• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

McKinsey: 2030 წლისთვის რობოტები 800 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებენ – რატომ არის საჭირო ე.წ „Soft“ და „Stem“ უნარების სწავლება სკოლებში

8 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
McKinsey: 2030 წლისთვის რობოტები 800 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებენ – რატომ არის საჭირო ე.წ „Soft“ და „Stem“ უნარების სწავლება სკოლებში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“  განაგრძობს მნიშვნელოვანი სესიების განხილვას დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან. ამჯერად, ცნობილი კორპორაციების ხელმძღვანელების, თანამდებობის პირებისა და აქტივისტების შეხედულებებს გაგაცნობთ განათლების მიღებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით.

ჩვენს წარმოსახვაში მომავლის სამსახურები დღევანდელობისგან მკვეთრად განსხვავებულად გამოიყურება. მეცნიერები გვესაუბრებიან ავტომატიზირებულ რობოტებსა  და ხელოვნურ ინტელექტზე. McKinsey Global Institute – ის კვლევების თანახმად, 2030 წლისთვის რობოტები 800 მილიონ სამუშაო ადგილს  ჩაანაცვლებენ.

ჩინეთის გიგანტური კომპანიის, Alibaba Group -ის დამფუძნებლის, ჯეკ მოს აზრით, თუ ჩვენ არ შევცვლით ცოდნის მიღების გზებს, 30 წლის შემდეგ სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით. ბიზნესმენი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განათლების მიღების გზების ცვლილებებზე ახდენს აქცენტირებას და საკუთარ ხედვებს სთავაზობს დამსწრე საზოგადოებას.

„200 წლის წინ შექმნილი და ჩამოყალიბებული სასწავლო მეთოდოლოგია ნამდვილად შესაცვლელია. ეს მიდგომა,რომელიც ორი საუკუნის წინ არის მიღებული და დღემდე მხოლოდ ნაწილობრივ ცვლილებებს განიცდის, ჩვენს ბავშვებს და მომავალ თაობას დაუკარგავს შესაძლებლობას, მართონ რობოტები. იმისთვის,რომ პირიქით არ მოხდეს და ჩვენ არ ვიყოთ რობოტებზე დამოკიდებული საჭიროა,რომ ბავშვებმა შეისწავლონ ე.წ „soft skills”, რაც გულისხმობს იმის შესწავლას, რასაც პირდაპირი გზით არ სწავლობენ, მაგალითად, კომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, კრიტიკული აზროვნება. ანუ ის ყველაფერი,რაც არ არის ავტომატიზირებული და მხოლოდ ადამიანის გონებრივი მუშაობით მიიღება,“- ამბობს ჯეკ მო.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორების თქმით, ე.წ „soft skills”-თან ერთად უნდა მოხდეს კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. სწავლა იმ უნარებისა,რაც გულისხმობს მიღებული ინფორმაციით „რაიმეს“ შექმნას და სინთეზირებას.

CERN-ის გენერალური დირექტორი,  ფაბიოლა ჯანოტი დავოსის კონფერენციაზე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ე.წ „STEM skills“-ის სწავლების დანერგვაზე, რაც გულისხმობს მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და მათემატიკის საგნების გაუმჯობესებასა და ჩამოყალიბებას. ფაბიოლა, რომელიც  „ადრონთა უდიდეს კოლაიდერზე“ (Large Hadron Collider)  მუშაობს, ფიქრობს რომ მუსიკა მათემატიკაზე მნიშვნელოვანია.კოლაიდერი სამყაროში არსებული მაღლი ენერგიის ამაჩქარებლებიდან ყველაზე და დიდი და ყველაზე მძალვრია. ფაბიოლა დღემდე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ცერნში.

„ჩვენ გვჭირდება ძველი მიდგომების შეცვლა. უნდა მოხდეს ზუსტი მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების გაერთიანება, ან უნდა გავაერთიანოთ მეცნიერება და ხელოვნება. ეს ინტერდისციპლინარული მიდგომა ნამდვილად გააუმჯობესებს ადამიანების კრეატიულობას და გაზრდის მათ ცნობისმოყვარეობას გარე სამყაროს მიმართ,“- ამბობს ფაბიოლა, – „ ბავშვობაში ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, მინდოდა გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. დღეს, რასაც წარმოვადგენ და სადაც ვმოღვაწეობ, მეტი წილი განპირობებულია ჩემი სიყვარულითა და დიდი ინტერესით ჰუმანიტარულ საგნებისა და მუსიკის მიმართ, ვიდრე ფიზიკითა და მათემატიკის მეცადინეობით.“

კანადის პრემიერ მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თქმით, დღევანდელი სწავლების მეთოდები მნიშვნელოვნად განაპირობებს  ადამიანების როლს მომავლის სამუშაო ბაზარზე.

სინედ ბიურკი, ირლანდიელი აქტივისტი,რომელიც დავოსის კონფერენციაზეა მოწვეული ამბობს,რომ ადამიანთა პროგრესის უმნიშვნელოვანეს წყაროსაც, განათლებასაც სჭირდება რომ პროგრესირდეს მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. მისი განვითარება, უფრო მეტად შეუწყობს ხელს სიღარიბისა და ჩაგვრის უსასრულო წრის გარღვევას.

მალალას ფონდის დამფუძნებელი, პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსუფზაი ამბობს,რომ განათლების ხელმისაწვდომობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

„განათლების მიღება ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე სირიაში შევხვდი პატარა ლტოლვილ გოგონას, რომელსაც ვკითხე თუ,რის გაკეთებას აპირებდა,როდესაც გაიზრდებოდა. მან მითხრა,რომ ყველაზე მეტად არქიტექტორობა უნდოდა, იმიტომ რომ საკუთარი ნანგრევებად ქცეული ქვეყანა ხელახლა აეშენებინა. მე ყველაზე დიდ ძალას სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ,“- ამბობს მალალა.

ნათია კეკენაძე

 

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In