• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების მფარველობის გარეშე სერიოზული ნარკობიზნესის კეთებაა შესაძლებელი“ – გია ხუხაშვილი

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლოდროინდელ გახმაურებულ ნარკოდანაშალების საქმის შესახებ, „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ბოლო დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბევრი ადამიანი დააკავეს. არჩევნების წინ მუდმივად გვესმის დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკა შეიცვლება და უფრო ლიბერალური გახდება, თუმცა ხელისუფლება არ დგამს ამ ნაბიჯებს. თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების უამრავი მოწოდების მიუხედავად, რატომ არ დგება დღისწესრიგში ეს საკითხი? რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა?

– ამ ყველაფერს რამდენიმე განზომილება აქვს. ჩემი აზრით, საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიტიური მიდგომა არ არის. ამ მხრივ, საზოგადოებაც გაყოფილია. გარდა ამისა, ამ საკითხს ნებისმიერი ხელისუფლება წარმატებით იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის.  მათთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთ-ერთი სავაჭრო თემაა წინასაარჩევნოდ. დაპირბების მიუხედავად,  პრობლემა არ წყდება, რადგან ამ კოზირის გამოყენება შეიძლება ვინმეს დასჭირდეს შემდეგ არჩევნებზეც. ფაქტია, ერთი მხრივ, ჰუმანიზაცია ნებისმიერი მიმართულებით საჭიროა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია დაკავშირებული უნდა იყოს ანტინარკოტიკული ქმედენბების ეფექტურობის გაზრდასთან. ჰუმანიზაციამ თუ ის გამოიწვია, რომ ადამიანებს დასჯის აღარ შეეშინდებათ და ინტენსიურად დაიწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას, ეს ვითარებას დაამძიმებს. აქ კომპლექსურადაა ყველაფერი გასაკეთებელი, თუმცა ვაწყდებით მეორე და მთავარ პრობლემას: ნარკოტიკების თემა, სამწუხაროდ, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ან მისი გარკვეული ჯგუფებისთვის არის ბიზნესი. ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლების მფარველობის გარეშე სერიოზული ნარკობიზნესის კეთებაა შესაძლებელი. ასე, რომ ეს ორი რაღაც ერთადაა გასაკეთებელი. მარტო ლიბერალიზაცია პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამით შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო დავამძიმოთ.

დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა ჯგუფ ‘’ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავებას, რომელთაც გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-შეძენას ედავება. დაკავებულები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს იმ კლიპის გამო, რომელშიც პოლიცია იყო გაშარჟებული. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოსთვის ნარკოტიკი და ნარკოპოლიტიკა განსხვავებული აზრის წინაამდეგ მიმართული სადამსჯელო იარაღია თუ არა?

– მოდით, ასე ვთქვათ, პირველი შემთხვევა არაა, როცა ამგვარი განცხადებები კეთდება, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე სერიოზული რეაგირება ვერ ვნახეთ. ჩადებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, თუმცა რეაგირება მოხდა ამ კონკრეტულ ფაქტზე. კარგია, რომ ეს ახალგაზრდები დღეს გარეთ არიან, მაგრამ ამან კითხვები კი არ მოხსნა, არამედ კიდევ უფრო ბევრი კიითხვა გააჩინა. ჯერ ერთი, დავინახეთ სისტემური პრობლემა, პოლიციის შიგნით, პროკურატურაში, სასამართლოში, რომელთა  ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები ვიხილეთ ორი დღის განმავლობაში. ასე ვთქვათ, მათ რაღაც გზავნილი მიიღეს უცანური მხრიდან, რაც არაჯანმრთელ გამოვლინებად უნდა შეფასდეს. ამავდროულად, ისმის კითხვა, თუ ამათი გამოშვება შეიძლებოდა, რატომ არ შეიძლებოდა გირაოთი სხვა ადამიანების გამოშვებაც, რომელთა საქმეები აბსოლუტურად ანალოგიურია. სხვაობა ისაა, რომ წინა საქმეების შემთხვევაში საუბარი იყო წმინდა პოლიტიკურ მოტივზე. ეს კონკრეტული საქმე არ ყოფილა პოლიტიკური, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკასთან ახლოს არ იყვნენ. აქ საუბარია, თვითონ პოლიციის მხრიდან შურისძიებაზე და არა პოლიტიკურ მოტივზე. ეს არის განსხვავება. ასე, რომ პრობლემა არ გადაწყვეტილა, რადგან მხოლოდ ამ ორი ახალგაზრდის საქმე მოგვარდა. ნარკოპოლიტიკა ამ პრობლემის  მცირე ნაწილი. მთავარი არის ჩადება. რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაუდებენ, ნარკოტიკს თუ იარაღს.

ქრონოლოგიას, რომ მივყვეთ, რეპერები გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი 12 ივნისის სასამართლო პროცესიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე ჩვენ ვნახეთ ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტი და ასევე პრემიერ კვირიკაშვილის მოწოდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ. თქვენი აზრით, არის თუ არა კავშირი ამ განცხადებებსა და სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის? შესაძლოა, ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გამხდარიყო სიგნალი სასამართლოსთვის?

– პემიერის განცხადება საკმაოდ არაადეკვატური იყო. მთავარი პრობლემა იყო ჩადებაში და როდესაც ამაზე საპასუხოდ პრემიერი ნარკოპოლიტიკაზე იწყებს საუბარს და ამით ამთავრებს, ეს არაადეკვატური განცხადებაა. არ მინდა, რომ მხოლოდ ამ განცხადებებს დავაბრალო ბიჭების გამოშვება. ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების აქტირუობამ დააფრთხო ხელისუფლება. ბერა ივანიშვილმა კი თავიისი ემოცია გამოხატა და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ ბერა ივანიშვილს. სხვა საკითხია, როგორ რეაგირებენ ამ ახალგაზრდის განცხადებებზე სახელმწიფო სტრუქტურები. ეს არის სასაცილო და ესაა პრობლემა დ არა ბერას განცხადება.

დაბოლოს, თქვენ რას ურჩევთ ხელისუფლებას? მთავარი გასასაწორებელი ხარვეზი რაც უნდა გამოსწორდეს ნარკოპოლიტიკის კუთხით….

– დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია და ნარკობიზნესთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდა პარალელური პროცესია. უერთმანეთოდ ეფექტური ვერ იქნება და ვითარება კი არ გაუმჯობესდება, კიდევ უფრო დამძიმდება.

მაგდა ბატიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

“ყვარელში საერთო ჯამში 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის ვენახი მნიშვნელოვნად დაზიანდა”

11 years ago
რეფორმების ექსპორტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

რეფორმების ექსპორტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

12 years ago
სამეგრელოს რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურა ბევრ სკოლაში მოწესრიგდება

სამეგრელოს რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურა ბევრ სკოლაში მოწესრიგდება

7 years ago
ამაღლება- იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული!

ამაღლება- იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული!

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by