„კომპანიაში უპრეცედენტო პროცესია დაწყებული. დაახლოებით 12 კილომეტრის სიგრძის ქსელის გაყვანა დაიწყება სამგორის რაიონში. ეს პროექტი 11 მილიონი ლარის ინვესტიციას მოითხოვს“. ამის შესახებ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერსის“ ოპერაციების დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა „მაესტროზე“, გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში ისაუბრა.
„პროექტი ოთხ ძირითად ფაზად დავყავით, პირველი ეტაპი დაახლოებით ივლისში დასრულდება. ეს არის 3 კილომეტრი წყალარინების ქსელი, 35 ათასი აბონენტი დაგვემატება. ეს ათწლიანი ან შესაძლოა ოცწლიანი პროექტი იყოს, მხოლოდ სამგორის რაიონით არ შემოვიფარგლებით.
პროექტის მეორე ეტაპზე ასევე 3 კილომეტრის, მესამე ეტაპზე 2 და მეოთხე ეტაპზე დაახლოებით 4,5 კილომეტრი ქსელის მშენებლობა იგეგმება” , – განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე













