• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სტუდენტები საქართველოში ბიზნესის სწავლებას აფასებენ

7 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
სტუდენტები საქართველოში ბიზნესის სწავლებას აფასებენ
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში განათლების მიღების უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის კერძო თუ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ფაკულტეტების ფართო არჩევანს სთავაზობენ ახალგაზრდებს.

როგორია სწავლის ხარისხი, რამდენად არის იგი გადახდილი თანხის ადეკვატური და იქნება თუ არა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამუშაო ბაზარზე გამოსადეგი – ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი  მიმართულებაა. ყოველწლიურად იზრდება სტუდენტების  რიცხვი, რომლებიც  სწავლას ბიზნესის რთული,  მაგრამ საინტერესო სფეროს შესასწავლად იწყებენ.

როგორია ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლების ხარისხი?  რამდენად კმაყოფილები არიან მიღებული ცოდნის დონითა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებით კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები ? ამ კითხვებით „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა და გთავაზობთ სხვადასხვა უნივერსიტეტს სტუდენტების შეფასებას.

ნინა მისრიაშვილი,  თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, მეოთხე კურსი

„თავისუფალ  უნივერსიტეტში სწავლით   ნამდვილად კმაყოფილი ვარ.  ბევრს მაძლევს ჩემი ფაკულტეტი და  ის საგნებიც, რასაც გავდივარ, კარგად შედგენილი სასწავლო მასალები და პროგრამებია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ უნივერსიტეტს ჰყავს კომპეტენტური ლექტორები, რომლებიც ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, ამიტომ, მათთან ერთად ჩვენც მუდმივად ვვითარდებით.

პირველი კურსიდან სხვადასხვა მიმართულების საგნებს გავდივართ. ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია ზოგადი ცოდნის კუთხით,  რადგან საშუალება გვაქვს გავეცნოთ სხვადასხვა მამართულებას,  განსხვავებული სფეროდან.

გარდა ამისა, ხშირად ეწყობა დასაქმების ფორუმი.  სტუდენტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაუზიარონ თავიანთი ინტერესები და მიიღონ შესაბამისი შემოთავაზებები.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლების ხარისხით კმაყოფილი ვარ,არსებობს ისეთი დეტალები, რომლებიც  უნივერსიტეტის გამოწვევად დღემდე რჩება. ერთ-ერთი მათგანი მოუქნელი სასწავლო გრაფიკია.   უნივერსიტეტი მეტს უნდა ეცადოს, მაქსიმალურად მოარგოს ცხრილი სტუდენტების გრაფიკსა და ინტერესებს. როდესაც მეოთხე კურსის სტუდენტს სწავლასთან ერთად მუშაობაც უწევს, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციამ და მოგვცეს საშუალება თავისუფლად ავირჩიოთ ის ცხრილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს სამსახური და სწავლა ერთმანეთს შევუთავსოთ. მნიშვნელოვანი პრობლემა დროში გაწელილი ფინალური გამოცდებია“.

ლუკა ალავიძე,  სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი , მეორე კურსი

„დარწმუნებით ვიტყვი გვასწავლიან ძლიერი, გამოცდილი ლექტორები, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკოსია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ლექტორის უნარს მართოს აუდიტორია და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წიგნში მოცემული მასალით.მაღალი დონის სწავლებაზეა მოთხოვნა, აუდიტორიები  ტექნიკურად გამართულია, დერეფნებში რამდენიმე თავისუფალი ლეპტოპია და ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ჩვენი მასალებით მომარაგებას.

მომწონს ასევე, რომ  ჩვენთან მხოლოდ აკადემიური მოსწრების მიხედვით არ ფასდება სტუდენტი. მაგალითად, სტიპენდიის აღება ხდება ქულის, ინგლისურის დონისა და აქტივობების გათვალისწინება. შესაბამისად, მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრება წარმატების გარანტი არაა. ფაკულტეტზე საინტერესო პროექტია თუნდაც Business Solution სადაც 4-5 სტუდენტი ქმნის გუნდს და შემდეგ  ერთმანეთს ვეჯიბრებით რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით ვინ უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და გამონახავს შექმნილი სიტუაციიდან ეფექტურ გამოსავალს. შემდეგ ვხვდებით პრაქტიკოს ბიზნესმენებს, რომელ მაგალითებზეც მოგვიწია მუშაობა. ჩემთვის ეს საჭირო გამოცდილებაა, აუდიტორიის შიშის მოხსნა და ბევრი სხვა.

ალბათ სხვა უნივერსიტეტებშიც ხდება მაგრამ, საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გვაქვს სტუდენტებს მონაწილეობა მივიღოთ ფაკულტეტის სხვადასხვა აქტივობებში. ხშირად ისეა, რომ არჩევანი იმდენია, ვერ ვახერხებთ სტუდენტები ყველა ღონისძიებაში ჩართულობას და ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით ვარჩევთ. ეს იქნება კონფერენცია, შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, ბიზნეს თამაშები, გასვლითი ღონისძიებები, საერთაშორისო პროექტები თუ სხვა.

რაც შეეხება გაუმჯობესებას – არჩევითი სასწავლო კურსები, მეტი რეკრეაციული სივრცე სტუდენტებისთვის, კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული კომპონენტები სწავლისას  და ბიზნეს-ინკუბატორი სტუდენტების იდეებისთვის.

ერთი ძლიერი მხარე რომელიც საბაუნის გამოარჩევს სხვებისგან, არის დადებითი ემოცია, რომელის უნივერსიტეტიდან  მოდის, გარემო რომელშიც თავს გრძნობ კომფორტულად.“

მარიამ ყავლაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი,  მესამე კურსი

„ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას. მისი მიზანია, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რაც გვეხმარება ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო უნარების შეძენაში.  „გაუს“ ჰყავს მაღალკვალიფიციურ  პროფესორთა გუნდი, რომელიც გვეხმარება საფუძვლიანად შევისწავლოთ ბიზნესის ძირითადი მიმართულებები და დავეუფლოთ ბიზნესის ენას.

სწავლების პროცესში  არ შევცვლიდი ბევრს არაფერს, რადგან პროფესორები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ სიახლეები შესთავაზონ სტუდენტებს და განავითარონ სისტემა ყოველწლიურად.

ვფიქრობ, რომ მიღებული განათლება და ცოდნა, ის უნარ-ჩვევები, რასაც დავეუფლე, დამეხმარება სამომავლოდ კარიერულ წინსვლასა და ჩემი ადგილის დამკვიდრებაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.

კარლ შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტი,  ბიზნესის სკოლა, მეოთხე კურსი

„ვფიქრობ, რომ კავკასიის  უნივერსიტეტში სტუდენტს შეუძლია ხარისხიანი განათლება მიიღოს თუ ამის სურვილი თავად ექნება. უნივერსიტეტი იძლევა ამის კარგ პირობებს. მომწონს ის, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის გაფართოებისა სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

თუმცა, არსებობს  პრობლემები, რის  შეცვლასაც ვისურვებდი. პირველ რიგში, სასურველი იქნება,  უფრი მეტი კომუნიკაცია იყოს სტუდენტებსა და თუნდაც დეკანებს შორის.  უფრო მეტად შეუწყონ ხელი და დაეხმარონ  სტუდენტებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.გამართონ აქტივობები, რომლებშიც ყველა ფაკულტეტის სტუდენტს საშუალება ექნება მიიღოს მონაწილეობა, გაცვალოს აზრები და შეხედულებები მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ.

რაც შეეხება განათლების გამოყენებას პრაქტიკაში, სამუშაო პირობებში ეს უფრო მეტად სტუდენტის უნარებზეა დამოკიდებული. გამორჩეულ სტუდენტებს უნივერსიტეტი უწევს რეკომენდაციას დამსაქმებელთან. ეს კი მათ ძალიან ეხმარებათ სასურველ ადგილას დაიწყონ მუშაობა”.

მარიამ ადამაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, მეორე კურსი

„ მაღალკვალიფიციური ლექტორები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობის მქონე უნივერსიტეტის, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მომწონს, სწავლების მეთოდები, მრავალფეროვანი დავალებები და არამოსაწყენი თეორიები.

მომწონს, გასაოცარი წიგნები, რომლითაც გავდივართ მასალას, ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდია, სწავლის დროს მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და ყველა საჭირო მასალით გვამარაგებს.  ძალიან კარგია ასევე დროულად ატვირთული ქულები, მასალების მოწოდების ხარისხი.

სწავლება სტუდენტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული და თეორიული და პრაქტიკული დავალებები სწორი პროპორციულობითაა განაწილებული.  თუმცა ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პრაქტიკული დავალება და გასვლითი აქტივობა გვქონდეს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პროფესიულ ზრდას და განვითარებას.  დავგეგმავდი მეტ შეხვედრას უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებთან, იმედია ამ კუთხით შეიცვლება მდგომარეობა.

„იბსუს“ ლექტორები მუდამ მზად არიან უპასუხონ სტუდენტების კითხვებს  ლექციებზე და საკონსულტაციო საათებში. ასევე, უსმენენ სტუდენტთა იდეებს და მხარს უჭერენ მათ წამოწყებებს თუ ინიციატივებს, რაც ძალიან კარგი და დასაფასებელია. მომწონს ასევე ის ფაქტი, რომ ბიზნესის ფაკულტეტი და ბიზნესის კლუბი ხშირად მართავს სხვადასხვა ბიზნეს თამაშს თუ სიმულაციას,  რაც უფრო მოტივირებულებს გვხდის ჩვენ, სტუდენტებს”.

ანა ურუშაძე

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025
ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
ახალი ამბები

ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

10/20/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In