ბიჭი, რომლის დღე სკოლაში წასვლით იწყებოდა და IT ცენტრ “მზიურში” ყოფნით მთავრდებოდა. ბიჭი, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებები აინტერესებდა და ცდილობდა რაღაც ახალი ეპოვა მათში. ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდოდა წარმატებისთვის მიეღწია და მიაღწია კიდეც. ყველას როდი უმართლებს ასე. მას კი მართლაც გაუართლა.
მე დღეს იმ ბიჭის ისტორიას გაგაცნობთ, მსოფლიოში უდიდეს კომპანია – „google-ში“ რომ მუშაობს. ცოტა ზარმაცი რომაა, მაგრამ ისიც იცის, ძალიან ბევრი რამის შექმნა რომ შეუძლია. ბევრს, რომ ფიქრობს პასუხებზე და ძალიან რომ უკვირს, რატომ დაინტერესდა მისით საზოგადოება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რვა ორმოცდახუთწუთიანი ტექნიკური გასაუბრების შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ მან მიიღო ყველასთვის სასურველი და საოცნებო სამუშაო – „google-ში“.
გიორგი მეგრელი, ის იღბლიანი ბიჭია, რომელმაც დიდი ძალისხმევის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია.
მოგვიყევით თქვენზე, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ?
– ვსწავლობდი ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, სადაც ძალიან კარგი მასწავლებელბი მყავდნენ, რომლებმაც ძალიან შემაყვარეს ტექნიკური საგნები. განსაკუთრებით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოტე კუპატაძეს, რომელიც მათემატიკას მასწავლიდა, ლეილა ნარინდოშვილს რომელიც ფიზიკას და ჩემს დამრიგებელს სალომე პატარაშვილს, რომლებიც სხვა მასწავლებლეთან მოქცევას მასწავლიდა… სკოლის პარალელურად დავდიოდი IT – ცენტრ „მზიურში“, სადაც ვსწავლობდი პროგრამირებას და საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი წვლილი ჩემს პროგრამისტად ჩამოყალიბებაში მზიურმა შეასრულა, ამ სფეროში რაც ვიცი უმეტესობა ამ ცენტრში ვისწავლე ჩემი მასწავლებელი გურამ ქოთოლაშვილისგან. ზოგადად მთლიანი მზიურის უღრმესად მადლობელი ვარ!
შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინდა აღვნიშნო, რომ ბაკალავრის მასალის დიდი ნაწილი უკვე სკოლაში ან მზიურში ასე თუ ისე გავლილი მქონდა, ასე რომ სწავლა სხვებთან შედარებით მიადვილდებოდა, რამაც თავდაჯერება მომიმატა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტათი გამაზარმაცა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბაკლავრზე სწავლის განმავლობაში გავიცანი და დავუმეგობრდი რამდენიმე პროფესორს, ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი რამ, სხვა რაკურსით დავინახე ის, რაც აქამდე ვიცოდი და ყვყელაზე მნიშვნელოვანი აკადემიურ კულტურას გავეცანი. შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაზე და ბატონი კობა გელაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით დავამუშავეთ ერთი საკმაოდ საინტერესო თემა.
იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე რომ მოგვიყვეთ, რაც წლების განმავლობაში სკოლამ თუ უნივერსიტეტმა შეგძინათ?
– პირველ რიგში ეს არის სკოლის და IT ცენტრ “მზიურის” დამსახურება. რადგან იქ შვიდი წელი დავდიოდი, დაწყებული მეხუთე კლასიდან. კურსის დამთავრების შემდეგ ძალიან ძლიერი “ბექგრაუნდი” და გამოცდილება მქონდა. უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი მეცადინეობის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. უნივერსიტეტმა ძირითადად მასწავლა აკადემიური ნაწილი, მაგრამ პრაქტიკაში საქმე ცოტა სხვანაირადაა. პრაქტიკული ცოდნა დავაგროვე ძირითადად დამოუკიდებლად. გავარჩიე ის ტექნოლოგები, რომელზეც ვმუშაობდი ან მაინტერესებდა.
როგორ შეძელით იდეის განხორცილება და თავის დამკვიდრება? საწყის ეტაპზე რა სირთულეები შეგხვდათ?
– თავიდან, როცა სკოლა დავამთავრე თეორიული ცოდნის გარდა არანაირი გამოცდილება არ მქონია, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე პირველი სამსახური და მის შემდეგ ვმუშაობ შეუჩერებლად სხვადასხვა ქართულ და არაქართულ კომპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირევალად ძალიან გამიჭირდა, ნელ-ნელა საკუთარ თავზე მუშაობით მოვახერხე, რომ ასე თუ ისე კონკურენტუნარიანი გავხდი. ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მასწავლებლებს და იმ კომპანიებს სადაც ვმუშაობდი. მათ შემიქმნეს ისეთი გარემო, სადაც შევძელი საკუთარი უნერების კიდევ უფრო მეტად განვითრება. ყველაზე რთული პირველი ნაბიჯები იყო როდესაც მხოლოდ თეორიული ცოდნით, პრაქტიკაზე გადავედი და მალე გავაცნობიერე, რომ პრაქტიკაში ყველაფერი სხვანაირადაა.
გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება და რა დაბრკოლება გადალახეთ მის მისაღწევად?
– პირველი წარმატება ჩემს კარიერაში იყო, ალბათ, ის პერიოდი როდესაც „mapspot – ში“ ვმუშაობდი სადაც ვაკეთებდით საიტს, რომელზეც იქნებოდა საქართველოს რუკა. ეს საიტი ერთ-ერთი პირველი იყო იმდროისთვის. ამიტომ, საკმაოდ რთულია ისეთი რაღაციც შექმნა, რომლის მაგალითი ან ნიმუში არ არსებობს. თავიდან ბევრი რამ არ გამომდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას შემდეგ რაც ტექნოლოგიები ავითვისე, ბევრი რამ გამარტივდა.
რაც შეეხება თქვენს დიდი წარმატებას, როგორ მოხვდით google-ში?
– ჩემს ერთ-ერთი მეგობარს ჰქონდა გასაუბრება და მან გამიწია რეკომენდაცია. რამდენიმე ტექნიკური გასაუბრების შემდეგ, რომლებიც საკმაოდ განსხვებული ხასიათის და ცოტათი დამაბნეველი იყო, მითხრეს, რომ ამიყვანეს. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციებს, რასაც მაშინ განვიცდიდი. საოცარი გრძნობაა, გახდე იმ კომპანიის ნაწილი, რომელშიც მოხვედრაზე ყოველი ჩვენგანი ოცნებობს.
რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ და რა გზა გაიარეთ მუშაობის დაწყებამდე?
– თავიდან დაიყწო იმით, რომ დამიკავშირდა რეკრუიტერი, და დაიწყო გასაუბრების პროცესი. რომელიც საკმაოდ სტრესული იყო განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ესტონეთში ვმუშაობდი. პარალელურად სამაგისტრო ნაშრომს ვაკეთებდი და თან ვცდილობდი, დღეში ორი-სამი საათი გასაუბრებისთვის მეცადინეობისთვის დამეთმო. გვერდით მედგა ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გაბისონია, რომელიც გუგლში მუშაობდა. მას ეს ყველაფერი გავლილი ჰქონდა და რჩევებს მაძლევდა სხადასხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით.
გასაუბრებების პროცესი დიდი ხანი გაგრძლედა. ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა, იმიტომ რომ პარალელურად თსუ -ში სამაგისტრო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. მქონდა რვა ტექნიკური გასაუბრება თითო დაახლეობით 45 წუთიანი, რომელიც მოიცავდა ტექნიკურ კითხვებს და დაფაზე ან google docs – ში პროგრამული კოდის წერას. ბოლო გასაუბრების შემდეგ დაახლოებით 10 დღეში უკვე გავიგე, რომ ამიყვანეს.
რა არის მნიშვნელოვანი თქვენს „საქმეში“?
– რაც უფრო მეტი დრო გადის, ტექნოლოგიები მით უფრო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე ლოგიკურია იმის თქმა, რომ ამ საქმეშე ერთ – ერთი ყველაზე მნიშვენლოვანია ის, რომ ავყვეთ ამ ტემპს, თუ, რა თქმა უნდა, გვინდა კონკურენტუნარიანები რომ ვიყოთ. საინტერსოა ისეთ სფეროში მუშაობა, სადას სულ ახალს და სიახლეს უნდა ელოდო. გარდა ამისა, აღსანიშნავია ასევე მისი გავლენა საზოგადოებაზე. ნამდვილად ძალიან კარგი შეგრძნებაა ის, როცა ნახულობ, რომ შენს შექმნილ პროდუქტს ხალხი იყენებს და ბედნიერია. რა თქმა უნდა „google-ში“ მუშაობის დროს უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი. პირველად ეს რომ გავაცნოებიერე, თეგეტა მოტორსში ვმუშაობდი. დავინახე, რომ ჩემს ერთ-ერთ პროგრამას ხალხი წარმატებით იყენებდა. ვიცოდი, რომ ძალიან დიდი საქმის კეთება შეუმსუბუქდათ მათ. ალბათ ეს არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობაც-დაეხმაროს ადამიანებს ცხოვრების გამარტივებაში.
ქართველებიც თუ მუშაობენ თქვენთან ერთად და რა შედის თქვენს მოვალეობებში?
– დიახ, არიან ქართველებიც რომლებიც ასევე გუგლში მუშაობენ. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას. ვარ „Software Engineer“. ვმუშაობ პროექტებზე და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს.
მიყვარს – მოგზაურობა
მიხარია – წარმატება
ვოცნებობ – საქართველოს კარგ მომავალზე
ვგრძნობ – პასუხისმგებლობას
მეშინია – სიმაღლის
შემიძლია – ბევრი რამ შემიძლია
არ შემიძლია – ბევრი რამ არ შემიძლია
მრცხვენია – არვიცი რისი მრცხვენია
მწამს – სიკეთის
ვინახავ – ყველაფერს რაც მომავალში გამომადგება ალბათ
მწყინს – როცა ვიღაც მარტყუებს ეგ მწყინს
რას თხოვდი ოქროს თევზს?– პირველ რიგში ვთხოვდი იმას, რომ 3 ის მაგივრად უსასრულოდ ბევრი სურვილი შემისრულოს
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჯერჯერობით არცერთი ისეთი გეგმა არ მაქვს, რომელიც რადიკალურად შემიცვლის ცხოვრების კურსს. მიზნად მაქვს, რომ დავრჩე იქ სადაც ახლა ვარ და განვვითარდე იმ პოზიციაზე რომელზეც ახლა ვარ. ამდენი ხანი აქ მოხვედრას ვგეგმავდი და არვიცი მინიმუმ კიდევ ერთი წელი ვაპირებ ლონდონში გაჩერებას. შემდეგ კი ვნახოთ, შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყნის ოფისში გადავიდე სამუშაოდ. თვითონ კომპანიის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან ყველაფერი მომწონს, ატმოსფერო, კულტურა, ხალხი…
მარიამ ლეკიაშვილი