სტუდენტობა ის ფენაა, რომელსაც ხელშეწყობა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. მით უმეტეს, როდესაც ბევრი მათგანი სწავლის გამო საკუთარ კერას ტოვებს და საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოდის. საცხოვრებელი ფართის შეთავაზება ის ელემენტარული საკითხია, რომლითაც სახელმწიფოს სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდის დახმარება შეუძლია.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, თბილისში 3000-ადგილიანი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება. ამის თაობაზე მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სავარაუდოდ, მაღლივი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კერძო სექტორის დაფინანსებით აშენდება.
საკითხის გადასამოწმებლად „თბილისი თაიმსს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია არ მოეპოვებათ.
ნინო ზარიძე















