• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა „ღირს“ ღვთისმსახურება და როგორ იყენებს ეკლესია ხატებისათვის შეწირულ ძვირფას ნივთებს?

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა „ღირს“ ღვთისმსახურება და როგორ იყენებს ეკლესია ხატებისათვის შეწირულ ძვირფას ნივთებს?
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

The Tbilisi Times ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკელსიის მღვდელმსახურს  მამა საბა ჭიკაიძეს მართლმადიდებლური სწავლებით „შესაწირის“ არსზე, მის დანიშნულებასა და ფორმებზე ესაუბრა. როგორც მამაომ გვითხრა ეკლესიაში „შესაწირი“ ძველი დროიდან იღებს სათავეს და ერთდროულად  ადამიანების მხრიდან სინანულისა და მადლიერების გამოხატულებას წარმოადგენდა.   

15540903_1192086900888365_1226426053692502843_o

მამა საბა: „ადამიანმა იცოდა, რომ დამნაშავე იყო ღვთის წინაშე და ამის გამო გასცემდა გარკვეულ შესაწირს, რაც იყო ერთგვარი გამოსასყიდი ჩადენილი ცოდვებისა. ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევებისთანავე დადგა შესაწირის გაღების  საჭიროება. უფალმა უთხრა ადამს: „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო“, ხოლო ევას: „ტკივილებით შობდე შენს შთამომავლობას“. მათ ამ ფორმით, შრომითა და ტკივილით უნდა გამოესყიდათ ის ცოდვა, გასჩენოდათ სინანულის გრძნობა, რომლის გამოც უფალმა სამოთხიდან გამოაძევა ისინი. ჩვენ, ყველანი, ადამში ვცხოვრობთ და აბსოლუტურად ყველა მიდრეკილება სიკეთისა თუ  ცოდვისა მათგან გადმოგვეცემა. კოდირებულია ჩვენში ასევე სინანულისა და გამოსყიდვის ფორმებიც. გავიხსენოთ ადამისა  და ევას პირველი შვილები აბელი და კაენი. ისინი  მსგავსად მშობლებისა შესაწირს უძღვნიან ღმერთს. სახარებიდან ვიცით, რომ უფალი აბელის მსხვერპლს შეიწირავს, კაენისას კი არა, რადგან აბელს უყვარდა შემოქმედი, საუკეთესო ემეტებოდა მისთვის და გულითაც უძღვნიდა, ხოლო კაენს არ უყვარდა უფალი. ამით წმინდა წერილი გვეუბნება თუ რა უნდა შევწიროთ უფალს- წრფელი გულითა და უდიდესი მადლიერებით, სინანულით აღვსილებმა უნდა მივუძღვნათ  მას ყველაზე ძვირფასი, საუკეთესო.

სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს უფლისადმი შესაწირის მიძღვნა, შემდეგ უკვე ვითარდება და სჯულის კანონის სახე ეძლევა მას. ასე იყო ეს  მოსეს დროს, მანამდე კი აბრაამის დროსაც. საუკეთესოს თხოვს აბრაამს უფალი და ისიც მზადაა სიბერეში შეძენილი  ერთადერთი  შვილი მიუძღვნას მას.  იოანე ოქროპირის თქმით ეს ხდება  იმიტომ, რომ ჩვენთვის, მომავალი საუკუნის ადამიანებისათვის, ყოფილიყო მაგალითი უფლისადმი სრულყოფილი რწმენისა.“

მრევლი მადლიერებას, პატივისცემას ტაძრისა, თუ სიწმინდეების მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. ერთ-ერთი ასეთი ფორმაა ხატებისთვის სამკაულების, ძვირფასი ნივთების შეწირვა. საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა დროთა განმავლობაში  იხსნება თუ არა ისინი ხატებიდან?  რა დანიშნულებით გამოიყენებს ეკლესია მათ სამომავლოდ?

მამა საბა -„ყველა სახის შესაწირი ძველ აღთქმაში თუ იყო ცოდვების გამოსყიდვის საშუალება, დღეს, ახალი აღთქმის ეპოქაში მას ერთადერთი მიზანი აქვს, ესაა მადლიერება. იქნება ეს ძვირფასი ნივთი, სამკაული,  თანხა, თუ შეთქმული საკლავი, არის მადლიერების გამოხატვის საშუალება იმ უზარმაზარი ქველისმოქმედების გამო, რომელსაც უფალი ჩვენ გვჩუქნის.

იგივე შიძლება ითქვას ხატებისათვის  შეწირულ სამკაულებზეც. ჩვენ, ადამიანები, მუდმივად ვევედრებით და ვთხოვთ რაიმეს უფალს, იქნება ეს ცოდვების მიტევება,  მშობლებისა თუ შვილების კარგად ყოფნა, რაიმე თხოვნის ასრულება. არის შემთხვევები, როცა რომელიმე ხატის წინაშე მლოცველი, მავედრებელი ადამიანი გრძნობს, რომ აუსრულდა თავისი თხოვნა და სურს სწორედ იმ კონკრეტულ ხატს შესწიროს ოქროს ბეჭედი, ჯვარი თუ სხვა რაიმე ძვირფასი სამკაული. ისინი იკლებენ მათთვის ძვირფას ნივთს და, ისევ და ისევ, მადლიერების ნიშნად სწირავენ ხატს, ხატის სახით კი მის პირველ სახეს,  ანუ უფლისადმი იღებენ გარკვეულ შესაწირს.

ღვთისმსახურები შემდეგში ამ შეწირული სამკაულებით ვამკობთ ხატებს ისე, რომ მისი სახე  არ დაუშნოვდეს. ომიანობის ან გაჭირვების დროს, მღვდელმთავარი იქნება ეს თუ ტაძრის წინამძღვარი, უფლება აქვს ეკლესიის საჭიროებისამებრ მოიხმაროს იგი, მაგრამ ძირითადად ისინი რჩება ხატზე საუკუნოდ შეწირული. მაგალითად, ათონის მთაზე არსებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატისათვის შეწირული სამკაულები საუკუნეებს ითვლის. მასზეა მე-10, მე-11, მე-12 საუკუნის ძვირფასი ნივთები. ასეთი ბევრი ძველი ხატი არსებობს.“

ძველი აღთქმის, სისხლიანი მსხვერპლი ახალ აღთქმაში უსისხლო მსხვერპლმა-ლოცვამ, მარხვამ, აღსარებამ და ზიარებამ შეცვალა. თუმცა ტრადიციებს,  ჩვეულებებს, რომლებიც ადამიანებს ოდითგანვე მოსდევთ, წინაპართაგან გადმოეცემათ, როგორც უტყუარ ჭეშმარიტებას ისე იღებენ და არც კი იკვლევენ თუ რატომ, რისთვის აღასრულებდნენ ისინი ამა თუ იმ ქმედებას. ასეთი ტრადიციაა ცხვრის, ხარისა თუ სხვა საკლავის შეწირვა დღეობებსა და  დღესასწაულებზე, რასაც თან სდევს, მართლაც, შემზარავი სანახაობა სისხლიანი გუბეებისა. ფაქტია, ცხოველის დაკვლა დღესაც რჩება საქართველოში შესაწირის ერთ-ერთ ფორმად, თუმცა სხვა საკითხია რამდენად სწორად ესმის და აღასრულებს მართლმადიდებელი ქრისტიანი მას.

მამა საბა – „ძველ აღთქმაში, მოსეს სჯულის მიხედვით დაწესებული იყო სისხლიანი მსხვერპლი, რომელსაც წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი სწირავდა უფალს, ერისა და საკუთარი თავის განსაწმენდად. როგორც მამები გვეუბნებიან ეს იყო წინა სახე იმისა, რაც  უფალს უნდ გაეღო კაცობრიობისთვის. უფლისათვის სათნო  ერთადერთი სისხლიანი მსხვერპლიც სწორედ თავად იესომ გაიღო ჯვარზე აღსრულებით, რომლითაც  რეალურად შეძლო ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა. ამის შემდეგ, ყველა სხვა სახის სისხლიანი მსხვერპლი ღმერთისათვის მიუღებელია. 50-ე  ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „ უფალს სთნავს  გული შემუსვრილი, სული დამდაბლებული…“ აი, ასეთი მსხვერპლი უხარია ღმერთს, ეს არის ერთადერთი საუკეთესო შესაწირი, რაც შეიძლება ადამიანმა გაიღოს შემოქმედისადმი.

დღესაც ვხვდებით ქრისტიანობისა და ამა თუ იმ წარმართული ტრადიციების ნაზავს, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოში, ამის ნათელი გამოვლინებაა ის, რაც ხდება, მაგალითად, ლომისობასა, თუ სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე, უფრო ხშირად სოფლის პატარა სალოცავებზე, როცა ტაძრის ეზოში სისხლის ტბორები,  მოჭრილი თავების გროვები დგება, მიდის ღრეობა, ადამიანურ სახეს კარგავენ, ამას მოჰყვება კონფლიქტები, ჩხუბები. მათ ჰგონიათ, რომ ამ ფორმით მსხვერპლს სწირავენ ღმერთს, მაგრამ პარადოქსია, როგორ შეიძლება ასეთი რამ სათნო იყოს უფლისათვის.

ხშირია, როცა ამბობენ: „ცხვარი მინდა შემოვწირო, შეთქმული მაქვს.“  გასაგებია, რაკი შეთქმული გაქვს უნდა აღუსრულო უფალს, მაგრამ თუკი გინდა ეს სათნო იყოს ღმერთისთვის, მიეცი მოწყალების ფორმა და დაურიგე გაჭირვებულებს. უმჯობესია შენი ცოდვები, ამპარტავნება დაუკლა ღმერთს, ისინი მოაკვდინო, დაიმდაბლო თავი. მას ის გაეხარდება როცა შენში სასოებას ნახავს, ნახავს როგორ იბრძვი სულის განსაწმენდელად.“

რა ღირს ჯვისწერა? ნათლობა? რამდენი უნდა გადაუხადო სასულიერო პირს პარაკლისის გადახდისა თუ სახლის კურთხევისათვის? ეს ის კითხვებია, რომელიც რიგი მიზეზების გამო ხშირად უჩნდებათ ადამიანებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები გარკვეულ ტაძრებში, ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ განსაზღვრული „ტარიფების“ დაწესება აღსრულებული ღვთისმსახურებისთვის.  ეკლესია  ამას რეალურად თავისი სწავლებით სრულიად ემიჯნება, მკაცრად ეწინააღმდეგება და მას „სიმონიად“, „მექრთამეობის“ ცოდვად მოიხსენიებს. და ბოლოს, რაც შეეხება ფულის შეწირვასა თუ საეკლესიო ნივთების გაყიდვიდან შემოსულ თანხებს, შემდგომში მის მიზნობრივ თუ არამიზნობრივ გამოყენებაზე,  მამა საბამ ამომწურავად გვიპასუხა:

„ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, იხდის კომუნალურ გადასახადებს, მომსახურე პერსონალს დამლაგებელს, სტიქაროსანსა თუ  მგალობელს შენახვა სჭირდება. ასევე  თავად სასულიერო პირები, მათაც ოჯახები ჰყავთ. ამ ყველაფერს ეკლესიაში შემოსული შემოწირულობებით, ხატების , სანთლებისა თუ ლოცვანების გაყიდვიდან შემოსული თანხებით უძღვებიან სასულიერო პირები და  ცდილობენ სწორი მიმართულებით დახარჯონ ის. ეს ჩვეულებრივია,  ვიღაც ხატებს ამზადებს, ვიღაც სანთლებს და ამით ოჯახებს არჩენს… თუმცაღა არის გარკვეული შემთხვევები, როცა ამას  მომხვეჭელობის,  ბიზნესის კეთების ფორმა ეძლევა, როცა სასულიერო პირი ცდილობს ამ ყველაფრით გამდიდრდეს, ძვირფასი მანქანები შეიძინოს. ეს, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია.

უაღრესად დამაბრკოლებელია  ადამიანებისათის, როდესაც სასულიერო პირები აწესებენ „ტარიფებს“  ამა თუ იმ ღვთისმსახურებაზე,  ნათლობა იქნება ეს თუ ჯვრისწერა… უფალი ბრძანებს: „უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოთ გასცემდეთ“. ასეთი შემთხვევის დროს თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სასულიერო პირს ჰკითხოთ, გადაიხადეს ფული იმაში რომ მღვდლები გამხდარიყვნენ? მათ თუ ფული გადაიხადეს ეს კიდევ უარესი, აქ აშკარად კორუფციასთან გვექნება საქმე და ყოვლად წარმოუდგენელი,  დაუშვებელია, სახარებისეულ ენაზე მას „სიმონია“, „მექრთამეობა“ ეწოდება. თუმცა,  მე დარწმუნებული ვარ, მათ ფული არ გადაუხდიათ იმ მადლში, რომელიც უფლისაგან მიიღეს და თავად რატომ აწესებენ?!

შესაძლებელია მადლიერმა ადამიანმა თავად გაიღოს ფულის სახით შესაწირი, 20 თეთრი იქნება ეს თუ 20 000, სწორედ ამისთვისაა განთავსებული შესაწირი ყუთები ტაძრებში. მორწმუნეს არავინ არ უნდა უკონტროლობდეს რა თანხა შესწიროს. შეიძლება არც ჰქონდეს რაიმეს შესაძლებლობა, ან ვერც მოიფიქროს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მითითება, თუ რა თანხა გაიღოს მორწმუნემ, ეს  დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელი ცოდვაა. ღვთის მადლითა და წყალობით იმედია ჩვენი ეკლესია მოძლიერდება იმ დონემდე, რომ  მკაცრად მიუდგება  ამ საკითხს.

ეკლესია თავად უნდა ზრუნავდეს სასულიერო პირების სიწმინდეზე, უნდა ხდებოდეს გამოძიება რამდენად სუფთად და ღვთისნიერად მსახურობენ მღვდელმსახურნი. თუკი აღმოჩნდება, რომ რომელიმეს მიერ ანგარებას, გამომძალველობას აქვს ადგილი, აუცილებლად შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიიღებული და  მსგავსი ქმედება ისჯებოდეს საეკლესიო სასჯელით.“

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის”

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის”

12 years ago
მატილდას ულამაზესი და-ძმა და ოჯახური ფოტოები: ულამაზესი სვანი მოდელის ცხოვრება პოდიუმს მიღმა – “მშობლები ნაკლებად კონტაქტობენ მედიასთან”

მატილდას ულამაზესი და-ძმა და ოჯახური ფოტოები: ულამაზესი სვანი მოდელის ცხოვრება პოდიუმს მიღმა – “მშობლები ნაკლებად კონტაქტობენ მედიასთან”

2 years ago
CNN: მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში 73 ათასი წლის წინ დახატული ნახატი აღმოაჩინეს

CNN: მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში 73 ათასი წლის წინ დახატული ნახატი აღმოაჩინეს

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა

11 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by