცვალებულთათვის ლოცვის დღე. ჩემი აზრით, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ ჰელოუინს, სრულებით დაცლილია მიცვალებულთათვის ლოცვის ქრისტიანული მნიშვნელობიდან და ასევე დაკარგული აქვს ის საწყისი მნიშვნელობა, რასაც კელტური კულტურის ხალხი დებდა მასში თავდაპირველად;  ამ დღეობას შეძენილი აქვს ერთგვარი საკარნავალო იერი და, თუ მე მკითხავთ, ის ვერც ცოცხლებს და ვერც მკვდრებს დიდად ვერ გამოადგება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მისი დემონიზება და ცალსახა აკრძალვები არაფრის მომტანია, მეტიც, ზედმეტ ყურადღებასა და არაჯანსაღ დამოკიდებულებას შექმნის ხალხში. მიმაჩნია,  საჭიროა გააზრებაში, გაანალიზებაში დაეხმარო ადამიანს და შემდეგ  თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მისცე.“ -აღნიშნა მამა აკაკი ჭელიძე

ჰელოუინის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე “გართობა” – Trick-on-Treat, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვნის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვლილთა სულები წყვდიადის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან და დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რწმენის თანახმად, თუკი სულებს არ “დააპურებდნენ” სამჰეინის რისხვა და წყევლა–კრულვა დაატყდებოდათ თავს.

ამ დღეს კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ. ვისაც შეხვდებიან, შესძახებენ: “trick-or-treating” – ოინი ან გამასპინძლება! ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამოვნო ოინს უწყობენ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share7Tweet4

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდმუმს ხელი მოაწერა

გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

9 years ago
ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით,  „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია – აკაკი ზოიძე

ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით, „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია – აკაკი ზოიძე

4 years ago
სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა

სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა

11 years ago

“დღეს, როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე აღარ ემუქრება, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას”

11 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by