• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა…

9 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა…
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბუნებავლადიკავკაზი. სადგურში ვიჯექი და დედას მინიშნებას ველოდებოდი. მამაც სადღაც გაქმქრალიყო, ალბათ მესაზღვრეებს ელაპარაკებოდა.ზამთარი იყო, მაგრამ მზე სხივებით უხვად გვიმასპინძლებოდა ,მთებიც, თავის ბინადართა მსგავსად, სტუმარტმოყვარეობას არ იშლიდა. ამ სიწყნარეში ვერც იფიქრებდი, რომ რამდენიმე თვეში უბრალო მარშრუტკების მაგივრად აქ ტანკები გაივლიდნენ.

ჩემი დაბრუნების ისტორიაც ერთი შემთხვევის წყალობით მოხდა.ოთახში ორნი ვიყავით: მე და ბაბუა. ცხოვრება თავის დინებას ნელა მიჰყვებოდა, საათის ისრებიც კი ისე ზლაზვნით გადადიოდნენ ერთი რიცხვიდან მეორეზე, თითქოს რამდენიმე კვირის უძინარნი ყოფილიყვნენ.

ეს დღეც ასე უინტერესოდ ჩაივლიდა,ერთი რამ რომ არ მომხვდარიყო.

უეცრად, ისე, რომ ვერ შევამჩნიე, ბაბუა ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოჰყვა ბუტბუტს. ჩვეულებრივ ბუნჩულა, სიტყვაძუნწი მოხუცი შეუჩერებლად ლაპარაკობდა. შეშინებული მის დახმარებას ვცდილობდი, მაგრამ რად გინდა, მას არ ესმოდა ჩემი, მე კი-მისი. კონტაქტი შეწყდა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ბაბუა მხოლოდ მამის მოსვლის შემდეგ დაწყნარდა, ლიბრგადაკრული თვალები დაჭყიტა და ჩუმად, ჩემთვის უცნობ, შვილისთვის კი გასაგებ ენაზე თქვა: “წამიყვანეთ, თუ ღმერთი გწამთ, წამიყვანეთ.”

ბარგი ჩავალაგეთ, გადაწყვეტილია, მივდივართ.

ვლადიკავკაზი უკვე გავიარეთ.

ჩრდილოეთს საბოლოოდ დავემშვიდობე, იმ იმედით, რომ ცოტა ხანში დავბრუნდებოდი.
სამხრეთში სტუმრად ჩამოსულს ფეხი დავადგი უცნობ, უცხო მიწას, რომლებსაც ჩემები პირობითად სამშობლოს ეძახდნენ.

მაშინ ნაღდად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს უცხო ქვეყანა ჩემი სახლი აღმოჩნდებოდა.
თავიდან ტურისტის ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი ყველაფერს: ადამიანებს კრებითი სახელით ნათესავები, დანგრეულ, დაჟანგულ ქარხნებს, საბჭოთა წარსულის ნისლით დაფარულს,და ზოგადად ხალხს, რომელსაც უფრო დანელიას ფილმებიდან ვიცნობდი, ვიდრე პირადი გამოცდილებიდან.

ტურისტულ ნეტარებას მაშინ მოეღო ბოლო, როცა ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ ამიერიდან აქ ვრჩებოდით.

ამას მოჰყვა მოულოდნელობა და შოკი.

იყო პროტესტი, ხმამაღალი, ჯიუტი პროტესტი.
და ხვეწნა-მუდარა,რომელიც სასოწარკვეთილ შეძახილს უფრო ჰგავდა.

-დე, გთხოვ, დავბრუნდეთ.
-მა, გემუდარები, დავბრუნდეთ.
-გოგოებო, დავბრუნდეთ.
ჩემთვის არავის უპასუხია.

დაიწყო ადაპტაციის მძიმე,ხანგძლივი პერიოდი.

მივყვებოდი ქალაქის ბილიკებს,ვაკვირდებოდი ხალხს. ჭყაპით დასვრილ ქუჩებს ადამიანთა უწყვეტი ნაკადი “აშავებდა”. ხალხის უმრავლესობა არ იღიმებოდა, განუწყვეტლივ ბუზღუნებდა, იგინებოდა და სადღაც მიიჩქაროდა, მაშინაც კი, როცა არსად ეჩქარებოდა.
რაც უფრო ახლოს ვიცნობდი ამ ადამიანებს, მით უფრო ვხვდებოდი,მათთან არაფერი მაკავშირებდა, მეტიც, ჩვენ ერთმანეთის არც გვესმოდა.

იმ ფონზე ერთი საბჭოთა ფილმის პერსონაჟს უფრო ვგავდი, სურათსაც ჩემი მდგომარეობის შესაბამისი სათაური ერქვა: “Свой среди чужих, чужой среди своих.”
ასე გავიდა გაზაფხული.

ზაფხულიც ნელ-ნელა იწურებოდა.

მერე ის აგვისტო დაიწყო,სისხლიანი,საბედისწერო აგვისტო.

საბედისწერო არა იმიტომ, რომ მოგებული ომი წავაგეთ, არამედ იმიტომაც, რომ პირადად ის დავიბრუნე, რაც დაკარგული არც მეგონა.

ბომბდამშენების ზუზუნში,ცოცხალ ჯაჭვში, ხალხის მხარდამხარ ჩემს მიწაზე ვიდექი, ღრმაფესვიან, სისხლით გაჟღენტილ ნიადაგზე.ვიდექი, სრულიად უცნობ ხალხთან ხელიხელჩაკიდებული, და იმ მიწის, იმ ქვეყნის გულისცემას ვგრძნობდი, რომელსაც მშობლიური კერა ჰქვია.
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა, ოღონდ ხანდახან ამის შესახებ არც ვიცით ხოლმე.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ქუჩებს ისევ ხალხის უწყვეტი ნაკადი “აშავებს”. მათი უმრავლესობა არ იღიმის, განუწყვეტლივ ბუზღუნებს, ილანძღება და სადღაც მიიჩქარის, მაშინაც კი, როცა არსად ეჩქარება.

სურათი არ შეცვლილა. ქუჩები ისევ ნაცრისფერია, ხალხიც არანაკლებ მოღუშული. მაგათ შემყურე სამართლიანი სკეპტიციზმი გიპყრობს,ოღონდ სხვანაირი, არა ისეთი, რამდენიმე წლის წინ რომ მტანჯავდა.

სკეპტიციზმს სიყვარული დაემატა.

სიყვარულს კი პასუხისმგებლობა ახასიათებს.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქვეყანა, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე…

მე კი უკვე ვიცი.

არა მხოლოდ ვიცი, კარგადაც გავიცანი ჩემი ქვეყანა, ის ახირებული, ბუზღუნა, პრობლემური მშობელი, რომელიც თან გარცხვენს, მაგრამ თან ძალიან, ძალიან გიყვარს.
ეეჰ, სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღავ, არავინ ვართ იდეალურები…

ანა მებურიშვილი

 

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

დუბლინში საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა

დუბლინში საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა

9 years ago
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო

11 years ago
21 სექტემბრიდან „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი იწყება

21 სექტემბრიდან „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი იწყება

8 years ago
მინისტრთა კაბინეტმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ 209 ოჯახს საცხოვრებელ ფართს მუდმივ საკუთრებაში გადასცემს

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by