• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნათელა ბაქრაძე – 75 წლის ქტიტორი, რომელმაც თაობებს ისტორია შემოუნახა

9 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთი პატარა სოფელია – ვარციხე. როგორც ამბობენ, სახელწოდება  ბერძნულ სიტყვა  ,როდოპოლისს ” უკავშირდება ( ,,როდონ-ვარდი”, ,,პოლის-ქალაქი”) . ვარდციხე დროთა განმავლობაში ვარციხედ იქცა. სოფლის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან სათქმელი ბევრია, მე კი ერთი ქალბატონის შესახებ მინდა მოგითხროთ.

ახ.წ.  მე-6 საუკუნით დათარიღებული ციხეგალავნის შუაგულში ორი  ეკლესია დგას. ორივეს ეტყობა, რომ ვიღაცას  საგულდაგულოდ უზრუნვია მათზე. როგორც გავიგე, ერთი მე-17 საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების, მეორე კი – ახლადაშენებული, უფრო სწორად კი, მე-4 საუკუნის საძირკველზე დაშენებული იოანე ნათლისმცემლის, ტაძარია.

წინ სამი მდინარე ერთვის ერთმანეთს – რიონი, ხანისწყალი და ყვირილა. ეს ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ამდენი მდინარე ერთდება – თან ყველა სხვადასხვა შეფერილობისაა.

ეკლესიაში სულ 6 დამიანი შევნიშნე – მოძღვარი, ორი  სტიქაროსანი, ერთი მედავითნე და  ღუმელთან მოკალათებული ქალბატონი და  კიდევ ერთი –  ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც აქტიურად  იყო ჩართული საღამო ლოცვის პროცესში.

როგორც შემდეგ გავიგე, 75 წლის ნათელა ბაქრაძე  ვარციხის ამ ორი ტაძრის ქტიტორია. თავის თავზე ბევრი არაფერი მითხრა, სოფლის რწმუნებულმა  და იქაურმა მოსახლეებმა შემივსეს  ინფორმაციული ვაკუუმი.

წყალტუბოს რაიონის სოფელ დერჩში დაიბადა და გაიზარდა. მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა და 7 შვილი დედამ გაზარდა, ყველას მისცა უმაღლესი განათლება. სოფელ ვარციხეში კი საკმაოდ  უცნაურად მოხვდა. ნათესავს ჰქონდა სახლი, ჩამოაკითხა და შეამჩნია გალავანში მიტოვებული ეკლესია, სადაც ყარაული ძროხებს  აბინავებდა. როგორც ამბობს, სწორედ მაშინ სთხოვა ქმარს, აქ დასახლებულიყვნენ,  რათა ტაძრისთვის მიეხედა. მეუღლემაც არ უთხრა უარი.

,,9 წლიდან მორწმუნე ვარ. ეკლესია რომ არ მენახა, არც შემოვიდოდი ამ გალავანში. ღამე მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე და ვდენიდით საქონელს ტაძრიდან.“

ამბობს, რომ ეს ადგილი საოცრად მადლიანი და დიდებულია, სწორედ ამან ჩამოასახლა აქ.

იმ დროს ,,გადაჩვეული იყო ხალხი ეკლესიას”, ამიტომ ამ ბრძოლაში ბევრიც არ იყო მათკენ.  როდესაც სოფელში გადმოვიდნენ, სახლის შენებას შეუდგნენ, მაგრამ  ნათელა ბარქაძემ მისთვის  განკუთვნილი სახურავის ეკლესიის მშვენებლობისთვის გამოყენება გადაწყვიტა.

,,დიდი შრომა დასჭირდა ტაძრის  აგებას, ძალიან გაგრძელდა შრომა – სოფლის ქალებმა ბევრი იმუშავეს,  ერთხელ თურქეთში ერთმა თურქმა ქართველს  წაართვა დიდი ბაწარი და სადღაც შეაგდო, გავაყოლე თვალი და წამოვიღე. შენებისას ძალიან გამოგვადგა ეს ბაწარი, ქალები ვაწოდებდით მასალებს  კაცებს , როდესაც ისინი სახურავზე მუშაობდნენ,“- ასე იხსენებს ამ პერიოდს.

ტაძრის შენება 1978 წელს დაიწყეს, მაშინ, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი იყო. ,,საჭირო ზომებმაც“ არ დააყოვნა და ის და მისი მეუღლეც დაიჭირეს.

,,მკითხეს- ,,რა სახსრებით აშენებთ, ამხანაგო, ეკლესიას?“ – უფალი ამბობს, როცა ჩემზე გედავებიან, არ იფიქრო, რას იტყვი, სულიწმიდა გალაპარაკებსო და ვუთხარი, თითო ადამიანმა 3 დღე უსასყიდლოდ უნდა იმუშავოს წელიწადში-მეთქი. თანაც, იქვე იყო მასალები –  ქვიშა, ქვა-ღორღი. ბოლოს მაინც მივიყვანეთ საქმე ბოლომდე.“

ეკლესიას თავდაპირველი სახე აქვს შენარჩუნებული, საკმაოდ უცნაური მოყვანილობისაცაა და  თან ერთვის სეფისკვერის ცხობისთვის გამოყოფილი ოთახი თავისი საკვამურით.

საბოლოოდ, 1997 წელს ეკურთხა ეკლესია. 20 წლისგანმავლობაში კი  18 მოძღვარი აღზარდა, პირველი მამა მარკოზ სვანიძე იყო, რომელიც ახლა მიტროსანია.

ამჟამად ტაძარი გაბზარულია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საძირკვლის რკინა-ბეტონით გამაგრებაა საჭირო, არადა, ყოველდღე დგას საშიშროება მისი შუაზე გახლეჩის, ლოცვა კი მაინც  არ წყდება.

როგორც  ნათელა ბებო ამბობს, ეკლესია ახალი გაბზარულია. აქამდე 15 წელი ამერიკაში იყო, ოჯახისა და ეკლესიისთვის რომ მიეხედა, სწორედ მაშინ გამოაგზვანა ფული  მე-4 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ასაშენებლად. ამ ადგილზე 20კვ. მეტრი სიდიდის საძირკვლის ნაშთი იყო შემორჩენილი, ახლა კი 60 კვ.მ. ფართის ბაზილიკა დგას.როგორც ჩანს, ადრე აქ საოჯახო ტიპის ეკლესია უნდა ყოფილიყო. ამ ტაძრის მშენებლობის სრული ხარჯი კი მან გაიღო.

ამერიკაში მოხუცებს უვლიდა, არაერთი გასაჭირის წინაშე დადგა და სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში, მაგრამ, როგორც ამბობს, ამ ყველაფერს უფლის შემწეობით სძლევდა და სძლევს. ყველაზე დიდი განსაცდელი  მეუღლის გარდაცვალება იყო, რომელსაც  ამერიკიდან განიცდიდა და ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ახლა იგი ეკლესიასთან, საპატიო ადგლას  განისვენებს.

ეს ყველაფერი არაა, როგორც გავიგე, ის სახლი, რომელიც სოფელ დერჩში დარჩა ოჯახს,  ნათელა ბაქრაძემ ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა.

,,ამერიკაში ვიყავი, როდესაც  ძმა გარდაიცვალა. მაშინ დავიბარე, სასწრაფოდ გადააფორმეთ ეს სახლი საპატრიარქოზე-მეთქი. როცა ეკლესიას ჩუქნი, ე.ი. ღმერთს სწირავ.“

როგორც ამბობს, ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ იცის, წინ დახვდება.

,,აქაური ცხოვრება არაფერია, წარმავალია. როცა კომუნისტების დროს ეკლესიას ვაშენებდით, მაშინ ხალხს არ ჰქონდა რწმენა გათავისებული, ახლა უფრო ემატება მრევლი. ახლა ხალხს უხარია, რომ აქ რაღაც დგას და ფუნქციონირებს.“

ამბობს, რომ ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, არავინ შეაწუხოს და რაღაც გააკეთოს მომავლისთვის.

როდოპოლისის დათვალიერებისას, შენიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე ჯვარი აღარ იდგა – ახლა იმაზე უნდა ავტეხო ქაქანი, სადაა ჯვარიო?! – იქნებ, ჩამოვარდა-მეთქი. მერე, ხომ უნდა შეენახათ, რომ ჩამოვარდნილიყოო. ყოველი დეტალი, რაც აქაურობას ეხება, საოცრად ძვირფასი და ახლობელია მისთვის.

ახლა აპირებს, რომ თბილისში ჩავიდეს, ძეგლთადაცვის სამსახურში კარგად მოიკითხოს ტაძრებისა და ციხე-გალავნის ისტორია და კვლავ მთელი ენერგია დაახარჯოს აქაურობას.

ასეა, ყოველ კუთხე-კუნჭულს აქვს  თავისი ისტორია, ისტორია კი ადამიანებით იწერება – ასეთი ადამიანებით, რომლებიც მომავალს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ თაობებისთვის ქმნიან.

 

ნატალია ჯალაღონია

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In