განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. როგორც უწყებაში აცხადებენ, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, სახელმძღვანელოები გაცილებით გამარტივდება, მოსწავლეები სწავლას თამაშის პარალელურად შეძლებენ.
უფრო კონკრეტულად, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნების შინაარსობრივ ნაწილში, ჯერ გარკვეული არ არის.
ნინო ზარიძე














