• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ებრაული სალოცავი – პირველი საკულტო შენობა, სადაც წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ებრაული სალოცავი – პირველი საკულტო შენობა, სადაც წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მოქცევაი ქართლისაის” ქრონიკების მიხედვით, პირველი საკულტო შენობა, რომელზეც ჯვარი აღიმართა, მცხეთის ებრაული სალოცავი-სინაგოგა ყოფილა. ეს სალოცავი-ბაგინი, ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა მცხეთაში, ქალაქის განაპირას მდგარა.

მის სარდაფში, რომელიც აკლდამის ფუნქციას ასრულებდა, ყოფილა დამარხული ელიას ხალენი (მოსასხამი) და ქრისტეს კვართი. თავის დროზე ამ შენობაში უცხოვრია ელიოზსაც  (ახ. წ. I საუკ. პირველი ნახევარი).

ხსენებული სალოცავი – („მცირე ბაგინი“) „სამარხვოის“ სახელითაც ყოფილა ცნობილი, რადგან მასში ინახავდნენ ( მარხავდნენ) ხმარებიდან გამოსულ თორის გრაგნილებს, ღვთის სახელის შემცველ ნაწერებს, სარიტუალო საგნებს.

სწორედ ამ სინაგოგის  თავზე აღუმართავთ წმინდა ნინოს და მის ებრაელ მოწაფეებს   „ჯუარი ქრისტესი“.

“მოქცევაი ქართლისაის” მიხედვით, ქალწულმა ნინომ, როდესაც ქართლში მოვიდა, პირველად ებრაელთა სინაგოგას, ბაგინად წოდებულს, მიაკითხა, რადგან მათი ენა, არამეული, იცოდა.

„და მივიწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა ურბნისასა და ვიხილე ერი უცხოი, უცხოთა ღმერთთა მსახური, ცეცხლთა და ქვათა და ძელთა თაყვანის სცემდეს; შეეურვა სულსა ჩემსა  და წარწყმედსა მათსა ზედა და მოვედ ბაგინთა ჰურიათასა ენისათვს ებრაელებრისა და ვიყავ მუნ ერთ თუე და განვიცდიდი ძალსა ამის ქუეყანისასა“ (2გვ. 334)- გადმოგვცემს „მოქცევაი ქართლისაი“.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვრას,  ქართველთა განმანათლებელისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს მიცვალების დღეს აღნიშნავს. მას ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი მიუძღვის, რის გამოც ქართველებმა წმინდანად შერაცხეს.

წინდა  ნინო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მინიშნებით  ივერიაში ქრისტიანული რელიგიის საქადაგებლად  გამოემართა. მაშინ, როცა იგი მცხეთაში მოვიდა ქვეყანა  წარმართობის ტყვეობაში იყო. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. წმინდა ნინოს ლოცვით სასწაულებრივად, უეცრად ამოვარდა საშინელი ჭექა-ქუხილი და  კერპები დაიმსხვრა. ამის მხილველმა  ხალხმა ირწმუნა ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. ქრისტეს რჯულზე მოექცა მეფე მირიანი და დედოფალი ნანაც. ამდენად, IV საუკუნის პირველ მეოთხედში, 326 წელს წმ. ნინოს მოღვაწეობის შედეგად ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა.

წმინდანი ბოდბეში განისვენებს, მისივე სახელობის დედათა მონასტერში. წმ. ნინოს ხსენების დღეს, ტრადიციულად სინოს საკათედრო ტაძარში ვაზის ჯვრის გამობრძანება ხდება, რათა  მასთან მიახლება მორწმუნეებმა შეძლონ.

წყარო: „მედიაცია და კონფლიქტების ფსიქოლოგია“, თბილისი 2014, გვ:152.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share7Tweet5

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by