• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ჯიქია: “ჩემთვის მწვერვალი ოლიმპიადა იქნება”

10 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგი ჯიქიამ კარატე საკუთარ ცხოვრებად აქცია და მომავალი თაობისთვის მისაბაძიც გახდა. კარატე მისთვის მხოლოდ სპორტი არ არის, – კარატე, საქართველო რომ ასახელოს, უმთავრეს საშუალებად აქცია.

გიორგი დღეს ამერიკაში ცხოვრობს და სპორტულ კარიერასაც იქვე აგრძელებს. სწორედ რომ ამერიკიდან მოიწვია საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ სამშობლოში ეროვნულ ჩემპიონატზე მთავარ მსაჯად მოიწვია, რაც ძალიან დიდი შეფასებაა ჩემი რესპონდენტისთვის, როგორ მსოფლიო დონის სპორტსმენ.

გიორგი ჯიქიას სპორტული კარიერა შემდეგნაირად გამოიყურება: მსოფლიო ჩემიონი შოტოკანში, იაპონია, 2007 წელი; მსოფლიო თასი, პირველი ადგილი, უკრაინა, 2008 წელი; მსოფლიო თასი, პირველი ადგილი, საფრანგეთი, 2010 წელი; მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირის ეგიდით, თურქეთი, 2012 წელი; კარატეს მეორე საერთაშორისო ჩემპიონატის გამარფჯვებული, დუბაი, 2013 წელი; სტამბულის მეოთხე საერთაშორისო ჩემპიონატი, – “ღია სტამბული” მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით, მესამე ადგილი, 2014 წელი; “ღია ნიკოლაევი”, მსოფლიოს კარატეს ფედერაციეს ეგიდით, მესამე ადგილი, 2015 წელი; შოტოკანის ევროპის მეშვიდე ჩემპიონატი, მეორე ადგილი, 2015 წელი; “ღია ნიუ იორკი”, პირველი ადგილი, მსოფლიოს კარატეს ფედერაცია, 2016 წელი. და ეს არასრული ჩამონათვალია ჯიქიას სპორტული მონაგარიდან…

15239351_1874665869434921_1576276556_nგიორგი, როგორ დაიწყო კარატეში შენი კარიერა?

– კარატეში კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ოთხი წლის ვიყავი, ქალაქ ზუგდიდში. ჩემი პირველი მასწავლებელი მამუკა ყურაშვილი იყო. ნათლიაჩემის სურვილი იყო, რომ კარატეს ოსტატი გავმხდარიყავი.

სენსეის როგორ გაიხსენებ?

– მამუკა სენსეი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი იყო, როგორც ჩემს მიმართ, ისე სხვა ყველა მოსწავლისადმი. მაწვდიდა ყველა სიახლეს, რაც კარატეს ეხებოდა, მაქსიმუმს აკეთებდა ჩემთვის. 13 წლამდე მამუკა იყო ჩემი სენსეი, ხოლო 13 წლის ასაკიდან უკვე საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, შიხანი კახა ბასილიას სურვილით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩავირიცხე. იმ დღიდან ჩემმა სპორტულმა კარიერამ პროგრესი განიცადა, რაც ბატონი კახას პროფესიონალიზმმა და ჩემდამი დამოკიდებულებამ განაპირობა.

ბოლოს რა ჩემპიონატი მოგიე, რითაც შეგიძლია იამაყო?

– 2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ კუმიტეში 67 კგ. წონით კატეგორიაში II ადგილი ავიღე და ამავე ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილიც დავიკავე. ეს ძალიან პრესტიჟული ჩემპიონატია და საკმაოდ რთული მოსაგებია. ასე რომ, საამაყო ამ შემთხვევაშიც მაქვს.

15226604_1874665876101587_1210419586_nრამდენი ბრძოლა ჩაატარე და რომელი  გაგიჭირდა?

– 6 ბრძოლა ჩავატარე და, სიმართლე გითხრათ, ფინალში გამიჭირდა, რადგან ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანი მოწინააღმდეგე მყავდა, შედეგიც შესაბამისი მივიღე.

იმედია ტრავმები არ გაქვს და უახლოეს ჩემპიონატებს არ გამოტოვებ…

– საბედნიეროდ, ამჟამად არ მაქვს ტრავმები, მითუმეტეს, რომ კარატე საკმაოდ მაღალი რისკების შემცველია და ხშირად გვაქვს დაზიანებები. ასე რომ, დღევანდელი ჩემი ფიზიკური მდგომარეობა შესაძლებლობას მაძლევს ნებისმიერი რანგის ჩემპიონატებში მივიღო მონაწილეობა.

გიორგი, რა არის შენთვის მწვერვალი კარატეში?

– ჩემთვის მწვერვალი იქნება ოლიმპიადაზე ასპარეზობა, ვინაიდან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე არც თუ ცუდი შედეგები მაქვს.

ამერიკული ცხოვრება მოგწონს?

– ამერიკული ცხოვრების ტემპი ძალიან მომწონს _ მაღალი ტემპია და განვითარებისთვის ძალიან კარგი. აქ ცხოვრება ოცნებაა და ნებისმიერი ოცნების ასრულება შეუძლია ადამიანს, თუ იგი სწავლობს და შრომობს. საქართველოსა და ევროპაში ცხოვრების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ამერიკული ცხოვრება სულ სხვა რამეა. აქ სპორტსმენისთვის საუკეთესო ადგილია, სადაც განვითარება ნამდვილად შეუძლია და უმაღლესი შედეგის ჩვენება. 15211665_1874665879434920_31423823_nამერიკამ ამ ეტაპისთვის ძალიან ბევრი რამ მომცა _ გამოცდილება, სხვანაირი დამოუკიდებლობა მასწავლა, თავისუფლება, საკუთარი ტავის რეალიზების საშუალება და მინდა ამისთვის ამერიკის სახელითა ვიბრძოლო და გამარჯვებული ვატარო ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

გარდა პირადი სპორტული კარიერისა, რით ხარ კიდევ დაკავებული?

– ამჟამად მხოლოდ სპორტით ვარ დაკავებული. ეს პროფესია დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ვემზადები მომავალი ჩემპიონატისათვის და, შესაბამისად, სხვა რამისთვის თავისუფალი დრო არ მრჩება.

საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრებისთვის თუ იასპარეზებ კიდევ?

– რა თქმა უნდა, ვიასპარეზებ, ყოველთვის მზად ვარ თუ ამის საჭიროება იქნება!

რა ჩემპიონატები გაქვს აშშ-ში მოგებული?

– 2016 წელს ჩემთვის ყველაზე დიდი ტურნირი აღმოჩნდა Nეწ Yორკ Oპენ, სადაც გამარჯვება მოვიპოვე. მომიწია 5 ბრძოლა და ხუთივე კარგი შედეგით დავასრულე. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, თუმცა მომავალში უფრო მეტი მინდა…

15280977_1874665866101588_1855552473_nშენ სამშობლოში მოწვეული იყავი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, როგორც მთავარი მსაჯი და ეს უკვე სამი წელია გრძელდება. რას ნიშნავს ეს შენთვის?

– ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ გახლდათ, როცა მე მოწვეული ვიყავი მთავარ მსაჯად. ესეც უმაღლესი მიღწევაა ჩემთვის მსგავსი მიწვევა, _ ჩემს ასაკში ვიყო ეროვნული ჩემპიონატების მთავარი მსაჯი და შემფასებელი, რომელსაც ყველა ენდობა და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, უმნიშვნელოვანესია, ამავე დროს დიდი პატივისცემა და დაფასება. რაც სეეხება ამ სამი წლის მანძილზე ჩემს მოწვევებს, ეს მართლაც დიდი პატივია ჩემთვის. ყველაფერ ამის უკან ჩემი რეიტინგები და სპორტული მიღწევები დგას.

სპორტის გარდა რა გიტაცებს?

– მაინტერესებს მსოფლიო ისტორია. თავისუფალ დროს ვცდილობ თვითგანვითარებას.

სამომავლო გეგმები გაგვიმხილე…

– ჩემი სამომავლო გეგმები სპორტს – კარატეს უკავშირდება, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სპორტის ამ სახეობაში მაქსიმალურ შედეგს  მივაღწიო და სხვებსაც შევუწყო ხელი განვითარებასა და კარიერაში.

ავტორი

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

ტაქსიში და ავტომობილებში თამბაქოს მოწევა იკრძალება

ტაქსიში და ავტომობილებში თამბაქოს მოწევა იკრძალება

5 years ago

ევროსაბჭოს ექსპერტები: “სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სფერო, განსაკუთრებით 2012 და წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”

12 years ago
,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, – ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? – შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს”

,,როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, – ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? – შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს”

6 years ago
რუსთაველის გამზირზე ნარჩენების დასახარისხებლად 80 ურნა დაიდგა

რუსთაველის გამზირზე ნარჩენების დასახარისხებლად 80 ურნა დაიდგა

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by