ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ქუჩა, Sakartvelo Street გაიხსნება. ლიტვაში საქართველოს ელჩის, ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ვილნიუსის მერიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ქუჩის ზუსტი მდებარეობა გადაწყდება.
ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად – Sakartvelas იქნება გამოყენებული.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ვილნიუსის ცენტრში 2015 წლიდან თბილისის სახელობის სკვერია გახსნილი, სადაც განთავსებულია სკამები საქართველოს დედაქალაქის სიმბოლიკით.
ნინო ზარიძე







