არჩილ ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო ოჯახი ხელისუფლებას მადლობას უხდის. ასევე, არჩილ ტატუნაშვილის მამამ საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, ჩემი შვილის, უკანასკნელი ანდერძია ეს. ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება მოგვცეს. თანადგომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადი მთელ საქართველოს და საზოგადოებას”, – უთხრა გიორგი ტატუნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.












