• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა შანსები აქვთ „აზოტიდან“ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სასამართლოში? – იურისტი არჩილ კაიკაციშვილი

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტურია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ახალგაზრდა ადვოკატები“ რუსთავის აზოტის ქარხნიდან კოლექტიური გათავისუფლების საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს. ამ ეტაპზე ორგანიზაციის მიზანია შეისწავლოს, თუ რატომ გახდა კომპანია ფინანსურად წამგებიანი და რა ფაქტორების გამო აღმოჩნდა  გადახდისუუნარო, რამდენად დაიცვა საწარმომ დასაქმებულთა უფლებები და გათავისუფლების პროცესში შეასრულა თუ არა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. “თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელ – არჩილ კაიკაციშვილს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, თუ რამდენად არის შესაძლებელი დააკმაყოფილოს სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები.

რას ითვალისწინებს შრომის კოდექსი კოლექტიური დათხოვნის დროს?

– უპირველესყოვლისა უნდა განისაზღვროს არის თუ არა ეს შემთხვევა მასობრივი დათხოვნა. ცხადია,ქარხანაში მომხდარი გათავისუფლება კოლექტიური  დათხოვნაა და შრომის კოდექსი ამ ცნებას ითვალისწინებს,. თუ გათავისუფლება მოხდა დამსაქმებლის ინიციატივით კოდექსის თანახმად ორი პირობა არსებობს:

  • აუცილებელია ეს მომხდარიყო დასაქმებულისათვის ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
  • თუკი კომპანია აღმოჩნდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში და ვერ მოახერხა ერთთვიანი წერილობითი ცნობის გაგზავნა, ამ შემთხვევაში შრომის კოდექსი ითვალისწინებს სხვაგვარ რეგულაციას. შეტყობინება დათხოვნის თაობაზე უნდა გაგზავნილიყო სამი დღის ვადაში და დამსაქმებული ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს 2 თვის კომპენსაცია.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები აღნიშნავენ, წინასწარი შეტყობინება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე  არ მიუღიათ, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით იმოქმედოს და მათ გადაუხადოს კომპენსაცია.

შესაძლოა საწარმო ეკონომიკური სოციალური თუ სხვა სახის პრობლემის შექმნის გამო იძულებული გახდა, შეემცირებინა დასაქმებულთა რაოდენობა. ამ შემთხვევას კოდექსი ითვალისწინებს და დასაშვებად სცნობს მასობრივ დათხოვნას. მოსარჩელე იძულებულია, დაამტკიცოს, რომ ამ პირობებში, როდესაც საუბარია 2300–2500 დასაქმებულზე,  აუცილებული არ იყო 350 პირის კოლექტიური დათხოვნა და იმსჯელოს რამდენად მიზანშეწონილია პროცენტულად ამ მაჩვენებლის (დასაქმებულთა დაახლოებით 15%-ი) სამსახურიდან გაშვება და  ამართლებს თუ არა  საწარმოს მიზნები გათავისუფლების საჭიროებას. თუ სასამართლოს გზით დადასტურდება, რომ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა გზა არ ჰქონდა, მაშინ საქმეს წარმატების პერსპექტივა არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში თუკი არ მოხდება დასაქმებული მუშების კომპენსაციით დაკმაყოფილება, დავას ექნება პერსპექტივა კომპენსაციის ფარგლებში.

რა ხდება მაშინ, როდესაც გათავისუფლებულები არ ეთანხმებიან გათავისუფლების ბრძანებას?

– თუ ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები არ ეთანხმებიან გათავისუფლების ბრძანებას, მათ შეუძლიათ,ოფიციალურად ჩაიბარონ ბრძანება და ჩაბარებიდან 1 თვის განმავლობაში გაასაჩივრონ საქალაქო სასამართლოში სამსახურში აღდგენისა და საფასურის ანაზღაურება და ბრძანების ბათილად ცნობა.

ექნება თუ არა დავას აზრი კომპენსაციის აღების შემთხვევაში?

– ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ორი სუბიექტი: საწარმო და გათავისუფლებული მუშები შეთანხმდნენ, რომ გათავისუფლება მოხდა კანონის დაცვით. კომპენსაციის მიღებით დასაქმებულები დაკარგავენ სამართალწარმოების უფლებას. იმ იურიდიული ნების გამოხატვით, რომ კომპენსაცია მიღებულია, ისინი ავტომატურად გამოდის, რომ აღიარებენ კანონის დაცულობას კოლექტიური გათავისუფლების შესახებ.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რა არის რუსთავის „აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული ადამიანების უმთავრესი მოთხოვნა და როდემდე გაგარძელდება საპროტესტო აქციები. 

გულნაზი ილურიძე  ერთ–ერთია  „აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებულთა შორის, როგორც თავად ამბობს, სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი არ იცის, რადგან ამ დრომდე ახსნა–განმარტება არავისგან მოუსმენია.

„ზუსტად 1 კვირის წინ სამსახურში მივედი და დაბლოკილი საშვი დამხვდა, საწარმოში არ შემიშვეს. შემდეგ გავიგე, რომ გათავისუფლებული ვარ, ჩემთან ერთად ახალგაზდებიც და პენსიონერებიც დაითხოვეს, ახალმიღებული თანამშრომლებიც და ძველი მუშახელიც. რა პრინციპით მოხდა გათავისუფლება არ ვიცი. მას შემდეგ  1 კვირაა დავდივარ ქარხანაში და არავისგან არანაირი ახსნა–განმარტება არ მომისმენია. ახლა ამბობენ, რომ სამი თვის განმავლობაში 500 ლარს მოგცემთ სამი თვის განმავლობაში კომპენსაციადო. სხვები რას აპირებენ არ ვიცი, მაგრამ მე არ ვარ თანახმა ამ თანხის აღებაზე. საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა შეისყიდეს ქარხანა და ახლა ცდილობენ გაფლანგული თანხები „ამოიღონ“, ვიღაცამ თუ უკანონოდ აიღო ეს თანხები უბრალო მუშამ რა დააშავა? ხალხს სესხი აქვს აღებული, მათ რა ეშველებათ არავის ადარდებს. ჩემი მთავარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენაა. “

ნოდარ ბუნელაური ამჟამად  მუშაობს  „აზოტის“ ქარხანაში, თუმცა 3 თებერვალს სოლიდარობის ნიშნად  ქარხნიდან დათხოვნილ თანამშრობლებთან ერთად იდგა. ის აღნიშნავს, რომ აქციაზე  იმ ადამიანებს მხარდასაჭერად მივიდა, რომლებთან ერთადაც საწარმოში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და პროტესტის გრძნობა უჩნდება სამსახურიდან მათი გათავისუფლების ფორმის გამო.

„წლების განმავლობაში მუშაობდნენ ჩემი თანამშრომლები ჩემთან ერთად და ახლა გამუშვეს სახლებში. კაცი რომ 40 წელი იმუშავებს და მოულოდნელად გეტყვიან გაგისვით სამსახურიდანო უსამართლობაა აბა რა არის?! ძალიან ცუდი ფორმა შეარჩიეს თანამშრომლების დათხოვნის  და აამაზეც  მწყდება გული.“

რუსთავის „აზოტის“ ქარხნის ერთ–ერთი ყოფილი თანამშრომელი (სახელსა და გავრს მისი მოთხოვნით არ ვუთითებთ), „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი გათავისუფლება მოხდა შვებულების პერიოდში, რისი გამოც დაირღვა მისი შრომითი უფლებები.

ჰქონდა თუ არა ქარხანას უფლება შვებულებაში მყოფი თანამშრომელი სამსახურიდან გაეშვა?

იურისტი არჩილ კაიკაციშვილი: “შვებულებაში მყოფი ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში არაერთგვაროვანი დამოკიდებეულება არსებობს. მნიშვნელოვანია მოსამართლე როგორ შეაფასებს ფაქტს. შვებულებაში მყოფი ადამიანის გათავისუფლება ცალსახად დაუშვებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გათავისუფლება უზრუნველყოფილია კოლექტიური დათხოვნის  ფორმატში და არა ინდივიდუალური შრომითი დავა. როდესაც სასამართლოში საქმე შევა, შესაძლოა მან უპირატეს მტკიცებულებად  მიიღოს ის, რომ საქმე მიმდინარეობს საწარმოს წინაშე მდგარი აუცილებელი ეკონომიკური სირთულიდან გამომდინარე კოლექტიური დათხოვნის ნაწილში და თუ კონკრეტულ პირს, რომელიც გათავისუფლების დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა უფლება დაერღვა, სხვა უფლებებთან შედარებით ეს ფაქტი შესაძლოა ნაკლებ პრიორიტეტული აღმოჩნდეს.”

„აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფლებული პირები აღნიშნავენ, რომ მათი მთვაარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენაა და მზად არიან აქცია გააგრძელონ, სანამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, 26 იანვარს ქარხნიდან რაც 330–მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მე–10 დღეა, რაც პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაცია გათავისუფლებულ მუშებთან ერთად აზოტის ქარხნის წინ საპროტესტო აქციებს მართავს.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარხნიდან თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმებოდა, მედიაში რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ადმიანისტრაცია თანახმაა, რომ  კომპენსაციის სახით სამი თვის განმავლობაში 500 ლარი გადაუხადოს დათხოვნილ თანამშრომლებს.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

დმანისში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა დაიწყო

დმანისში სატყეო სამეურნეო გზების გაყვანა დაიწყო

12 years ago
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

4 years ago
დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი იმუშავებს

საქართველოსა და უკრაინას შორი განათლების კუთხით თანამშრომლობას კიდევ უფრო გაღრმავდება

9 years ago
ბრიჯიტ ბრინკი: “ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება”

ბრიჯიტ ბრინკი: “ამერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება”

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by