• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კათოლიკური სამყარო დღეს შობას ზეიმობს

9 years ago
in რელიგია
A A
კათოლიკური სამყარო დღეს შობას ზეიმობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიო კათოლიკური სამყარო 25 დეკემბერს  მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. გრიგორიანული კალენდრით სწორედ ამ დღეს დაიბადა ქალაქ ბეთლემში იესო ქრისტე.

შობას ზეიმობენ დღეს საქართველოში მცხოვრები კათლიკეებიც. მორწმუნეები ტაძრებში იკრიბებიან და საზეიმო წირვა–ლოცვას ესწრებიან.  მათთვის, ისევე როგორც სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის შობა უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და მას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. ამ დღეს რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს.

ყველაზე მასშტაბურად შობის დღესასწაული ბეთლემში – ქრისტეს შობის ადგილასა და ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში  აღინიშნება, საიდანაც ტრადიციულად რომის პაპი მსოფლიოს 60 ენაზე წარმოთქვამს საშობაო მისალოცს.

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორ, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს საშობაო მილოცვას:

„იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს!“ (ლკ 2,8-10ა) „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს.“ (იო 1,9)

სრულებით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შობა ღამით ეკლესიაში ერთად შეკრებას. 24 დეკემბრის ღამე სიბნელე აღწევს თავის უმაღლეს მწვერვალს, დღის შუქი კი ყველაზე მოკლეა. ანუ, სახეზეა წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამიტომაც ეს ღამე იქცევა ყველა იმ ღამის სიმბოლოდ, რომელიც შეიძლება დაუდგეს ადამიანს… მომენტები, რომლებშიც ერთი შეხედვით შუქი შორსაა, როცა ვერაფერს ვხედავთ, ვერაფერს ვხვდებით და არც ის ვიცით, რა გზას დავადგეთ, როცა ჩვენს ირგვლივ მდუმარებაა, მარტოობა და სიცივე, შევიგრძნობთ საკუთარ უძლურებას და იმ ბოროტებას, ჩვენში რომ მძლავრობს… ღამეა, როდესაც ჩვენი ცხოვრება არარაობითა გვაქვს გადავსებული!

დიახ, ღმერთი დაელოდა ჩვენს მწუხრს და არც ჩვენი გულისა და ჩვენი რწმენის კუნაპეტი ღამისათვის აუქცევია გვერდი, ოღონდ კი ეჩვენებინა რაოდენ მუდმივი და ძირეული ზრუნვით არის ჩვენს მიმართ განწყობილი. არჩია, იქ გაეღვივებინა იმედი, სადაც ყველაფერი მუნჯი, აზრდაცლი ჩანდა და, თითქოს წყვდიადს შეერიაო, ჩვენ მოგვიძღვნა თავისი მხოლოდშობილი ძე, როგორც ნათლის მარცვალი. ჩვენ ერთი რამე მოგვეთხოვება ამ ღამით – ცოტათი მეტი სიფხიზლე, არა იმისთვის, რომ მსოფლიო მასშტაბის რაღაც მოვლენის მოწმენი გავხდეთ, არამედ რათა ხელახლა განვიცადოთ ღმერთის თავმდაბალი და დიადი შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში: განა დაუჯერებლად სარწმუნო არაა ის ღვთიური სიყვარული, ღამის სიღრმეში რომ იბადება დაუცველი? არადა სწორედ ესაა ჩვენთვის ნამდვილი შუაღამის მზე, ჩვილის ალი და სიმხურვალე, ყველაზე დიდი ხსნა რომ მოაქვს, ღვთიური სიცოცხლის ნამდვილი ზღურბლი, რომელსაც ჩვენი ხორცი აღმოაჩენს დღეს მისი პაწია სხივფენილი რძიანი სხეულის ამბორით. იგია ის უტყვი, მდუმარე და გამაყრუებელი სიტყვა, რომელსაც მამა კვლავაც გვიძღვნის. აი, ნათელი: სიყვარული, იგრძნო რომ ძვირფასი ხარ, რაკი მას უყვარხარ.

შობას გილოცავთ ყველას. შობა ღამეს გამოვიდეთ ჩვენ–ჩვენი სახლებიდან, გავემართოთ ამ ნათლისაკენ, რათა აღმოვაჩინოთ, რომ არის „ყრმა შეხვეული და ბაგაში მწოლარე“ (ლკ 2,12ბ). მუხლი მოვუყაროთ მას და მისი ნათელი გაბრწყინდება ჩვენს სახეებზე! გილოცავთ შობას!“– ჯუზეპე პაზოტო.

შეგახსენებთ, რომ გარდა კათოლიკური სამყაროსა 25დეკემბერს შობას ზეიმობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია და სხვა პროტესტანტული დენომინაციები. ასევე, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და  ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიებიც.

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი შედეგები: 7 საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების, 2-ში კი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

10 years ago
ექსპერტების  2013 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეფასება და 2014 წლის პროგნოზი და პერსპექტივები

ექსპერტების 2013 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეფასება და 2014 წლის პროგნოზი და პერსპექტივები

12 years ago
„რა უნდა მოთხოვო მეცნიერს, რომელსაც მხოლოდ 200 ლარი აქვს ხელფასი?!“ – გიორგი კვესიტაძე

„რა უნდა მოთხოვო მეცნიერს, რომელსაც მხოლოდ 200 ლარი აქვს ხელფასი?!“ – გიორგი კვესიტაძე

11 years ago
„81 ყოფილი თანამდებობის  პირი სამამართლომ  უკვე  დამნაშავედ  სცნო“ – ეკა ბესელია

მთავარია არ მოხდეს იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც ჩვენს ქვეყანის მომავალს სამართალს გაუმრუდებს

7 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by