• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დმანისი – საქართველოს სამხრეთის „კარიბჭე”

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
დმანისი – საქართველოს სამხრეთის „კარიბჭე”
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„მამა-პაპთაგან ხვედრად შემხვდა დმანისი ძველი”- ეს სტრიქონი ვახტანგ ორბელიანს ეკუთვნის. მხარეს, რომელიც მას და ყველა ქართველს წინაპრებმა შემოგვინახეს, დღეს ძირითადად აქ აღმოჩენილი პირველი ევროპელების ნაშთებით, ზეზვა და მზიათი იცნობენ. ცოტამ თუ იცის, დმანისის ისტორიის, მისი ამჟამინდელი თუ წარსული პრობლემებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე ამ ძირძველ კუთხეზე ,,თბილისი თაიმსს” ისტორიკოსი, მეცნიერი და არქეოლოგი ჯუმბერ კოპალიანი ესაუბრა.

როდის იწყება დმანისის არსებობა და როგორ მოვიდა დღემდე გეოპოლიტიკურად ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქი?

– დმანისის შესახებ პირველი ცნობა მეცხრე საუკუნით თარიღდება. ,,ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ, რომ ქართველთა აჯანყებების ჩასახშობად არაბთა ხალიფამ საქართველოში ბუღა თურქი გამოაგზავნა, რომელმაც დმანისი და თბილისი გაანადგურა და გადაწვა. მემატიანეს ცნობით, მან ესაც არ იკმარა, დარიალის ხეობის გავლით დმანისში შემოიყვანა ოსი ოჯახები (,,100 სახლი”) და ამ ტერიტორიაზე დაასახლა.

თვითონ დმანისს სამხრეთის კარიბჭეს ვუწოდებთ, რადგან სამხრეთიდან მომავალი მტერი ძირითადად აქ შემოდიოდა და პირველ დარტყმას დმანისი და დმანისელები იღებდნენ.

დმანისში პირველი ევროპელების ნაშთების აღმოჩენის დროს, 1981-2006 წლებში, თქვენ იყავით დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე და შემდეგ ხელმძღვანელი. მოგვიყევით ამ გამოცდილებისა და დმანისის ნაქალაქარის მნიშვნელობის შესახებ.

მე საქართველოს შუა საუკუნეების სპეციალობით დავამთავრე ასპირანტურა. 1974 წელს დისერტაცია დავიცავი საქართველოს ისტორიაში, შემდეგ კი თანდათან ჩავერთე არქეოლოგიაში.

იმ პერიოდში არსებობდა სამეცნიერო კერა დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის სახით. 1980 წელს საბოლოოდ გადავწყვიტე ამ სფეროში გადმოსვლა და ჩავერთე ამ ექსპედიციაში. მისი ხელმძღვანელი იმჟამად  დამსახურებელი მეცნიერი და არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე იყო. რამდენიმე წელი ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, შემდეგ კი უფლისაგან მერგო პატივი , რომ ამ ექსპედიციას წლების განმავლობაში გავძღოლოდი.

დმანისი, ცხადია, არის უნიკალური რეგიონი. ჩვენ გვაქვს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი ამ ტერიტორიაზე, დმანისის ნაქალაქარი, რითაც მთელი მსოფლიოს ხალხები ინტერესდებიან და ჩამოდიან იმ ადგილის სანახავად, სადაც ცხოვრობდა ევრაზიის ტერიტორიაზე პირველი ადამიანი. აქ, ფაქტობრივად, აღმოჩნდა ადამიანის ცხოვრების ყველა პერიოდი. პირველი ევროპელების თავის ქალები 1,8 მილიონი წლით თარიღდება.

დმანისში ძირითადად ორი ეთნიკური ჯგუფი, ქართველები და აზერბაიჯანელები, ცხოვრობენ. როგორ შეაფასებთ მათ თანაცხოვრებას? იქმნება რაიმე ყოფითი კონფლიქტი ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე?

– საერთოდ ქართველი ერი მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ჩაგრავდა უცხოელ ტომებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ქართველები ტოლერანტობით, ჰუმანურობით, სტუმართმოყვარეობით ერთერთი ყველაზე გამორჩეული ერია მსოფლიოში. ამდენად, აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა.

1987 წლის იანვარში დიდი ტრაგედია მოხდა სვანეთში ზვავების შედეგად. სახელმწიფომ იქიდან გამოიყვანა მოსახლეობა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაასახლა, მათ შორის დმანისში. მათთვის სახლები აშენდა, რომელიც ახლა, ფაქტობრივად, მიბმულია რაიონულ ცენტრს. ამან განაპირობა ის, რომ რაიონში საგრძნობლად იმატა ქართველების რაოდენობამ, რომელიც მანამდე მცირე იყო და გაიხსნა ორი საშუალო სკოლა. ყველა ეთნიკური ჯგუფი დიდი სითბოთი შეხვდა სვანების ჩამოსახლებას, იყო მცირე კონფლიქტებიც, თუმცა დღეს დამეგობრებულები არიან ყველანი და არავითარი დაპირისპირება აღარ არსებობს.

დმანისში, განსაკუთრებით კი მის სოფლებში აშკარა დემოგრაფიული კრიზისია. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 1989 წელს დაახლოებით 52000 იყო, 2014 წელს კი 19 000. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მიგრაციის ასეთი ტემპი და რა ღონისძიებება გატარდეს მის შესაჩერებლად?

– ეს არამარტო დმანისის,  არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა.

1950-იან წლებში საწარმოები გაიხსნა და ხალხი მთიდან ბარში ჩაჰყავდათ. ეს იყო პირველი უგუნური ქმედება. შემდეგ, 90-იანი წლების არეულობის დროს, მოსახლეობა უმუშევარი დარჩა. ვიღაც-ვიღაცებმა ჩაიგდეს ქონება ხელში. სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ ხალხი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა, ამას მოყვა სამოქალაქო ომი, აფხაზეთის კონფლიქტი და ა.შ. ქართველების ხელით აკეთებდნენ უცხო ძალები თავის საქმეს. ეს ყოველთვის ასე იყო, მათ შორის ამ პერიოდში. შემდეგ იგივე ძალები მუშაობდნენ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტი არავის არ ეყიდა. იაფ ფასად შემოჰქონდათ იმპორტული საკვები, რაც კიდევ უფრო აღარიბებდა ქართველს და უწევდა ქვეყნიდან წასვლა.  ჩვენმა მტერმა, რომელსაც მიწა სჭირდებოდა, ისტორიულად დაინახა, რომ ჩვენი ერის საკუთარი ტერიტორიიდან აყრა ძალიან რთული იყო, ამიტომ მხოლოდ ასეთი გზებით ცდილობდნენ ქართველების საკუთარი მიწიდან მოცილებას. ამან მიგვიყვანა ასეთ დემოგრაფიულ მდგომარეობამდე. გლობალიზაციამაც ხელი შეუწყო ამ პროცესს.

დმანისში უამრავი ისტორიული, ცნობილი თუ უცნობი ძეგლია, რაც დმანისს დიდ ტურისტულ პოტენციალს სძენს. თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა დმანისში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით? ტურისტების მისაღებად შექმნილია შესაბამისი პირობები?

– ჩვენ გვაქვს მართლაც დიდი პოტენციალი, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტთა ნაკადი, დაინტერესებაც, რა თქმა უნდა, დიდია. ტურისტს კი სჭირდება კარგი მომსახურება. ის აუცილებლად უნდა უზრუნველყო ტრანსპორტით, კვებით, კარგი გზით, სველი წერტილებით, სასტუმროთი და ა.შ.

ეს ყველაფერი დმანისში ნელ-ნელა ეწყობა. კერძო სასტუმროები უკვე მზად არის, მოწყობილია მუზეუმი და პარკი. მე სპეციალურად დავადგინე მარშრუტებიც, რომლის მიხედვითაც ტურისტმა უნდა მოინახულოს დმანისი. აუცილებელი იყო საინფორმაციო ბროშურებიც, რომელიც უკვე დაბეჭდილია სამ ენაზე. რჩება გარკვეული პრობლემები ნაქალაქარში, მაგალითად საპიკნიკე ადგილებისა და სველი წერტილების არარსებობა, თუმცა დმანისი შეიძლება ითქვას, რომ მზად არის ტურისტების მისაღებად.

თქვენი აზრით, ზოგადად რა ძირითადი პრობლემების წინაშე დგას დმანისის მოსახლეობა?  რა არის პირველ რიგში გამოსასწორებელი?

– რა თქმა უნდა, დასაქმებაა უპირველესი პრობლემა. ხალხს ფული არ აქვს.

არ შეიძლება ყველაფერი თბილისში გადავიტანოთ. სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს რეგიონების განვითარება და გაძლიერება. აუცილებლად უნდა გაჩნდეს საწარმოები, სასწავლებლები (განსაკუთრებით პროფესიული), კულტურის კერები და სხვა.

ახალგაზრდობას არ უნდა უწევდეს სხვაგან სიარული, რათა მიიღოს განათლება, სამუშაო ადგილი.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც დმანისს კარგად არ იცნობენ და მისი მონახულება სურთ?

– ყველა ქართველმა დმანისი, ზეზვა და მზია, აუცილებლად უნდა ნახოს. განსაკუთრებით ახალგაზრდობამ საქართველო, თავის ირგვლივ მდებარე ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლები უნდა დაათვალიეროს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ტერიტორია გვაქვს, ყველა მხარეს თავისებური სილამაზე და ინდივიდუალურობა გააჩნია, ადამიანებით დაწყებული, ბუნებით დამთავრებული.
მე ვთვლი, რომ სირცხვილია, როცა არ იცნობ შენს ქვეყანას.

ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ნიკო ნიკოლაძის ერთერთი მოგონება. ის ყვება, რომ  პარიზში ყოფნის დროს ერთერთი მეცნიერი, ისტორიკოსი შემხვდა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას იკვლევდაო. მან ბორჯომის ხეობის აღწერა მთხოვა, მაგრამ ჩემდა სასირცხვილოდ არ ვიყავი ბორჯომის ხეობაში ნამყოფიო.

შემდეგ ნიკო ნიკოლაძე საქართველოში რომ დაბრუნდა, სახლში არ მივიდა და პირდაპირ  ბორჯომის სანახავად წავიდა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომ აუცილებლად ნახონ საქართველოს ყველა კუთხე!

აკაკი ალაგარდაშვილი

Share9Tweet6

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

7 years ago
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ გურიაში ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა

10 years ago
„მთელი ქუთაისი გლოვობს“ – ახალგაზრდა მსახიობი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

„მთელი ქუთაისი გლოვობს“ – ახალგაზრდა მსახიობი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

3 years ago
მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს – მერიამ ტენდერი გამოაცხადა

მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს – მერიამ ტენდერი გამოაცხადა

4 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by