• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 18, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად განვითარებულია ჩირლიდინგი საქართველოში

9 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
რამდენად განვითარებულია ჩირლიდინგი საქართველოში
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩირლიდინგი სპორტის დამოუკიდებელი სახეობაა. ამერიკული ნაციონალური სპორტი, რომელიც უკვე ევროპის არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენიმე წელია, საქართველოში თავის დამკვიდრებას ცდილობს. გარდა დედაქალაქში არსებული გუნდებისა, მას მიმდევრები ჰყავს საქართველოს 7 რეგიონში. აღნიშნული სპორტის სახეობით ამჟამად 4000 ბავშვია დაკავებული. აღნიშნულ სპორტზე სასაუბროდ „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა  ჩირლიდერთა ფედერაციის ხელმძღვანელს, ვალენტინა კუზმიდს, რომელიც დეტალურად საუბრობს როგორ ხდება აღნიშნული სპორის სახეობის პოპულარიზება, რა ხელშეწყობა აქვს მას სახელმწიფოს მხრიდან და რომელი ჩემპიონატები იგეგმება უახლოეს მომავალში. სტატიაში გაიგებთ  ვინ არიან ჩირლიდერი ბავშვები საქართველოდან.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჩირლიდინგის ფედერაციამ აკრედიტაცია 2013 წელს მიიღო. მაინტერესებს რამდენად გაიზარდა საქართველოში 2017 წლამდე დაინტერესება სპორტის ამ სახეობის მიმართ?

– ჩირლიდინგი ამერიკელთა ნაციონალური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ამ დროისთვის ჩირლიდინგით დაკავებულია 4000 ბავშვი. ბევრ სკოლას ჰყვას მხარდამჭერთა გუნდები, ხშირად სკოლის დირექტორები მოგვმართვენ, რომ შევიდეთ და დავეხმაროთ ამ გუნდების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებულ მოწონებას სპორტის ეს სახეობა გოგონების მხრიდან იმსახურებს. ჩერლიდინგი არ არის მხოლოდ პომპონები (ჩირ ფრი-სთაილ) ის გულისხმობს  ჩირ-ჰიპ-ჰოპ, ჩირ-ჯაზ, ჩირ-მოდერნი და.შ. ჩირლიდინგი თავის თვაში სპორტის სხავდასხვა სახოებას მოიცავს.

2016 წელს ჩირლიდინგის ფედერაციამ ოფიციალურად მიიღო აღიარება. ამ დროიდან ჩვენ ველით დაფინანსებას, თუმცა ჯერ არ მიგვიღია და როგორც ცნობილი გახდა, არც წელს გვექნება ბიუჯეტი. ჩვენ თუ გვექნება ცოტა უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, უფრო მეტს მივაღწევთ და მეტ ბავშვ ჩავრთავთ ჩირლიდინგში.

როგორი სამოქმედო გეგმა აქვს 2017 წლისათვის შესასრულებელი თქვენს ფედერაციას, რა გზით მოხდება საქართველოში ჩირლიდინგის პოპულარიზაცია?

– თბილისის არაერთ სკოლაში ჩამოყალიბდა ჩირლიდერთა გუნდები, აქტიურადაა ჩართული რეგიონებიც. საქართველოს მასშტაბით 7 რეგიონია ჩართული. წლის განმავლობაში გაწერილი გვაქვს გეგმა, რომ გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე, ევროპისა და ასევე, მსოფლიო ჩემპიონაწტებზე, არსებობს „თბილისის თასი“, ასევე ვატარებთ ტრენინგებს, სემინარებს, ხდება პედაგოგთა სერტიფიცირება. მთელი წელი აქტიურად მიმდინარეობს მომზადება, რათა გაიზარდოს ჩირლიდინგით დაინტერესებული მოსწავლეებისა და მწრთვნელების კვალიფიკაცია.

ცნობილია, რომ საქართველოს საკუთარი გუნდები ჰყავს სკოლებსა და უნივერსიტეტებში და როგორ ხდება გოგონების ვარჯიში სპორტის მოცემულ სახეობაში, ვინ არიან ჩირლიდერი გოგონების მწრთვნელები?

– ჩირლიდინგი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ერთდროულად მოიცავს: ტანვარჯიშის, ცეკვის, პლასტიკისა და რიტმის დეტალებს. ერთ გუნდთან მუშაობს რამდენიმე პედაგოგი, შესაბამისად ისინი უნდა იყვნენ კომპეტენტურები სხვადასხვა განხრით, რაზეც ვმუშაობთ ამ ეტაპზე. ტანვარჯიშის ილეთებს ტანვარჯიშის სპეციალისტი ასწავლის, აკრობატიკის შესაბამისად ამ სფეროს სპეციალისტი და ა.შ. საქართველოში უკვე არსებობს პროფესიონალი მწრთვნელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან მუშაობენ.

საქართველოს ჰყავს ჩირლიდინგის ეროვნული ნაკრები, როგორ შეირჩა ეს ნაკრები და რა მიღწევები გვაქვს დღესდღეობით?

– მსოფლიოს მასშტაბით ჯერ-ჯერობით საქართველოს გუნდი არ გასულა, თუმცა მეზობელ სახელმწიფოებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ ტურნირებზე მოვიპოვეთ პირველი ადგილი და ვართ გამარჯვებულები. წლის განმავლობაში ჩატარებული ტურნირების საფუძველზე დგება რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ვარჩევთ გოგონებს, ისინი ხვდებიან შესარჩევ ტურზე და შემდგომ მათგან აირჩევა ეროვნული ნაკრების წერვები. მნიშვნელობან როლს თამაშობს მათი მიღწევები და მაღალი ქულები, განმსაზღვრელი ფაქტორია ტურნირის მნიშვნელობა და დონე.

როგორც ცნობილია, 2017 წლის აპრილში თბილისი ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში ჩირლიდინგში საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდება. როგორ ემზადებიან გუნდები ჩემპიონატისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ოლიმპიადა ქართველი ჩირლიდერი გოგონებისთვის?

– საქართველოში ჩატარებულ ტურნირთა შორის აპრილში დაგეგმილი ღონისძიება არის ყველაზე მაღალი რანგის, ვინაიდან გამარჯვებულები გაემგზავრებიან საერთაშორისო ჩემპიონატებზე. ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად აუცილებელია გუნდი 16 ბავშვისგან შედგებოდეს თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე დასაშვებულია დუეტების გაგზავნა. თბილისის ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ ვუმასპინძლებთ გუნდებს მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნებიდან მაგალითად: უკრაინიდან 21 გუნდს ველოდებით, დიდი რიცხოვანი მაჩვენებლით იქნებიან ბელორუსიის წარმომადგენლები და ა.შ. სულ 7 ქვეყანას ველოდებით. ამ დრომდე მიმდინარეობს რეგისტრაცია, რის გამოც ზუსტად არ ვიცით რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ოპიმპიადაზე საქართველოდან. როგორც წესი, ველით, რომ თბილისის გარდა ჩაერთვება ყველა რეგიონი.

შედეგის მისაღებად საჭიროა, რომ ბავშვმა კვირაში 3-ჯერ მაინც ივარჯიშოს. თუმცა ვისაც პროფესიონალურ დონეზე სურს მუშაობა მისთვის ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო.

როგორი ხელშეწყობა აქვს ჩირლიდერთა ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან, რამდენად არის ხელისუფლება დაინტერესებული საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებით?

– ჩირლიდინგის ფედერაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, ფედერაცია დაფინანსებას კონკრეტული პროეტის ფარგლებში იღებს და არ აქვს გაწერილი ბიუჯეტი. აღნიშნული საკითხის გამო ძალიან გვიძნელდება სპორტის ამ მიმართულების განვითარება. ამ დრომდე კი სამინისტროსგან ბიუჯეტი ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ. საქართველოში არიან წარმატებული ჩირლიდერი ბავშვები, მაგრამ გვიძნელდება მათი ევროპის ჩემპიონატებზე გაყვანა, რადგან გუნდი უნდა შედგეს 16 ადამიანისგან, რის შეკრებასა და მობილიზირებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის მერიისგან გვაქვს ოფიციალური ბიუჯეტი, რაც სხავადსხვა აქტივობების განხორციელების საშუალებას გვაძლევს თუმცა ეს ეხება თბილისის გუნდებს, რაც შეეხება რეგიონებს, მათ ამ დრომდე ოფიციალური დაფინანსება მუნიციპალიტეტიდან ან გამგეობიდან არ აქვთ.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025
ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ
ახალი ამბები

ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ

03/09/2025
“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა
ახალი ამბები

“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

02/14/2025
„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ”  –  მიქაუტაძე
ახალი ამბები

„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ” – მიქაუტაძე

02/12/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In