საქართველოში, თბილისის დროით 13:03 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.












