• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრები შეიზღუდება

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრები შეიზღუდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების შეზღუდვაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი სავაჭრო ცენტრებისა და არეალების შეზღუდვა, როგორ აისახება ეს დედაქალაქზე, ელიავას ბაზრობის ტერიტორია შედის თუ არა გენგეგმაში და რისი მოწყობა იგეგმება მის ადგილას? ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ თბილისის გენგეგმის პროექტის  კოორდინატორს, “სიტი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელ გოგი აბაშიძეს ესაუბრა.

თბილისის გენგეგმის კონცეფციის მიხედვით, ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა შეიზღუდოს. რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი სავაჭრო ცენტრებისა და არეალების შეზღუდვა ? როგორ აისახება ეს დედაქალაქზე?

– მოცემული გადაწყვეტა ეყრდნობა ქალაქის კომპლექსურ სტრუქტურულ ანალიზს და თავის თავში აერთიანებს ქალაქის აუცილებლობებს რამდენიმე მიმართულებით.

პირველ რიგში, ეს შეეხება არსებულ ეკონომიკურ რეალობას. ყოველ ქალაქს გააჩნია მოსახლეობის გარკვეული მსყიდველობითუნარიანობა განპირობებული ეკონომიკური სიძლიერითა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით. ახალი სავაჭრო ობიექტების გაჩენა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდას, ამასთან კვლევებმა აჩვენა, რომ კონკრეტული მიმართულებებით მიწოდება უკვე აღემატება ქალაქში არსებულ და უახლოეს წლებში მოსალოდნელ მოთხოვნას. მსხვილი სავაჭრო ობიექტების განთავსება იწვევს ქალაქში ძირითადი მასების არათანაბარ გადანაწილებას და, ამასთან, ხელს უწყობს ცენტრალური და ტურისტული არეალების გამოფიტვას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არღვევს ქალაქის აქტიურ სივრცეებს და ამცირებს მათი ატრაქციის უნარს.

მეორე მხრივ, ცენტრალურ უბნებში მსხვილი სავაჭრო ობიექტების განთავსება ხელს უწყობს სატრანსპორტო ნაკადების მძლავრი კონცენტრაციის არეალების წარმოშობას.

ასევე, ასეთი ობიექტების გაჩენა იწვევს საცხოვრებელი უბნების მონოფუნქციური ხასიათის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქალაქგეგმარებით მოსაზრებებს და აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

სავაჭრო ცენტრების მოწყობა თბილისის გარეუბნებშიც შეიზღუდება?

– საჭიროა სწორად  გავიგოთ რას წარმოადგენს შეზღუდვა. ეს არ ნიშნავს სრულ აკრძალვას. როგორც გენერალური გეგმის პროექტში არის დაფიქსირებული, ასეთი ობიექტების გაჩენა არასასურველია და მათ უნდა განესაზღვროთ დამატებითი მოთხოვნები საპროექტო დასაბუთების ფარგლებში. როგორიცაა, მაგალითად, ქალაქისათვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასაბუთება და სატრანსპორტო ანალიზი.

არსებულ სავაჭრო ცენტრებს თუ ექნებათ შეზღუდვები, მათ მიმართ სანქციები თუა დაგეგმილი?

– მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ ითვალისწინებს სანქციებსა და კონკრეტულ ადმინისტრაციულ ქმედებებს არსებული სავაჭრო ობიექტების მიმართ,. მის ფარგლებში შეფასდა ქალაქის არსებული და საპროგნოზო მოთხოვნა მიწოდების ბალანსი, რის საფუძველზეც დადგინდა სამომავლო განვითარების ძირითადი მიმართულებები.

მოხდება თუ არა რომელიმე სავაჭრო ცენტრის რელოკაცია? ელიავას ბაზრობის ტერიტორია შედის თუ არა გენგეგმაში და რისი მოწყობა იგეგმება მის ადგილას?

– სავაჭრო ცენტრების რელოკაცია ბუნებრივი პროცესია და აუცილებელია ქალაქის გეგმარება ითვალისწინებდეს ამისათვის ტერიტორიულ რესურსს, რათა რელოკაციის პროცესში მოხდეს ობიექტებისათვის ქალაქის პერსპექტივიდან ოპტიმალური ტერიტორიებისა და განვითარებითი პარამეტრების შერჩევა.

ელიავას ბაზრობის ტერიტორია თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებშია და ბუნებრივია, ტერიტორია შედის გენგეგმაში. გენგეგმა მოცემული ტერიტორიის სამომავლო განვითარებას განიხილავს უპირატესად რეკრეაციული ფუნქციით, რაც ქალაქის პირველად აუცილებლობებთან არის დაკავშირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ რკინიგზის სატვირთო ხაზების გადატანასთან და ქალაქის სატრანსპორტო რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად  ქალაქის ცენტრში განთავსებული ასეთი სახის სავაჭრო ობიექტის შენარჩუნება გართულდება. მის ადგილას მსხვილი სავაჭრო მოლის განთავსება კი ვერ უზრუნველყოფს ელიავაზე დასაქმებულ პირთა დასაქმების სრული მოცულობით შენარჩუნებას და გამოიწვევს არსებული სავაჭრო კულტურის გაქრობას. ყველა მხარის ინტერესთა დაცვის მიზნით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში შემოთავაზებულია სავაჭრო სივრცის რელოკაცია ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მოცემული ობიექტის არსებობა არ იქნება კონფლიქტური ხასიათის (სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე) და შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტის შემდგომი განვითარება, სახელოსნო-სავაჭრო კულტურის შენარჩუნებითა და ესთეტიკურ-ჰიგიენური მხარის განვითარებით. ასეთი გადაწყვეტა ასევე საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს დასაქმების პირობები და ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მერიის, ძირითადი საუნივერსიტეტო რესურსების, სპორტული სტადიონისა და ძველი ქალაქის სიახლოვეს არსებული ისედაც გადატვირთული ტერიტორია) განიტვირთოს ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან. არსებული ტერიტორიის სარეკრეაციო განვითარება დადებითად აისახება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და გაამყარებს მიმდებარე ერთეულების ღირებულებას, ასევე შექმნის სარეკრაციო გასვლას მდინარე მტკვარზე.

ნინი მაზიაშვილი

 

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

მანუელ ვალსი – “ევროკავშირი საქართველოს მიმართულებით აუცილებლად გაფართოვდება”

10 years ago
ლაგოდეხში, სავარაუდოდ, ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 30 წლამდე კაცი დააკავეს

ლაგოდეხში, სავარაუდოდ, ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 30 წლამდე კაცი დააკავეს

3 years ago
სამცხე–ჯავახეთის სოფლებში ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა

სამცხე–ჯავახეთის სოფლებში ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა

3 years ago
“ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა” –  კობახიძე აქციის მონაწილეების ცემაზე

“ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა” – კობახიძე აქციის მონაწილეების ცემაზე

2 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by