• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას წარმოადგენს თაღლითური სქემით მომუშავე ავტოსკოლები და კორუფციული გზით გაცემული ჯანმრთელობის ცნობები?!

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
რას წარმოადგენს თაღლითური სქემით მომუშავე ავტოსკოლები და კორუფციული გზით გაცემული ჯანმრთელობის ცნობები?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დილით  უნივერსიტეტში მივდიოდი, მზიანი ამინდი იყო სწორედ ისეთი, ენერეგიასა და ცხოვრების ხალისს რომ გმატებს.  შუქმნიშნის მწვანე ფერს დაველოდე და როგორც კი აინთო,  ქვეითთა გასასვლელისაკენ წავედი. მწვანე სიცოცხლის ფერია, მაგრამ იმ წუთას მარჯვნიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი რომ  არ შემემემჩნია, ალბათ ჩემთვის საბედნისწერო ფერი გახდებოდა. საინტერესოა ვინ ვიქნებოდი დღეს, რომ არა დღეს ჩემთვის  გაღიმებული იღბალი?! ალბათ  იმ სტატისტიკის ნაწილი, რომელსაც შინაგან სამქეთა სამინისტრო აქვეყნებს და რომელიც ბოლო სამი წელია საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა მზარდ რიცხვს აფიქსირებს.  თითოეული რიცხვის უკან კი ადამიანის სიცოცხლე დგას…

„შავი წერტილები“ სწორედ ამ სახელწოდებით აღინიშნა დედაქალაქის მასშტაბით პრობლემატური ადგილები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება.  „თბილისი თაიმსი“  დაინტერესდა რომელ სტრუქტურას  ეკისრება პასუხისმგებლობა საგზაო უსაფრთხოებაზე და რა ხერხებს მიმართავს სახელმწიფო  ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად. გთავაზობთ ინტერვიუს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელ დავით მესხიშვილთან, რომელიც დეტალურად საუბრობს თუ რას წარმოადგენს თაღლითური ავტოსკოლები და როგორ ხდება ჯანმრთელობის ცნობის გაცემა ჩვენს ქვეყანაში. ვრცლად საგზაო უსაფრთხოების შესახებ შეიტყობთ ინტერვიუდან.

როგორც ცნობილია დედაქალაქში  არსებობს ე,წ, „შავი წერტილები,“ სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებულად მაღალია. თუ შეგიძლიათ,  მითხრათ რა მონაცემებზე დაყრდნობით აღინიშნა ეს ადგილები და კონკრეტულად რომელი ტერიტორია ხვდება  სახიფათო ადგილების მონიშვნის არეალში?

– პრობლემატური მონაკვეთების ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევების  სიხშირის მონაცემებზე დაყრდნობით, ნაწილი კი ჩვენი დაკვირვებისა და მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა. ბელიაშვილის ქუჩა, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია კოსტავას ქუჩის მიმართულებით და ვაჟა–ფშაველას გამზირზე გზაჯვარედინები.

ბელიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე პრობლემა იკვეთება – 1. რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტების გამო, ფაქტობრივად ქვეითად მოსიარულეთათვის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე გადასასვლელი ადგილები აღარ არის.  2. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო ნიშანი გვიჩვენებს, მაქსიმუმ 40 კმ/სთ სიჩქარეა განსაზღვრული, ავტომობილები ავითარებენ გაცილებით მაღალ სიჩქარეს და არ ხდება მონაკვეთის კონტროლი. 3. პარკირებისთვის მონიშნული ადგილები არასწორად არის დახაზული, რაც ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის რისკს, განსაკუთრებით საშიშია ღამის საათები.  სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი ფაქტორების გამო, ამ ადგილს „სიკვდილის ხეივანი“ ვუწოდეთ.

ყველაზე ხშირად რა ფაქტორი განაპირობებს ავტოსაგზაო შემთხვევების წარმოშობას, როგორია სტატისტიკა რა ტიპის დარღვევები ხდება სიცოცხლისთვის სახიფათო?

1.ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება.

2.არასწორი მანევრირება– რომელიც, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში არ არის დიფერენცირებული.

3.ნასვამი პირები საჭესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, ჩემი აზრით, არ არის სრულყოფილი, რადგან არ ჩანს კომბინირებული შემთხვევები. მაგალითად, შეიძლება, ავტომობილი აჭარბებს სიჩქარეს, მაგრამ თუ ტექნიკურად გამართულია, არ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაბამისად, მსგავსი ტიპის დარღვევა სტატისტიკაში არ იკვეთება.

რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა გამორთული შუქნიშნებისა და არასწორად დადგმული საგზაო ნიშნების არსებობა ჩვენს დედაქალაქში?

– ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან ბევრი ადგილი დააფიქსირა, სადაც საგზაო ნიშნები არამართებულად არის დადგმული, რიგ შემთხვევებში ისინი გვხდება განათების ბოძსა და ხეებზე დამაგრებული, რაც სტანდარტების დარღვევაა. ხშირ შემთხვევაში საგზაო ნიშნები არასწორადაა დამონტაჟებული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად: მივდივართ მთავარ გზაზე, მოვუხვევთ მარჯვენა მხარეს და  ამის შემდეგ გხვდებათ ნიშანი, რომ მოძრაობა აკრძალულია, თუ გააგრძელებთ გზას დაარღვევთ მოძრაობის წესებს, თუ უკუსვლით წამოხვალთ ამ შემთხვევაშიც არღვევთ. დედაქალაქში ბევრი შუქნიშანია დაიდგა ისე, რომ ავტომობილებისთვისა და ქვეითად მოსიარულე პირთათვის ერთდროულად ანთებს მწვანე ნიშანს, შესაბამისად, ორივე მათგანს აძლევს მოძრაობის უფლებას, რაც საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა. მსგავსად მოწყობილი სისტემა ხშირად გვხვდება ვაკისა და  საბურთალოს რაიონში–ყაზბეგის გამზირზე.

როგორია სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობასთან დაკავშირებით და რა ფაქტორები მოქმედებს სტატისტიკაზე?

– ბოლო 15 წლის განმავლობაში 2011 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმალური რაოდენობა დაფიქსირდა, რაც განაპირობა ღვედის გამოყენების მოთხოვნამ, ჩამუქებული შუშების აკრძალვამ და საგზაო უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებულმა მოთხოვნამ. ტენდენცია იყო ძალიან დადებითი. თუმცა 2012 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ გაანახევრა დარღვევები ისეთ ჯარიმებზე, რომლებიც გზებზე სიკვდილიანობას იწვევდა – სიჩქარის გადაჭარბება,უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. განახევრებული ჯარიმების შემოღება მძღოლებისთვის ერთგვარი შეტყობინება იყო, რომ ზემოთ ხსენებული დარღვევები არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დღიდან დღემდე გარდაიცვალა 3000 ადამიანი და დაახლოებით 40 000 ადამიანმა მიიღო სხავდასხვა სიმძიმის დაზიანება. ხელისუფლების პოპულისტურმა გადაწყვეტილებამ 30%–ით გაზარდა ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2012 წლიდან სტანდარტულად ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაახლოებით 600–მდე ადამიანი იღუპება.

როგორც ცნობილია, ოფიციალურად დაფუძნდა  „საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაცია.“  რა ფაქტორებმა განაპირობა ასოციაციის დაფუძნება და კონკრეტულად რა მოვალეობები აქვს მას?

– დღესდღეობით, სამწუხაროდ, მართვის მოწმობას  იღებენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მართვის არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა, რაც გამოწვეულია თაღლითური გზებით მომუშავე ავტოსკოლების მომრავლებით– „ავტოსკოლები სახლში გამოძახებით,“ „ავტოსკოლა, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ 3 დღეში აიღებთ მართვის მოწმობას.“ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაერთი ავტოსკოლა თაღლითურად ამზადებს მოსწავლეებს, გამოცდა რომ იყოს უცხო ენაზე შედგენილი, მოქალაქე მაინც ჩააბარებს, ე.წ. კოდირების საშუალებით, მექანიკურად დაზეპირებული პასუხების გზით. პირობითად, თუ ხე არის, ე.ი „ბ“ სწორი პასუხია. თაღლითობის სქემა, რომელსაც ავტოსკოლების ნაწილი იყენებს, პოტენციურ მკვლელებს აყალიბებს.

„საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაცია.“ შეიქმნა იმისათვის, რომ მოხდეს  მათი ლიცენზირება, დიფერენცირდეს თაღლითური და პროფესიული ავტოსასწავლებლები. ჩვენი მიზანია, დაიწყოს ინსტრუქტორების სერტიფიცირება, მართვის სკოლაში მომუშავე არაერთ პირს თავადაც არ აქვს მოწმობა. ჩვენ ვითხოვთ მართვის მოწმობის გაცემის მოდელს, რომელიც აპრობირებულია ლიტვაში , ისრაელსა და  გერმანიაში. სანამ ადამიანი გავა ჩასაბარებლად, მან გაიაროს ავტოსკოლების გამოცდა, შესაბამისად ვითხოვთ, გართულდეს მართვის მოწმობის აღება.

რაც შეეხება ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ე.წ. „ფსიქო,“ არის მთლიანად კორუფციული დოკუმენტი. ნებისმიერ პირს შეუძლია აიღოს „ფსიქო“ და მის საფუძველზე მიიღოს მართვის მოწმობა, ან გაიტანოს იარაღი. სამწუხაროდ, აღნიშნული ცნობა თავისუფლად შეიძლება მიიღოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა, სხავდასხვა დაავადების მქონე პირმა (მხედველობა, გულ–სისხძარღვთა დაავადება). „ფსიქო“ გაიცემა 20–30 ლარად სრულიად კორუფციულად და სამწუხაროდ არავინ იღებს პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მისი საქმე არ არის და პოლიკლინიკის საქმეა,, პოლიკლინიკები დამოუკიდებელ სტრუქტურებად არიან და რეალურად სრულიად უკონტროლოდ გაიცემა ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

როგორ ფიქრობთ, რა ტიპის პრევენციული ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ დაუყონებლივ, რათა მოხერხდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება?

– ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, (მსოფლიო ბანკის ექსპერტები, უცხოელი კოლეგები) არის ის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება არ არსებობს, ტრანსპორტის სექტორი გაბნეულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში,მაგრამ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ. საპატრულო პოლიცია მუშაობს პოსტფაქტუმ და რეაგირებას ახდენს უკვე მომხდარ ფაქტებზე. ის, რომ შავი წერტილების შესწავლა უნდა მიმდინარეობდეს ექსპერტულ დონეზე და არ ხდება, ეს უკვე შედეგია იმის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება არ არსებობს. უპირველესად უნდა განისაზღვროს ვინ აგებს პასუხს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე.

2009 წელს, როდესაც ლიტვაში 740 ადამიანი გარდაიცვალა, საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ–მინისტრმა უხელმძღვანელა და დღემდე ასეა, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში არაფერია. 2016 წელს კრიმინალის (მკვლელობა) შედეგად საქართველოში 120 ადამიანი გარდაიცვალა,  საგზაო შემთხვევების დროს კი 600 ადამიანი. რა უნდა მოხდეს უფრო მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს საგზაო უსაფრთხოების პრობლემით?

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2015 წელს საქართველოში 6432 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული. ვტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. აღნიშნულის შედეგად 581 ადამიანი გარდაიცვალა და 9 951 დაშავდა. სტატისტიკის თანახმად 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა რიცხვი 507 ადამიანით, ხოლო დაღუპილთა რაოდენობა 21–ით გაიზარდა.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით საქართველო პარლამენტმა  ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით საქართველო პარლამენტმა ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა

8 years ago
“სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს არბიტრის და არა რომელიმე ხელისუფალის როლი

9 years ago
„Check In Georgia“ -ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთების შეძენისას 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან დაფიქსირდა

ბათუმში „სუხიშვილების ბავშთა ანსამბლის“ კონცერტები გაიმართება

10 years ago
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by