• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა უნდა ვიცოდეთ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტის შესახებ

8 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, საზოგადოება
A A
რა უნდა ვიცოდეთ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტის შესახებ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. კანონპროექტი კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს ეხება და მას მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით განიხილავს. პარალელურად, მკაცრდება კანაფის მოხმარების შესახებ კანონმდებლობა.

11 სექტემბერს, შსს-ში განაცხადეს, რომ მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

კანაფის კონტროლის სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება. სააგენტო კანაფის ლეგალურ ბრუნვას, ლიცენზირებას, სამართალდარღვევების პრევენციას დაარეგულირებს და პასუხისმგებელი იქნება ასევე კანაფის შესახებ საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიაზე.

ცნობილია, რომ კანაფის კონტროლის სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სიმბოლოები.

კანაფის მოყვანა-წარმოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. კანონპროექტი 10 ტიპის სალიცენზიო საქმიანობას გამოყოფს. ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით. სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია დასაშვები იქნება მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში. ამასთან, შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვითა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე.

პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის და დაუშვებელია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია, გარდა ექსპორტის მიზნით, შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევებისა.

დაუშვებელია საგანმანათლებლო და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია, გადამუშავება, შენახვა, წარმოება.

მცენარე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის დროს კანაფის სურნელი ჰაერში არ უნდა გავრცელდეს.

მარიხუანის მოხმარების შეზღუდვები

კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის ფლობისა და გასაღების მიმართ რეგულაცია არ იცვლება და აღნიშნული ქმედებები კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

  • ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება და სისხლის სამართლის წესით, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს.
  • კანაფისა და მარიხუანის მოხმარება იკრძალება ნებისმიერ შენობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა და ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.
  • მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ და გამოიწვევს 500 ლარიდან 1000 ლარამდე დაჯარიმებას. კანაფის მოხმარებაში 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა კი სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
  • არასრულწლოვნის თანდასწრებით კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, დაისჯება 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმით.
  • სამხედრო ნაწილში მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

ნინი მაზიაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

შესაკეთებელი საფრენი ბილიკის გამო თვითმფრინავს რომლის ბორტზეც ბიძინა ივანიშვილს იმყოფებოდა პრობლემები შეექმნა

13 years ago
გინდა, დილით მეტხანს იძინო? 12 ვარცხნილობა, რომელიც უნდა გაიკეთო ძილის წინ

გინდა, დილით მეტხანს იძინო? 12 ვარცხნილობა, რომელიც უნდა გაიკეთო ძილის წინ

8 years ago

ლევან იზორია გერმანიის ელჩს შეხვდა

10 years ago

ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

13 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by