2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება
4 დღის წინ
პრემიერის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს
4 დღის წინ
პრემიერის ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია
4 დღის წინ
ნათია თურნავა – „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
4 დღის წინ
პრემიერ-მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

Archive for იანვარი, 2019

საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს

საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი” და  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გამოფენაში საქართველოს ჩართვის თანაორგანიზატორები არიან. გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულინარიის ფედერაცია და  კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტო  „გასტრონავტი”. გამოფენა, რომელმაც 6 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ქალაქ ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიული[სრულად…]

სხვებში ის გვეზიზღება, რაც ჩვენი სულის ნაწილიცაა”- ჰერმან ჰესე

სხვებში ის გვეზიზღება, რაც ჩვენი სულის ნაწილიცაა”- ჰერმან ჰესე

ჰესე ინტელექტუალურ მწერალთა რიგს განეკუთვნება; მის თხზულებებში ვხვდებით სრულიად განსხვავებული აზრობრივი სფეროდან გამომდინარე იდეებს. ჰესემ რთული შემოქმედებითი ევოლუცია განვლო. ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია თხრობის ინტელექტუალიზაცია, ესეიზმი, სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, აიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს „მაგიურს“. ახლა წარმოგიდგენთ ჰერმან ჰესეს[სრულად…]

NASA ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვას გეგმავს

NASA ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვას გეგმავს

კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანია Techshot-ი NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე ადამიანის გულის დაბეჭდვაა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს. მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად გამართულად შეძლებს 3D პრინტერი უწონადობაში გულის ქსოვილების ბეჭდვაზე მუშაობას. ექსპერიმენტის წარმატების შეთხვევაში ათასობით ადამიანი, რომელიც ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო იღუპება, გადარჩება. ადამიანის ორგანოების 3D პრინტერით ლაბორატორიაში დაბეჭდვის[სრულად…]

2019/01/31 მსოფლიო
თაფლის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა – სააგენტო

თაფლის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა – სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, თაფლის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. სააგენტოს განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თაფლის ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „აღნიშნულ ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა[სრულად…]

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“-რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვამ, შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“-რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვამ, შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები

თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითშვილსა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულმა ტენდერმა ქართველ მეფუტკრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც[სრულად…]

საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

“Global Finance”-მა გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების  სია, რომლის მიხედვით უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველო რეგიონში  ლიდერია. მსოფლიოს 128 ქვეყნიდან, საქართველო უსაფრთხოების კუთხით 9,68 ქულით 49-ე  ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის აშშ,  თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა. “Global Finance”-ის წლევანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო [სრულად…]

პოლიციამ საქართართველოს სხვადასხვა ქალაქში ათამდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტები გახსნა

პოლიციამ საქართართველოს სხვადასხვა ქალაქში ათამდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტები გახსნა

პოლიციამ საქართართველოს სხვადასხვა ქალაქში ათამდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს[სრულად…]

პოლიციამ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

პოლიციამ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე[სრულად…]

პანელზე ტყის კოდექსი და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს

პანელზე ტყის კოდექსი და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა განიხილეს

პანელზე საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა ქვეყნისთვის  ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხი. დაცულ ტერიტორიებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია (9.55%) და იგეგმება 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება (არაგვის და თრუსოს[სრულად…]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია[სრულად…]

31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება

31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება

31 იანვარს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება. თურქეთის გენერალური საკონსულოს[სრულად…]

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია, სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას“

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია, სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას“

აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა მთავარ გამოწვევებად ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული რგოლის გაძლიერება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, იმპორტის ჩანაცვლება, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, ბაზრის დივერსიფიკაცია, მწვანე ეკონომიკის ფარგლებში ბიო წარმოების ხელშეწყობა და[სრულად…]

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

მიხეილ ბატიაშვილი: „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია“

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამის მაგალითი არცერთ ქვეყენაში არ არსებობს. შესაბამისად, ვფირობთ[სრულად…]

ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოხსენება გააკეთა

ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოხსენება გააკეთა

ლევან დავითაშვილმა საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის მიზნის მიღწევაში აგრარული დარგის კონტრიბუციის პოტენციალზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა განხორციელებული პროექტების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ინსტიტუციური განვითარებისა და დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო კვლავ აქტიურად ახორციელებს არაერთ პროექტს. „სახელმწიფოს ფინანსური[სრულად…]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის  ელჩები საქართველოში. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით  სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით  მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ  ქვეყნებში საქართველოს პოლიციის[სრულად…]

ირაკლი კობახიძე – სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული

ირაკლი კობახიძე – სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული

„სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია და არის სერიოზული დილემა. „საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული არ იყო და ჩვენ კულტურასთან მაინცდამაინც[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
თბილისში უახლოეს მომავალში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

თბილისში უახლოეს მომავალში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნესაქსელერატორი ამოქმედდება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ევროკავშირს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა. „ბიზნესაქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის[სრულად…]

ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დედაქალაქის მასშტაბით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღეს. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში მედიის წარმომადგენლებსხიდზე არსებული მდგომარეობისა[სრულად…]

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“. “მრავალფეროვანი ჩინეთი” ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.[სრულად…]

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge  ამოქმედდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდება

11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით[სრულად…]

ირაკლი კობახიძე – მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ირაკლი კობახიძე – მოსამართლეებთან დაკავშირებით კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

„მოსამართლეებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები პანაცეა ვერ გახდება და ბუნებრივია, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს გასაკეთებელია პრაგმატული არჩევანი და მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. „ამ შემთხვევაში, ეს პროცედურაც პოლიტიკური პროცედურაა. როდესაც კონსტიტუციის დონეზე დადგენილია,[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლო ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლო ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას (Responding to Russian Aggression Against Ukraine, Moldova and Georgia in The Black Sea Region) ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და[სრულად…]

2019/01/30 პოლიტიკა
პროკურორი – ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

პროკურორი – ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე რამე სახის მოთხოვნას არ აფიქსირებდა. ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა, – ამის შესახებ საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქმის პროკურორმა, ქეთევან გურაშვილმა განაცხადა. როგორც გურაშვილი განმარტავს, ამის შემდეგ ექსტრადირების საკითხის განხილვა სტანდარტული წესით გაგრძელდება.[სრულად…]

ადვოკატი – ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

ადვოკატი – ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

ჯეკ შეფერდმა ქართული ციხე აირჩია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკტამა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯეკ შეფერდის უარი ბრიტანეთის სახელმწიფოს გადაეგზავნება და მათთვის უკვე ოფიციალურად გახდება აღნიშნულის შესახებ ცნობილი. “ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მან აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ[სრულად…]

ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

ირაკლი კობახიძე – რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს აკადემიის იუბილე მიულოცა. „რწმენა და ცოდნა – ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიაში. აკადემიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში და ჩვენი[სრულად…]

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე – აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად[სრულად…]

2019/01/30 რელიგია
ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო 2019“ მონაწილეობს

ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო 2019“ მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჟურნალის  „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემა „მსოფლიო 2019“ ეგიდით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაში  „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“  ორპანელზე გააკეთებს მოხსენებას. კონფერენციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, შემდეგკი,  საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების მოდელის მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს. პანელზე მინისტრთან[სრულად…]

მამუკა ბახტაძე – ახალი ეკონომიკური მოდელი წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილს გავზრდი

მამუკა ბახტაძე – ახალი ეკონომიკური მოდელი წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილს გავზრდი

ახალი ეკონომიკური მოდელი ვერ იქნება წარმატებული, თუ მთლიან შიდა პროდუქტში(მშპ) მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. „ახალი ეკონომიკური მოდელი გულისხმობს ყველა მოქალაქის ჩართულობას, რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის[სრულად…]

2019/01/29 პოლიტიკა
„ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ ცენტრალურ ოფისთან „სამოქალაქო მოძრაობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, ისინი კომპანიის გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის გადადგომას ითხოვენ. „მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, რომელიც იმავდროული მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია, ამ თანამდებობიდან უნდა წავიდეს. კომპანია, რომლის[სრულად…]